საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
ნომერი
#2-16580/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-17
ბიუროს ნომერი 293

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2-16580/23 17-10-2023 საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ „საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს. დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის მორიგი პლენარული სხდომების კვირაში. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე