საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ (№1-11111/23; 10.08.2023) წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-16397/23
13-10-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 279/20, 04.09.2023 გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად
გადმოეცა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და
დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№111111/23; 10.08.2023), რომლის განხილვის ვადა იწურება 2023 წლის 16 ოქტომბერს.
ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს საკითხის ზემოთ მითითებულ
ვადაში განხილვას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული
საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge