ინტერპელაციის წესით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის პარლამენტის წინაშე წარდგომა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#6705/3-2/23
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 6705/3-2/23 12-09-2023 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ილია დარჩიაშვილს ბატონო ილია, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად, ინტერპელაციის წესით მოგმართავთ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: 1. 2023 წლის ივლისში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩინეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი, სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ურთიერთობების აყვანის საკითზე არაფერია ნათქვამი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ რეზოლუციაში „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ“. რეზოლუციაში მხოლოდ აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ... ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ... საგარეო-ეკონომიკური, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გეგმები არც 2019-2022 წლების მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაშია ასახული. სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი არ არის და მხოლოდ აღნიშნულია შემდეგი: „უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების სრულად გამოყენებას.“ შესაბამისად გთხოვთ გვიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე:  რატომ არ გახდა საჭირო საქართველოს პარლამენტთან შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე და რატომ იზღუდება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კონსტიტუციური ჩანაწერი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ?  ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო თუ არა სამთავრობო უწყებებთან შეთანხმების საფუძველზე? ქონდა თუ არა თქვენს უწყებას ჩატარებული წინასწარი კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან?  გთხოვთ მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია, საოქმო ჩანაწერები, განხილული სამუშაო ვერსიები (draft-ები), ქართული მხარის შეთავაზებები, რომლებიც მსგავსი ტიპის შეთანხმებაზე მუშაობის პროცესის განუყოფელი ნაწილია. 2. მიმდინარე წლის 31 ივლისს საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება. დოკუმენტის პირველსავე პუნქტში წერია, რომ „მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.“ განსხვავებით საქართველოსთან დადებული შეთანხმებისა, ორმხრივი ჩანაწერი გვხვდება 2021 წელს ჩინეთსა და კვიპროსს შორის დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში, სადაც აღნიშნულია რომ: „კვიპროსი ადასტურებს, რომ მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“; ჩინეთი კი პირობას დებს, რომ „გააგრძელებს კვიპროსის ძალისხმევის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მხარს დაუჭერს კვიპროსის პრობლემის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტას გაეროს შესაბამისი რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“. გთხოვთ განგვიმარტოთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ ჩანაწერი რატომ არის ზოგადი, როდესაც ერთობლივი განაცხადია და რატომ არ წერია დოკუმენტში, რომ ჩინეთიც, ისევე როგორც - საქართველო, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში? რატომ არ იმუშავა თქვენმა უწყებამ იმისთვის, რომ ტექსტში კვიპროსის მაგვარად ყოფილიყო საქართველოზე ჩანაწერი? მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია და კრემლი მუშაობს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე, მათ შორის ჩინეთთან. ამასთან წლებია ჩინეთი გაეროში მხარს არ უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შესაბამის რეზოლუციებს. ან რა იყო ისეთი მყარი არგუმენტი ჩინეთის მხრიდან, რომ საქართველო დათანხმებულიყო ამ ჩანაწერს, ან სანაცვლოდ რა მიიღო ქვეყანამ? 3. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური განვითარების ინიციატივას და მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ხსენებული ინიციატივის ფარგლებში წარმოებულ თანამშრომლობაში, რათა დაჩქარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელება. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. მხარეებს სურთ ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერება ხსენებული ინიციატივის ფარგლებში და ერთობლივ ძალისხმევას ახორციელებენ მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვისთვის. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას. მხარეები ინიციატივის განსახორციელებლად.“ აქტიურად ითანამშრომლებენ ხსენებული აღნიშნული ინიციატივები მოდის თუ არა წინააღმდეგობაში საქართველოს გაცხადებულ საგარეო ვექტორთან და მის აღქმასთან დაკავშირებით დემოკრატიასთან მიმართებაში? 4. ეკონომიკურ განზომილებაში ნახსენებია, რომ „ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საქართველო მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთ-სასარგებლო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმად. ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში.“  ეს ფორმატი, რომელიც 17+1 იყო, შემდეგ 16+1, დღეს 14+1 ფორმატში რჩება. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ფორმატი რამდენიმე მიზეზის გამო დატოვეს: არ განხორციელდა საკმარისი ინვესტიცია, ვილნიუსმა ტაივანთან დაიწყო ურთიერთობების გამყარება, ლატვიამ და ესტონეთმა ფორმატი დატოვეს ჩინეთის პოზიციის გამო რუსეთ-უკრაინის ომში. დარჩენილი წევრებიც სკეპტიკურად უყურებენ ფორმატს. ამას ემატება 2022 წელს ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს შორს ხელმოწერილი საერთო კომუნიკე, სადაც ჩინეთმა მხარი დაუჭირა მოსკოვის მოთხოვნას, ნატო-ის საზღვრები დაჰბრუნებოდა 1997 წლამდე არსებულ მდგომარეობას. დასავლურ აკადემიურ წრეებში ფორმატს აღიქვამენ როგორც ჩინეთის სტრატეგიის - „დაყავი და იბატონეს“, გამოსავლენად. ამ ფონზე რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ჩინეთისა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფორმატში ჩართვა ეკონომიკური თვალსაზრისით?  რამდენად მისაღებია საქართველოსთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის 2022 წლის 23 თებერვალს ხელმოწერილი კომუნიკე უსაფრთხოების თვალსაზრისით და რამდენადაა შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად? 5. საერთაშორისო განზომილების ნაწილში აღნიშნულია, რომ „მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონალურ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას;...წაახალისებენ ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვას.“ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს გაცხადებული საგარეო პრიორიტეტი დასავლურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის, ამიერიდან საქართველოს პოლიტიკა ასევე თანხვედრაში უნდა იყოს ჩინეთის საგარეო პოლიტიკასთან.   რას ნიშნავს საქართველოს მულტილატერალურობა და რეალურად იცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო ვექტორი? იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი საფრთხედ მიიჩნევს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და ნატოს 2023 წელს ვილნიუსის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ: „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცხადებული ამბიციები და იძულებითი პოლიტიკა საფრთხეს აყენებს ჩვენს ინტერესებს, უსაფრთხოებასა და ღირებულებებს ... ის იყენებს თავის ეკონომიკურ ბერკეტს სტრატეგიული დამოკიდებულების შესაქმნელად და მისი გავლენის გასაძლიერებლად. ის ცდილობს დაარღვიოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, მათ შორის კოსმოსში, კიბერ და საზღვაო დომენებში.“ პატივისცემით, პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე პარლამენტის წევრი თამარ კორძაია პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური პარლამენტის წევრი ალექსანდრე მოწერელია პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი პარლამენტის წევრი შალვა კერესელიძე
წერილი
№ 01/35077 18.10.2023 35077-01-2-202310181257 საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის 2023 წლის, 12 სექტემბრის # 6705/3-2/23 წერილის პასუხად, რომელიც ეხებოდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხს, გაახლებთ პასუხებს წერილში დასმულ შეკითხვებზე. დანართი: 4 გვერდი პატივისცემით, ილია დარჩიაშვილი  რატომ არ გახდა საჭირო საქართველოს პარლამენტთან შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან 2023 წლის ივლისში შეთანხმებული სტრატეგიული პარტნიორობის) და რატომ იზღუდება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს კონსტიტუციური ჩანაწერი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ? საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ შემუშავებული ერთობლივი განცხადება არის ლოგიკური გაგრძელება იმ მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისა, რომელიც ქვეყნებს შორის უკანასკნელი წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. ჩინეთი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს წარმოადგენს, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული და შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 60-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის: „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ გერმანიას, ასევე ამერიკისა და ევროპის 40 სხვა ქვეყანას. "სტრატეგიული პარტნიორობა" ევროპის, ამერიკის, აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანის 20 ქვეყანას და ევროკავშირს, აფრიკის კავშირს (AU) და სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას (ASEAN). ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შემდგომ რეალიზაციას. ამასთან, ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით (მუხლი 78). „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“ დოკუმენტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა, ხაზგასმულია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება. მათ შორის აღნიშნულია, რომ „გადაიდგმება ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს მეორე წამყვან ეკონომიკას წარმოადგენს. საქართველოს ამოცანა იქნება ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების პროცესში სავაჭროეკონომიკურ სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკის განვითარება“.  ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გადაწყვეტილება იყო თუ არა სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებული? ჰქონდა თუ არა თქვენს უწყებას ჩატარებული წინასწარი კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან? ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედეგად მიღებული ერთობლივი განცხადება გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. ერთობლივი განცხადების თანახმად, საუბარია ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, საერთაშორისო საკითხებში, რეგიონალური და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ერთობლივად უზრუნველყოფაზე. მიგვაჩნია, რომ მხარეთა მიერ დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგიასთან.  გთხოვთ მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია, საოქმო ჩანაწერები, განხილული სამუშაო ვერსიები (draft-ები), ქართული მხარის შეთავაზებები, რომლებიც მსგავსი ტიპის შეთანხმებაზე მუშაობის განუყოფელი ნაწილია. გთხოვთ, იხელმძღვანელოთ ოფიციალურად გამოქვეყნებული განცხადებებით.  რატომ არის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ჩანაწერი ზოგადი (სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებაში) ? რატომ არ წერია, რომ ჩინეთიც, ისევე როგორც საქართველო, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში (მსგავსად კვიპროსთან 2021 წელს გაფორმებულ დოკუმენტში)? საქართველო და ჩინეთი, ორივე პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის უმაღლეს დონეზე. ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება.  დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებს (გლობალური განვითარების ინიციატივა; გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა). მოდის თუ არა აღნიშნული ინიციატივები წინააღმდეგობაში საქართველოს გაცხადებულ საგარეო ვექტორთან და მის აღქმასთან დაკავშირებით დემოკრატიასთან მიმართებით? ქართული მხარე, ისევე როგორც გაერო და სხვა ქვეყნები, მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს გლობალური მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არსებული რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც მდგრადი განვითარების უმთავრესი საწინდარია. აღნიშნულ ინიციატივებს სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ. ამასთან, აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში გაჟღერებული დებულებები ეხმიანება გაეროს 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების დაჩქარებას, ასევე ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობასა და დაცვას.  ეკონომიკურ განზომილებაში ნახსენებია, რომ “ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საქართველო მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმად. ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში.” ეს ფორმატი რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ დატოვა არასაკმარისი ინვესტიციების, ტაივანთან ურთიერთობების ან/და უკრაინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო. ამ ფონზე რა სარგებელს მოუტანს საქართველოს 14+1 ფორმატში ჩართვა ეკონომიკური თვალსაზრისით? 2 როგორც ცნობილია, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატში კვლავაც ჩართულია ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ხორვატია და შესაბამისად, საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით ამ ფორმატში მონაწილეობა მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთდასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შემდგომი განმტკიცებისთვის. ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით, სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაზრდა არის მთავარი ამოცანა. შესაბამისად საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურება და სამუშაოების კოორდინაცია სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის კუთხით, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ე.წ. „შუა დერეფნის“ ეფექტიანობის ამაღლებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. შესაბამისად, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩართულობა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაში ხელს უწყობს, საქართველოს, როგორც აზიაევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებასა და სანდო სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით 2012 წელს ჩინეთის ინიციატივით ჩამოყალიბებული ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში (China-CEEC) მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთობლივი ორმხრივი საინვესტიციო და ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ. 2017 წლის თებერვალში, საქართველომ ოფიციალური თხოვნით მიმართა China-CEEC-ს სამდივნოს ამ ფორმატში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე, თუმცა, იმ დროისთვის ჩვენი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბოლო პერიოდში ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ფონზე, ჩინურმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, საქართველოს ამ სურვილს მხარი დაუჭიროს. საქართველოს მისწრაფება ასევე მხარდაჭერილი იყო ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრების დროს. აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ჩინეთის მთავრობა საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ნაწილად მიიჩნევს, რაც ზრდის საქართველოს, როგორც აზიაევროპის დამაკავშირებელი ჰაბის მნიშვნელობას და ამ ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტური რეალიზაციის შესაძლებლობებს. ამასთან, ჩვენთვის ამ რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ ფორმატში ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამით საქართველო კიდევ ერთხელ მოახდენს საკუთარი თავისა და ადგილის იდენტიფიცირებას ევროპის სივრცესთან, დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით საქართველო წარმოადგენს ევროპის განუყოფელ ნაწილს. China-CEEC-ში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვება შესაძლებლობას მოგვცემს ამ ფორმატში მიმდინარე პროცესების, ერთობლივი ურთიერთსასარგებლო პროექტების და გეგმების შესახებ მეტი ინფორმაციას მიღებაში, რაც თავის მხრივ უაღრესად სასარგებლო იქნება ჩვენთვის. უფრო მეტიც, აღნიშნული ფორმატი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეგვიძლია განვიხილოთ, განსაკუთრებით ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის ფონზე. 3 გასათვალისწინებელია ასევე, რომ ჩინეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის და მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აქტუალობას ცხადყოფს ბოლო პერიოდში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ლიდერების ვიზიტები ჩინეთში.  რამდენად მისაღებია საქართველოსთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის 2022 წლის 23 თებერვალს ხელმოწერილი კომუნიკე უსაფრთხოების თვალსაზრისით და რამდენადაა შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად? ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენს ორივე მხარის პრეროგატივას და სუვერენულ უფლებას. შესაბამისად, მათი შეფასება არა რელევანტური იქნებოდა. ცხადია და საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე. ამ მიზნების მისაღწევად პრაგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ვაწარმოებთ და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ.  საერთაშორისო განზომილების ნაწილში აღნიშნულია, რომ “მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონალურ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას;.. წაახალისებენ ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვას.” რას ნიშნავს მულტილატერალურობა და რეალურად იცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო ვექტორი? იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი საფრთხედ მიიჩნევს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას... საქართველოს და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას განვიხილავთ დამატებით შესაძლებლობად კიდევ უფრო გავაღრმავოთ ქართულ-ჩინური ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობა და მაქსიმალურად სრულყოფილად გამოვიყენოთ საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა და ის ბუნებრივი უპირატესობები, რაც ქვეყანას როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფანს გააჩნია. საქართველოს ამოცანა იქნება ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკის გაზრდა-გაძლიერება. როგორც ცნობილია, 2018 წელს საქართველოს და ჩინეთს შორის ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ვაჭრობა, განსაკუთრებით კი საქართველოდან ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. შედეგად, ჩინეთი შედის საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უმსხვილეს სამეულში. 2018 წლიდან დღემდე, რეგიონში მხოლოდ საქართველოს გააჩნია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს საქართველო-ჩინეთის განსაკუთრებულ ურთიერთობებს. 4