„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ალტერნატიული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი - საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, გენრიეტა წიწავას, ლევან მგალობლიშვილის და სალომე ჯინჯოლავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტსა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე (№07-3/360; 04.10.2023)
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად :
,,2.
პარლამენტის
წევრი,
პარლამენტის
თავმჯდომარისთვის
წერილობითი
მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილია არ გამოცხადდეს პარლამენტში, თავისი
მანდატი
გადასცეს
სხვა
პარლამენტის
წევრს,
რომელიც,
თავის
მხრივ,
უფლებამოსილი იქნება იმოქმედოს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. ‘’
2. მე-5 მუხლის დაემატოს 21 მუხლი :
,, 21. პარლამენტის წევრის მიერ, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, ხელფასი დაერიცხება ორმაგი
ოდენობით. ‘’
3. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნტი ამოღებულ იქნას.
4. მე-8 მუხლის 1 პუნქტს დაემატოს ,,დ’’ ქვეპუნქტი:
,,დ) პარალამენტის წევრი უფლებამოსილია მისი მანდატი სარგებლობაში
გადასცეს სხვა პარლამენტის წევრს.’’
5. ამოღებულ იქნას მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი;
6. მე-17
მუხლის
მე-2
პუნქტის
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით:
„2. პარლამენტის თავმჯდომარის თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს
ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.“.
7. მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,1. პარლამენტის თავმჯდომარე არის პარლამენტის ერთპიროვნული მმართველი
და
უფლებამოსილია
საკუთარი
შეხედულების
და
ინტერესების
გათვალისწინებით
წაუძღვეს
პარლამენტის
მუშაობას.
ყველა
მუხლი
რეგლამენტში ამ დათქმით უნდა იქნეს წაკითხული. რეგლამენტი უნდა
შეესაბამებოდეს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს.’’
8. 90-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,1. პარლამენტის პლენარულ სხდომას, როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის
თავმჯდომარე. თუ
იგი არ წარმართავს პლენარულ სხდომას, სხდომის
თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი
ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს. სხდომის თავმჯდომარე
უფლებამოსილია სხდომა წარმართოს საკუთარი ინტირესებიდან გამომდინარე.’’
9. 90-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნას;
10. 91-ე მუხლი ამოღებულ იქნას.
11. XIX თავი ამოღებულ იქნას.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტი:
პარლამენტში უმრავლესობის წევრების ავტორობით დაინიცირდა, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის
საქმიანობის პრაქტიკაში გამოკვეთილი პრობლემების მოწესრიგებას, რათა უფრო
ეფექტიანად განხორციელდეს საკანონმდებლო პროცესი. იგივე მიზნით,
წარმოგიდგენთ
ალტერნატიულ
ინიციატივას,
რომელიც
ახლებურად
მოაწესრიგებს ცალკეულ საკითხებს, რაც პრაქტიკაში ხელს შეუწყობს
საპარლამენტო საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას.
ალტერნატიული პროექტის მიზანია პრაქტიკაში დამკვიდრებული ნორმები და
თავმჯდომარის მართვის სტილი აისახოს რეგლამენტში, რათა პარლამენტის
თავმჯდომარეს ავაცილოთ ის უხერხულობა, რომელიც
რიგ შემთხვევაში
რეგლამენტის წესების და თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შეუსაბამობით
არის გამოწვეული.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მიღების აუცილებლობა:
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული პარლამენტის საქმიანობასთან
დაკავშირებული საკითხები განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების ახლებურად მოწესრიგების
მიზნით, აუცილებელია სათანადო ცვლილებები განხორციელდეს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში.
ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში, საპარლამენტო
საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწის შესაბამისად, გაუმჯობესდება
და კიდევ უფრო ამაღლდება საპარლამენტო საქმიანობის ხარისხი;
1
ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ზუსტდება საპარლამენტო საქმიანობასთან
დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, არსებული წესისგან
განსხვავებით, პარლამენტის წევრს უფლება ექნება არ იაროს პარლამენტში,
გადაწყვეტილებების მიღების უფლება კი თავისთვის სასურველ პირს მიანდოს. ამ
ცვლილებით , პარლამენტში მხოლოდ ის პოლიტიკოსები მოიყრიან თავს,
ვისთვისაც მნიშვნელობას წარმოადგენს საკანონმდებლო საქმიანობა და არა
მხოლოდ ხელფასი. რეგლამენტიდან სრულად იქნა ამოღებული XIX თავი,
რომელიც პარლამენტის წევრებს სანქციას უწესებს. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში განხორციელებული ცვლილების
მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება,
მისი გადაწყვეტილებები არის ერთპიროვნული, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის
ერთპიროვნული მმართველობის ტრადიციას შეეფერება. შეიძლება ამგვარი
ჩანაწერი ცალკეული პოლიტიკოსის მიერ კონსტიტუციასთან არათავსებადად
იყოს აღქმული, თუმცა კონსტიტუციის ბოლოდროინდელმა ინტერპრეტაციებმა,
მათ შორის, საგამოძიებო კომისიის ნაწილში, გვაჩვენა, რომ კონსტიტუცია საკმაოდ
მოქნილი ტექსტია და ნებისმიერი ქმედების გამართლების საფუძველს მოიცავს.
ამდენად ჩვენი კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციის ტექსტსა და
სულისკვეთებასთან. ამ უკანასკნელი ცვლილებით მივიღებთ ზუსტად ისეთ
სამართლებრივ წესრიგს, როგორი პრაქტიკითაც მოქმედებს დღეს მოქმედი
პარლამენტის თავმჯდომარის პირობებში.
ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და
შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს ნაწილი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის
პროექტზე.
ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის
პრინციპი, ხოლო პარლამენტის რეგლამენტის პროექტისთვის უკუძალის მინიჭების
შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ნორმები ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ
ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. პარლამენტის რეგალმენტის
პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
რეგლამენტის დაჩქარებული წესით მიღება არ არის მოთხოვნილი
ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
საშუალოვადიან პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების
2
წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებამ არ გამოიწვევს დამატებით
ხარჯების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად გამოწვეული ხარჯები დაიფარება
საქართველოს პარლამენტისთვის განკუთვნილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან რეგლამენტის პროექტით გათვალისწინები საქართველოს
პარლამენტის წევრების ხელფასის გაორმაგება მხოლოდ პარლამენტის სხვა
ხარჯების შემცირების მეშვეობით მოხდება.
ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პარლამენტის რეგალმენტის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის
ხელფასის ზრდას, თუ ისინი არ ივლიან პარლამენტში. გავლენა პარლამენტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება მოხდება თუ არა პარლამენტის წევრებისგან
ასეთი წინადადების შეთავაზება პარლამენტისთვის. გასათვალისწინებელი იქნება რომ თუ
პარლამენტის წევრები უარს იტყვიან პარლამენტში სიარულზე შემცირდება ხარჯებიც,
თანაშემწის, მომსახურე პერსონალის, კომუნალურების, მანქანების, მძღოლების და სხვა.
ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები არ იქნება საჭირო.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
3
რეგლამენტის პროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს პარლამენტის იმ
წევრისთვის, რომელიც უარს იტყვიან პარლამენტში სიარულზე და თავის
უფლებამოსილებას სხვას გადასცემს, ასევე თანაშემწეების მიმართ, რომლებიც
დათხოვნილი იქნებიან, თუ პარლამენტის წევრი დატოვებს პარლამენტს.
ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის
შეფასება:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
მოსალოდენლი ზეგავლენის შეფასება:
პარლამენტის
პროექტის
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მიმართება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
4
დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული
კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.
ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.
5