საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-2/260; 15.03.2023); ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ დაუშვილის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ბექა ლილუაშვილის და ანა ბუჩუკურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (№07-3/96; 07.07.2021); გ) საქართველოს პარლამენტის წევრის ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/51; 19.05.2021) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი; დ) საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა ლილუაშვილის, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის, ალექსანდრე მოწერელიას და შალვა კერესელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/353; 14.09.2023) საქართველოს კანონის პროექტი.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (322 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (293 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (288 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (299 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (234 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (223 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (214 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (229 KB)
📄 წერილი (68 KB)
📄 დანართი (104 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-17
ბიუროს ნომერი 293
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-16554/23
16-10-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
− საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-2/260; 15.03.2023);
− საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(N07-3/96; 07.07.2021);
− საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(N07-3/51; 19.05.2021);
− საქართველოს კანონის პროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/353;
14.09.2023).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30
დღით.
აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-16398/23
13-10-2023
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს NN 232/6; 20.03.2023, 76/3; 12.07.2022, 55/3;
24.05.2021 და 285/1; 26.09.2023 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№072/260; 15.03.2023 - განხილვის ვადა 2023 წლის 24 ოქტომბრამდე);
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ დაუშვილის, გიორგი ხოჯევანიშვილის,
ბექა ლილუაშვილისა და ანა ბუჩუკურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტი
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/96; 07.07.2021 - განხილვის ვადა 2023 წლის 27 ოქტომბრამდე);
საქართველოს პარლამენტის წევრის ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-3/51; 19.05.2021 - განხილვის ვადა 2023 წლის 27
ოქტომბრამდე);
საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა ლილუაშვილის, ანა ბუჩუკურის, მიხეილ
დაუშვილის, ალექსანდრე მოწერელიასა და შალვა კერესელიძის მიერ საკანონმდებლო
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-3/353; 14.09.2023 - განხილვის ვადა 2023 წლის 17 ოქტომბრამდე).
ობიექტურ მიზეზთა გამო კომიტეტი ვერ ახერხებს ამ საკითხების ზემოთ
მითითებულ ვადებში განხილვას.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
დასახელებული
საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ვადების გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე