საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/199; 21.04.2022) საქართველოს კანონის პროექტები; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დავით მათიკაშვილის, გივი მიქანაძის და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/4; 16.12.2020) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი. გ) საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/323; 18.05.2023) საქართველოს კანონის პროექტები; დ) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენცია და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები (№07-2/190; 10.10.2022).
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (300 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (286 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (357 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (306 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (229 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (236 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (256 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (224 KB)
📄 წერილი (69 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-17
ბიუროს ნომერი 293
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-16555/23
16-10-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
− საქართველოს კანონების პროექტები: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/199; 21.04.2022);
− საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
(N07-3/4; 16.12.2020);
− საქართველოს კანონების პროექტები: „ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის
ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N07-3/323; 18.05.2023);
− შეერთებისათვის წარმოდგენილი „სასამართლოს არჩევის შესახებ
შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენცია და საქართველოს
კანონების პროექტები: „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/190;
10.10.2022).
აღნიშნულ საკითხებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკითხების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 60
დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge