საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/179; 16.03.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-16374/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-16374/23 13-10-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N134/3, 22.03.2022 გადაწყვეტილებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) განსახილველად გადმოეცა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/179; 16.03.2022). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge