საქართველოს მოქალაქეების: შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412313378032
14.10.2023
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება "დასაბუთებული საფრთხის შესახებბ"
შინაარსი: როგორც მოგეხსენებათ, სასამართლო რეფორმამ კარგი შედეგი გამოიღო: 2023
წლის აგვისტოში საგამოძიებო ორგანოებიდან საერთო სასამართლოებში შესული
შუამდგომლობებიდან უარი ეთქვა პროკურატურას და დაკავებულებს შეეფარდათ სხვა
აღკვეთის ღონისძიება, ან უარი ეთქვა შეფარდებაზე 1544 შუამდგომლობიდან 167
შუამდგომლობას, ანუ 10,8%-ს. წყარო: სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი
ანგარიში, 2023 წლის აგვისტო. 2022 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 12 პროცენტს
შეადგენდა. შესაბამისად, გთხოვთ, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს
კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით გაითვალისწინოთ საერთო სასამართლოებში
დასაქმებულ პირთა სახელფასო ანაზღაურების გაზრდის საკითხი. დამატებით, გთხოვთ,
განიხილოთ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომლეთა თანახმად, კოდექსის 38–ე მუხლის მე–12 ნაწილი
ჩამოყალივდება შემდეგი რედაქციით: "ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ
უნდა შეეფარდოს პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის,
შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების
განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის დასაბუთებული საფრთხე." დამატებით,
მოგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განაცხადა,
რომ თითოეული მიზნის in abstracto გამოყენება აღკვეთის ღონისძიების დასაბუთებისათვის
დაუშვებელია და იგი უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძველს: „საქმეში Boicenco v Moldova, (11/07/2006, §143) .32 ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ
აღნიშნული საფუძველი არ შეიძლება იყოს “ზოგადი და აბსტრაქტული”; ბრალდების
სიმძიმე და მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან შეთქმულების ჰიპოთეტური
საშიშროება არ შეესაბამება ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.
პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი, საქართველოს და აშშ–ს
ადვოკატთა ასოციაციების წევრები
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: