საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 1-2 ოქტომბერს, მადრიდში გამართული ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციისა და ესპანეთის სენატორებთან ორმხრივი შეხვედრის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-16382/23
13-10-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი : საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
188-ე
მუხლის
საფუძველზე,
წარმოგიდგენთ 2023 წლის 1-2 ოქტომბერს, მადრიდში გამართული ევროკავშირის
ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი
უსაფრთხოებისა
და
თავდაცვის
პოლიტიკის
(CSDP)
საპარლამენტთაშორისო კონფერენციისა და ესპანეთის სენატორებთან ორმხრივი
შეხვედრის ანგარიშს.
დანართი: 4 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა
ბოჭორიშვილისა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას
მონაწილეობის შესახებ ანგარიში
მადრიდი, 1-2 ოქტომბერი, 2023 წელი
მიმდინარე წლის 1-2 ოქტომბერს მადრიდში, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP)
საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის თავმჯდომარე
ქვეყანამ - ესპანეთმა უმასპინძლა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე, ევროპარლამენტის საკონსტიტუციო საკითხთა
კომიტეტის ხელმძღვანელები და მუდმივი დამკვირვებლის სტატუსით, ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები:
სერბეთი და თურქეთი. საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევითა იყვნენ ისლანდიის,
ნორვეგიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. საქართველოდან აღნიშნულ
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის
თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია.
ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე კონფერენცია მისასალმებელი
სიტყვით გახსნეს ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
რაფაელ ლემუს რუბიალესმა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე ჟელიანა ზოვკომ და ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე
ფრანცინა არმენგოლ სოსიასმა.
ღონისძიებაზე სესიებს უძღვებოდნენ ასევე, ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების
კომიტეტის თავმჯდომარე, დელფინ პრონკი; ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული
სამსახურის
აღმოსავლეთ პარტნიორობის, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს
დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი; ევროაკვშირის საგარეო ქმედებათა ევროპული
სამსახურის
გენერალური დირექტორი გლობალურ და მრავალმხრივი ურთიერთობების
საკითხებში ბელენ მარტინეზ კარბონელი; ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ძალების მეთაური,
ადმირალი ტეოდორო ლოპეზ ცალდერონი და ესპანეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს
გენერალური მდივანი პოლიტიკის საკითხებში ადმირალი ხუან ფრანცისკო მარტინეზ ნუნისი.
ასევე, ღონისძიებაზე ვიდეო მიმართვით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზე მანუელ
ალბარეს ბუენო ჩაერთო. კონფერენციის დასასრულს, სიტყვით მიმართეს ესპანეთის სამეფოს
პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და სენატის თავმჯდომარემ პედრო როლანდ ოხედამ.
კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP)
პრიორიტეტები და გამოწვევები; უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული
გლობალური შედეგები; ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმდინარე
საკითხები და ევროპაში შექმნილი რთული ვითარება უსაფრთხოების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტარების სიტყვით გამოსვლისას არაერთგზის გაჟღერდა ევროპის
უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობის საკითხი, მათ შორის ევროკავშირის
1
პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, დელფინ პრონკის, ავსტრიის,
ბელგიის, ბულგარეთის, უნგრეთის, ლიეტუვას, რუმინეთის წარმომადგენლების გამოსვლებში.
მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის
მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და საქართველოს ევროკავშირის წევრობის
პერსპექტივებზე ისაუბრა, სადაც მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის
მნიშვნელობას საერთო უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებისთვის და აღნიშნა, რომ
ევროკავშირმა არ უნდა დააყოვნოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რამაც
უნდა შექმნას საფუძველი მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის სივრცის
გაფართოებისთვის. (გამოსვლის ტექსტი თან ერთვის, იხ. დანართი1).
ირაკლი ბერაიამ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების სხვადასხვა გამოვლინებაზე
ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ევროპული,
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე და ევროპული მხარდაჭერის გაზრდის
საჭიროებაზე (გამოსვლის ტექსტი თან ერთვის, იხ. დანართი2).
CFSP-CSDP სხდომის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ბერაიამ ორმხრივი
შეხვედრები გამართეს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ესპანეთის სენატის წევრებთან,
სენატორ ანტონიო გუტიერეს ლიმონესთან და სენატორ რაფაელ ლემუს რუბიალესთან. მხარეებმა
საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე და
პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. შეხვედრისას, ესპანეთის
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პარალელურად, ყურადღება დაეთმო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი
თანამშრომლობის გაღრმავებას.
2
დანართი 1
Maka Botchorishvili’s Speech of the IPC on CFSP/CSDP
Dear Colleagues,
Yesterday marked the 15th anniversary since the deployment of the EU Monitoring Mission (EUMM) to
Georgia. In order to capture the full picture of Europe’s security challenges and respond to them accordingly,
we have to remember well what was the reason for sending the CSDP Mission to Georgia in 2008. Georgia has
been the victim of Russian aggression for more than 30 years. The Russian invasion and war in 2008 resulted in
the occupation of 20 percent of Georgian territories and the illegal military presence of Russian troops, which
continues to this very day. The roots of our common security challenge lie in Russia’s imperial ambitions.
What can the EU do to not let them succeed? First and foremost, the EU should not delay making important
political decisions, which have to create a solid basis for expanding peace, security, and prosperity. Last year’s
decision not to grant EU candidate status to Georgia, unlike Ukraine and Moldova, left open space for
interpretation. A differentiated approach to associated partners at this very critical moment in European history
can only benefit Russia and hinder Georgia’s European path. Granting candidate status to Georgia and opening
negotiations with candidate countries is the only way to succeed in building a peaceful and prosperous future in
Europe, Our common Future. This requires your strong support, which we count on.
თარგმანი
გუშინ 15 წელი შესრულდა, მას შემდეგ რაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ
დაიწყო ფუნქციონირება. იმისთვის, რომ ევროპის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების
სრული სურათი გავაცნობიეროთ და შესაბამისად გავუმკლავდეთ მას, კარგად უნდა გვახსოვდეს, თუ
რატომ გახდა საჭირო საქართველოში ევროკავშირის მისიის გაგზავნა 2008 წელს. საქართველო 30
წელზე მეტია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლია. 2008 წელს რუსეთის საქართველოში
შემოჭრის და ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსული
სამხედრო ბაზები დღემდე უკანონოდ არის განლაგებული. ჩვენი საერთო საფრთხის ფესვები რუსეთის
იმპერიალისტურ ამბიციებშია.
რა უნდა ქნას ევროკავშირმა, რომ არ მიცეს მათ წარმატების შესაძლებლობა? პირველ რიგში, არ უნდა
დააყოვნოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რამაც უნდა შექმნას საფუძველი
მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის სივრცის გაფართოებისთვის. გასული წლის
გადაწყვეტილებამ, უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველოსათვის კანდიდატის
სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით დატოვა ინტერპრეტაციებისთვის სივრცე. ევროპის
ისტორიის ასეთ კრიტიკულ მომენტში, ასოცირებულ პარტნიორებთან განსხვავებული მიდგომები,
მხოლოდ რუსეთისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი და დაბრკოლებები შეუქმნას საქართველოს
ევროპულ გზას. საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და კანდიდატ ქვეყნებთან
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება არის ერთადერთი გზა გამარჯვებისკენ. ეს
თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საჭიროებს და ამის იმედი გვაქვს.
3
დანართი 2
Irakli Beraia’s Speech of the IPC on CFSP/CSDP
Dear Colleagues,
I will initiate the conversation by expressing my strong support for Ukraine and its courageous people as they
defend their homeland against Russian aggression. The ongoing war has intensified the already challenging
situation in the occupied regions of Georgia. Russia's consistent violations of the EU-brokered ceasefire
agreement, extensive military exercises, humanitarian crises, de facto annexation efforts, and hybrid warfare
tactics are deeply concerning. Despite these existential threats, Georgia remains committed to a policy of
peaceful conflict resolution, pursuing ambitious democratic and security agendas, as well as actively seeking EU
and NATO integration. Georgia has the experience and readiness to contribute to European and global security,
and it fully complies with the sanctions imposed against Russia, as confirmed by reliable verification
mechanisms.
Speaking about Ukraine, it is equally important to emphasize that Georgia should remain a priority on the
European agenda. In addition to exerting pressure on Russia to withdraw troops from Georgia, there is a critical
need to increase support for Georgia to bolster its deterrence and defense capabilities in response to a full
spectrum of hybrid threats. Furthermore, enhancing EU-NATO engagement in the region is crucial, given its
strategic significance for European security.
Lastly, as millions of Europeans in Georgia, a genuinely European nation, eagerly await a historic decision,
granting my country the well-deserved status of an EU candidate would be a significant step forward in
strengthening European security"
თარგმანი
საუბარს დავიწყებ უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვით,
რომელიც იცავს სამშობლოს რუსი აგრესორებისგან. ამ ომმა სულ უფრო საგანგაშო გახადა ისედაც
მძიმე გარემო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით
მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ინტენსიური სამხედრო
წვრთნებით, ჰუმანიტარული კრიზისით, დე-ფაქტო ანექსიის ნაბიჯებით და ჰიბრიდული ომის
წარმოებით. ეგზისტენციალური საფრთხეების მიუხედავად, ჩემი ქვეყანა ახორციელებს
კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, ამბიციურ დემოკრატიულ, უსაფრთხოების,
ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის დღის წესრიგს, აქვს გამოცდილება და მზად არის
შემდგომი წვლილი შეიტანოს ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებაში. საქართველო სრულად
იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რაც დასტურდება ვერიფიკაციის სანდო
მექანიზმებით.
უკრაინაზე საუბრისას არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს პრიორიტეტად ევროპის
დღის წესრიგში. საქართველოდან ჯარების გაყვანის მიზნით რუსეთზე ზეწოლის განხორციელებასთან
ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსადმი მხარდაჭერის გაზრდა შეკავებისა და
თავდაცვის, ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ მედეგობის შემდგომი
გაძლიერებისთვის. ასევე აუცილებელია ევროკავშირი-ნატოს ჩართულობის გაზრდა რეგიონში,
ევროპული უსაფრთხოებისთვის მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.
და ბოლოს, როდესაც მილიონობით ევროპელი საქართველოში, ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყანაში,
ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი ქვეყნისთვის
დიდი ხნის წინ დამსახურებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი
წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისთვის
4