ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 71
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
10/10/23, 5:49 PM
საქართველოს პარლამენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
11 ოქტომბერი 2023 16:00
2023 წლის 11 სექტემბერი, 16:00 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N418
(С კორპუსი, IV სართული)
დღის წესრიგი
1. ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა
და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი
მოადგილე რომეო მიქაუტაძე;
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
https://parliament.ge/print/announcement/2452?local=true
1/2
10/10/23, 5:49 PM
https://parliament.ge/print/announcement/2452?local=true
საქართველოს პარლამენტი
2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N71
2023 წლის 11 ოქტომბერი
თბილისი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი
ლევან ქარუმიძე
თეონა აქუბარდია
დავით ბაქრაძე
აკაკი მინაშვილი
მიხეილ დაუშვილი
არჩილ თალაკვაძე
ჰერმან საბო
ვიქტორ სანიკიძე
სალომე ქურასდბედიანი
დავით ხაჯიშვილი
დღის წესრიგი:
1. ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი
მოადგილე რომეო მიქაუტაძე
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
სხდომის მსვლელობა: კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის წევრებს
დღის წესრიგი გააცნო. სხდომის პირველი საკითხი ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ
საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ წარადგინა.
ევროკავშირთან დაახლოების საკითხებზე საუბრისას მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ ერთერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის და
ენერგეტიკული სექტორის განვითარების პროცესში გადადგა, საქართველოს ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სადამფუძნებლო ხელშეკრულებასთან მიერთებაა. ქვეყანა
2017 წლის ივლისიდან არის „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრი, შესაბამისად,
„ენერგეტიკული გაერთიანების“ სადამფუძნებლო ხელშეკრულებასთან შეერთების ოქმის
თანახმად, საქართველომ აიღო კონკრეტული ვალდებულებები ენერგეტიკის სფეროში,
რომელიც გაწერილია ვადაში და მიმართულია კონკურენტული და ლიბერალიზებული
ენერგეტიკული
ბაზრის
შექმნის,
მიწოდების
უსაფრთხოების
ამაღლების,
ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის, გარემოს
დაცვისა და სტატისტიკის ნორმების გაუმჯობესებისაკენ.
მომხსენებლის განცხადებით, ასოცირების დღის წესრიგის მიხედვითა და ქვეყნის მიერ
განსაზღვრული პრიორიტეტების თანახმად, ასევე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს
ენერგეტიკული
ინფრასტრუქტურის
გაძლიერება,
მიწოდების
უსაფრთხოების
უზრუნველყოფა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება. ამ მიზნით, მიმდინარეობს
და დასრულდა არაერთი პროექტი.
ანგარიშის თანახმად, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერითა და ენერგეტიკული
გაერთიანების წევრობით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, 2019 წელს საქართველოს
პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის
წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ, რომელიც შემუშავდა ევროპის
პარლამენტისა და საბჭოს 2009/28/EC დირექტივის მიხედვით და საქართველოს კანონი
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ.
როგოც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა არსებული მდგომარეობით, 2022-2023 წლის
განმავლობაში უკვე დამტკიცდა „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან
გამომდინარე 15 კანონქვემდებარე აქტი, ხოლო „შენობების ენერგოეფექტურობის
შესახებ“ საქართველოს კანონიდან 4 კანონქვემდებარე აქტი. ასევე, მიმდინარეობს
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ახალი დირექტივის (EU) 2018/2002
ტრანსპოზიცია, რომელის დამტკიცება მოხდება მიმდინარე წლის ბოლომდე. მისივე
განცხადებით, 2023 წლის 1 ივლისიდან საქართველოში წარმატებით ამოქმედდა “შენობების,
შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური
მოთხოვნები”. მინიმალური მოთხოვნები მიზნად ისახავს ენერგორესურსების რაციონალური
გამოყენების ხელშეწყობას და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას.
მომხსენებელმა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა
მისი განცხადებით, იმის გამო, რომ ელექტროენერგიის შიდა წარმოების უმეტესი ნაწილი
ორიენტირებულია განახლებადი ენერგიის/ჰიდროენერგეტიკის წარმოებაზე, ქვეყნის მიერ
განახლებადი ენერგიის სფერო განსაზღვრულია სექტორის ერთ-ერთ პრიორიტეტულ
მიმართულებად. აღნიშნული ასახულია საქართველოს ისეთ სტრატეგიულ და პოლიტიკის
დოკუმენტში, როგორიცაა: საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს
ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე“.
მომხსენებლის განცხადებით, ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა გატარდეს
ყველა შესაბამისი ღონისძიება ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებისთვის. დამტკიცებულია
იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ძირითადი ნაწილი, რომლებიც აუცილებელია
საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომიტეტის წევრები მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის საკითხს გამოეხმაურნენ.
კომიტეტის წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, აღნიშნული მიწისქვეშა გაზსაცავის
პროექტის განხორციელება მთავრობის გეგმის მიხედვით 2020 წელს უნდა დაწყებულიყო.
დეპუტატი დაინტერესდა თუ რა განაპირობებს აღნიშნული პროექტის შეჩერებას და
რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს მას სამინისტრო ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების
თვალსაზრისით.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური სახსრების
დეფიციტისა და, აგრეთვე, არსებული დიზაინით გაზსაცავის მშენებლობის პროექტის
სიძვირისა და სეისმურობასთან დაკავშირებით აღძრული მაღალი რისკის გამო,
შეუძლებელი გახდა თავდაპირველი სახით დაგეგმილი გაზსაცავის პროექტის რეალიზაცია.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა რომ
არსებული გაზსაცავი რომელიც ქვეყნის სამი თვით მომარაგებას ითვალისწინებდა,
ქვეყნისთვის დიდი ფუფუნების საგანს წარმოადგენს, რომელიც ქვეყანას ამ ეტაპზე არ
სჭირდება. მისივე განცხადებით, სამინისტრო ამჟამად მუშაობს ახალი გაზსაცავის პროექტის
შემუშავების ფარგლებში, მისი ზომის და რენტაბელურობის საკითხებზე. საუკეთესო
ვარიანტის შეთანხმების შემდეგ სამინისტრო დაიწყებს მშენებლობისთვის ფინანსური
რესურსებისა და ლოკაციის მოძიების პროცესს. მომხსენებლის შეფასებით, მიწისქვეშა
გაზსაცავების მშენებლობის პროცესი საშუალოდ სამიდან ხუთ წლამდე გრძელდება.
კომიტეტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიში ენერგეტიკის
დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ცნობად მიიღო.
მაკა ბოჭორიშვილი
სხდომის თავმჯდომარე