საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-17
ბიუროს ნომერი 293
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412313415428
16.10.2023
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება "პროკურორებთან მიმართებით კორუფციის
პრევენციის შესახებ"
შინაარსი: როგორც მოგეხსენებათ, სასამართლო რეფორმამ კარგი შედეგი გამოიღო: 2023
წლის აგვისტოში საგამოძიებო ორგანოებიდან საერთო სასამართლოებში შესული
შუამდგომლობებიდან უარი ეთქვა პროკურატურას და დაკავებულებს შეეფარდათ სხვა
აღკვეთის ღონისძიება, ან უარი ეთქვა შეფარდებაზე 1544 შუამდგომლობიდან 167
შუამდგომლობას, ანუ 10,8%-ს. წყარო: სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი
ანგარიში, 2023 წლის აგვისტო. 2022 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 12 პროცენტს
შეადგენდა. /// ამავე დროს, როგორც მოგეხსენებათ, გაეროს გენერალური ასამბლეის 2021
წლის 01 ოქტომბერს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დოკუმენტში # A/HRC/48/45;
პუნქტი 19 (https://documents-ddsny.un.org/doc/UNDOC/GEN/G21/181/61/PDF/G2118161.pdf?OpenElement) აღწერილია, რომ 2020
წელს 2 (ორი) სუბიექტის მიერ: (1) საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და (2) მის
დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ
განხორციელდა საქართველოს ობმუდსმენის შევიწროება და დაბულინგება, პენიტენციურ
სისტემაში არსებული "მაყურებლების" ინსტიტუტის არსებობის გამო პენიტენციური
სისტემის საჯაროდ გაკრიტიკების გამო ("19. The Public Defender’s Office published a special
report in 2020 describing the informal hierarchy that exists among the prison population, by which
privileged inmates, so called “prison watchers”, were used by prison administrations to maintain
order. The report led to public verbal attacks on the Public Defender by the Minister of Justice and
by prison administrations"). ამ შევიწროებას შედეგად მოყვა სახალხო დამცველის მიერ გაეროს
მიერ დელეგირებული მანდატის – ეროვნული პრევენციული მექანიზმის დროებით
შეჩერება, სახალხო დამცველზე და მის მუშაკებზე კრიმინალებთან ერთობლივად
განხორციელებული დაშინების აქციის რეალური საფრთხის შემცველობის გამო. ამ საკითხზე
პროკურატურა ფაქტიურად დუმს, არ არის მიღებული არანაირი შემხვედრი ზომები,
სახალხო დამცველის ასეთი ფართომასშტაბიანი დევნის და სახელმწიფოში გაეროს მანდატის
შეჩერების საკითხი არ არის გამოძიებული. ანუ, გაეროს მიერ დელეგირებული მანდატის –
ეროვნული პრევენციული მექანიზმის დროებით შეჩერება, რომელიც 3 წელზე მეტია
გრძელდება, პროკურატურას არ აინტერესებს. /// დამატებით, მოგახსენებთ, რომ
საქართველოს შესახებ მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიში მიღებულ იქნა კორუფციის
წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 74-ე პლენარულ სხდომაზე (2016 წლის 2
დეკემბერს). შესაბამისობის მეორე ანგარიშში, რომელიც მიღებულ იქნა კორუფციის
წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 87-ე პლენარულ სხდომაზე (2021 წლის 25
მარტს) (GrecoRC4(2021)9) და გამოქვეყნდა 2021 წლის 12 აპრილს, GRECO–მ დაასკვნა, რომ 16
რეკომენდაციიდან, საქართველოს მიერ შესრულდა 7 რეკომენდაცია, ნაწილობრივ
შესრულდა 7 რეკომენდაცია, ხოლო 2 რეკომენდაცია არ შესრულდა. GRECO-s 2023 წლის
მოხსენების თანახმად, საქართველო თავს არიდებს ყველა პროკურორისთვის ქონებრივი
დეკლარაციის წარდგენის დავალდებულებას. წყარო: GRECO-ს მოხსენება, დამტკიცებული
2022 წლის 13–17 ივნისს, 91–ე პლენარულ სხდომაზე (https://rm.coe.int/fourth-evaluationround-corruption-prevention-in-respect-of-members-of/1680a7398c). შესაბამისად, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, "საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის" შესახებ საქართველოს
კანონის 2–3 მუხლის ყ) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "საქართველოს
გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და
მოადგილეები, საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსები,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული
პროკურორები, საოლქო და რაიონული პროკურატურის პროკურორები". ამრიგად,
ქონებრივი დეკლარაციების ვალდებულება დაეკისრება ყველა პროკურორს, და ამით
შესრულდება GRECO-ს მე–14 რეკომენდაციით ცნობილი შემდეგი მოთხოვნა:
"Recommendation xiv. 46. GRECO recommended widening the scope of application of the asset
declaration regime under the Law on Conflict of Interest and Corruption to cover all prosecutors. 47.
GRECO recalls that this recommendation was not implemented. In the Second Compliance Report,
GRECO took note of the draft amendments to the Law on Conflicts of Interest and Corruption in
Public Institutions (LCI) which aimed at extending the scope of asset declaration regime applicable to
prosecutors. 48. The authorities have provided no further information as to the progress of
implementation of this recommendation. 49. In the absence of any concrete developments, GRECO
concludes that recommendation xiv remains not implemented." ამრიგად, წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება მიზმად ისახავს პროკურორებთან მიმართებით კორუფციის
პრევენციას. პატივისცემით, ადვოკატები ზურაბ ვანიშვილი და ლაშა ჯანიბეგაშვილი
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: