საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.10.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-13402/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412313378638 14.10.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "იურიდიული პროფესიის დაცვის შესახებ" შინაარსი: როგორც მოგეხსენებათ, სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლი გათვალისწინებულია "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით. ამავე დროს, აღნიშნული კანონის ნორმები, გათვალისწინებული აღნიშნული კანონის XVI–ე მე–3 პრიმა თავით, საერთოდ არ მუშაობს, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2011 წლიდან დღემდე არ არის გამოცემული სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისა და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლის წესი. სამართლის ამგვარი "მკვდარი" ნორმის არსებობის პირობებში, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული პირების ნაწილი სესხის ხელშეკრულებებს აფორმებს ნოტარიული წესით, თუმცა შემდგომ ხდება ამ ნოტარიუსთა და მათ თანაშემწეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა იმ საბაბით, რომ ვითომ ნოტარიუსმა "მოატყუა" ფულადი სახსრების გამსესხებელი პირი/პირები. ამგვარი საკანონმდებლო ანომალია დიდი საფრთხეს უქმნის იურიდიულ პროფესიაში გაერთიანებულ პირებს და ასევე – ფულის გასესხების მსურველ ყველა პირს ხდის რისკ–ჯგუფის წევრებად. არაერთი პატიოსანი და გამოცდილი იურისტი გახდა ამ სამართლებრივი ხაფანგის მსხვერპლი, ასევე ზარალდებიან სესხის გამცემი ფიზიკური პირები და ნაცვლად სააღსრულებო ფურცლების აღებისა და მათ სააღსრულებოდ მიქცევისა, პროკურატურის იმედზე წერენ და კითხულობენ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებს, ხოლო საერთო სასამართლოები აპატიმრებენ ნოტარიუსებს და მათ თანაშემწეებს. ამ ქაოტური და უკონტროლო მდგომარეობის შესაჩერებლად, გთავაზობთ, რომ, იურიდიულ პროფესიაში გაერთიანებულ პირთა მხარდაჭერის მიზნით : (1) "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 91–ე 19–ე პრიმა მუხლიდან ამოღებული იქნას პირველი ნაწილის მე–2 წინადადება, რომლის ნორმატიული შინაარსი შემდეგია: // "სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისა და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით"//. ასევე, ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მეორე ნაწილიდან ამოღებული იქნას სიტყვები: "ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის", და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: "5. ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები." ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსებს აღარ ექნებათ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილება, რაც ნოტარიატში დასაქმებულ იურისტებს თავად დაიცავს გონივრული წინდახედულების არმქონე პირებით გაჯერებული საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომლებიც ცდილობენ თავად ნოტარიუსთა მოტყუებით "დაიგირავონ" და "დააგირავონ" საცხოვრებელი ბინები, ძირითადად – დედაქალაქში. საკანონმდებლო წინადადების მიზანია, ქვეყნის მასშტაბით შეაჩეროს ის ქაოსი, რაც გამოწვეულია თავად ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მიერ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნილი ბრძანების გამოუცემლობით, რომელი ბრძანებაც, ამავე კანონის თანახმად, უნდა შეემუშავებინა და სამოქმედოს შემოეღო სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისა და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლის წესი. ვინაიდან აღნიშნული წესი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არ შეიმუშავა ბოლო 11 წლის განმავლობაში, გთხოვთ, ამგვარი წესის ვალდებულება საკნონმდებლო დონეზე მოუხსნათ აღნიშნულ სამინისტროს, რაც დამატებით გააჯანსაღებს საკანონმდებლო გარემოს. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი, საქართველოს და აშშ–ს ადვოკატთა ასოციაციების წევრები დოკუმენტები: 1 ) საქართველოს პროკურატურამ ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე დააკავა.pdf; პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა:
დანართი
საქართველოს პროკურატურა 11 ოქტ, 2023 14 ოქტომბერი, 2023, 23:37 საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე დააკავა საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორი ნოტარიუსი თანაშემწე ბინების დაინტერესებული და ნოტარიუსის დაგირავებით პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარებას უწევდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი მათ ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ ამავე წევრებს დანაშაულებრივი აცნობდნენ, მოპოვების ჯგუფის ხოლო მიზნით, ნდობის ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ. ნოტარიუსებმა და ნოტარიუსის თანაშემწემ, დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარების მიზნით, შესრულებისას წევრებისთვის სანოტარო მოქმედების დაზარალებულებს არ განუმარტეს სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი ბრალდებულებმა შედეგები. დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების მოწესრიგებული ჯგუფის ნაცვლად, იქნებოდა წევრების დაუბრუნებლობის დაზარალებულთა რომლითაც ორგანიზებული მიერ თანხის შემთხვევაში, საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, ხელშეკრულებები თითოეული მოტყუებით სესხის გაუფორმეს. ნოტარიუსები ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. ორგანიზებული წევრები, დანაშაულებრივი ნოტარიუსების ჯგუფის დახმარებით, 94 დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით, 2 686 700 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. რაც შეეხება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, სამართლის მათ საქმეებზე სხვა სისხლის წარდგენილი ბრალდება და მიმდინარეობს გამოძიება. აქვთ მარი მეშველიანი, პროკურორი სიახლეები პროკურატურამ ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყ... გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საერთაშორისო კონფერენცია - ... საქარ სამსახ საქართველოს პროკურატურამ ორდღიანი საერთაშორისო გამოყ ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი დიდი კონფერენცია - "აღდგენითი კუთვნ ოდენობით თანხის მოტყუებით მართლმსაჯულების როლი სისხლის დაუფლების ფაქტზე ერთი... სამართლის საქმეებში: გზა საზ... სრულად სრულად მთავარი ჩვენ შესახებ მედია კარიერა გამოგვიწერეთ საინტერესო ინფორმაცია პროექტები გამოგყევით საჯარო ინფორმაცია გამოკითხვა კონტაქტი კონტაქტი მისამართი: ქ. თბილისი, გაგზავნა გორგასლის ქუჩა N24, 0114 კანცელარია: +995 32 240 53 43; +995 32 240 53 44; +995 32 240 53 45; ელ.ფოსტა: presscenter@pog.gov.ge The European Union for Georgia ვებ-გვერდი შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით. ინფორმაციაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს პროკურატურა ვებგვერდი ადაპტირებულია Crafted by LEAVINGSTONE All Rights Reserved © 2019