საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-6646/23; 08.05.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-16587/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 91

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2467?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 16 ოქტომბერი 2023 16:00 2023 წლის 16 ოქტომბერი, 16:00 საათი საქართველოს პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/305; 28.06.2023) I მოსმენით განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ქეთევან მჭედლიშვილი; 2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (07-2/278; 26.04.2023) III მოსმენით განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 10/16/2023, 2:00 PM https://parliament.ge/print/announcement/2467?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ელენე ჟორჟოლაძე; 3. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს ცვლილების შეტანის ორგანულ შესახებ“ კანონში საქართველოს „საქართველოს შრომის კოდექსი“ ორგანული კანონის პროექტთან სოციალურ საკითხთა კომიტეტის დაკავშირებით (1-6646/23; 08.05.2023) განხილვა; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძე; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე; 4. მოქალაქეთა წარმოდგენილი პოლიტიკური გაერთიანება საკანონმდებლო წინადადების „ხალხისთვის“ (ანა „საქართველოს დოლიძე) ორგანულ მიერ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-7343/23; 23.05.2023) განხილვა; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძე; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე; 5. სხვა საორგანიზაციო საკითხები. 10/16/2023, 2:00 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N91 2023 წლის 16 ოქტომბერი, 16:00 საათი საქართველოს პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ანტონ ობოლაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, დიმიტრი ხუნდაძე, ზაალ მიქელაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა წითლიძე, გიორგი გოდაბრელიძე, შალვა შავგულიძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და სხვა მოწვეული პირები; კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 12 წევრის დასწრებით. სხდომის მდივანი: ირაკლი ციმინტია ჯანმრთელობის საკითხები: 1. დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/305; 28.06.2023) I - განხილვა. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (N07-2/278; 26.04.2023) III - მოსმენით განხილვა. 3. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-6646/23; 08.05.2023) განხილვა. 4. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7343/23; 23.05.2023) განხილვა. სხდომის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ დაადასტურა კვორუმის არსებობა, კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცდა სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა მიერ. დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაცია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში შეასატანი ცვლილებების შესახებ. მომხსენებლის პროდუქტზე განცხადებით, ხელმისაწვდომობის ინოვაციურ გაზრდის (ახალ მიზნით, ორიგინალურ) ცვლილება შედის ფარმაცევტულ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტი სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით. ხოლო მართული შესვლის შეთანხმებების კატეგორიების და მისი ადმინისტრირების წესის განსაზღვრას კანონი ავალებს საქართველოს მთავრობას. მოხსენების დასრულების შემდეგ, სხდომა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. საკითხზე მოსაზრებები გამოთქვეს და მომხსენებელს შეკითხვებით მიმართეს სხდომაზე დამსწრე დეპუტატებმა და საკითხით დაინტერესებულმა სხვა პირებმა. მომხსენებელმა, უპასუხა დასმულ შეკითხვებს განსახილველ საკითხზე კომიტეტს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია წარმოდგენილი კანონპროექტები პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას მოხესენება კომიტეტისთვის მესამე მოსმენით განსახილველად წარდგენილი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონის პროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თაობაზე. კომიტეტმა, მომხსენებელთან ერად გაიზიარა საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული რედაქციული, გრამატიკული და ტექნიკური ჩასწორებები. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია წარმოდგენილი კანონპროექტები მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: ინფორმაცია საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის თაობაზე. ავტორი ითხოვს, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა გადატანილ იქნეს 8 მაისს და ეწოდოს „ევროპაში გამარჯვების დღე“. აღინიშნა, რომ 1945 წლის 7 მაისს დილის 2 საათსა და 41 წუთზე ქალაქ რეიმსში ფაშისტური გერმანიისა და მოკავშირეების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს აქტს გერმანიის კაპიტულაციის შესახებ, თუმცა საბჭოთა კავშირმა მოითხოვა კიდევ ერთი ასეთი აქტის გაფორმება, ამჯერად მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამრიგად, 1945 წლის 8 მაისს, ღამით, ბერლინის გარეუბან კარლჰორსტში ფაშისტურმა გერმანიამ მეორედ მოაწერა ხელი კაპიტულაციის აქტზე მოკავშირეებთან. ორივე აქტზე ხელმოწერა დააფიქსირეს როგორც დასავლელი მოკავშირეების, ასევე საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებმა. ორივე აქტში ეწერა, რომ გერმანია შეწყვეტდა საომარ მოქმედებებს 8 მაისს 23 საათსა და 01 წუთზე ცენტრალური ევროპის დროით. ამ დროს, საქართველოში 9 მაისი იყო დამდგარი. ევროკავშირი არ აღნიშნავს „ევროპაში გამარჯვების დღეს“ 8 მაისს და არც სხვა რომელიმე დღეს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში არ არსებობს ერთიანი მიდგომა ამ მოვლენის (მეორე მსოფლიო ომის დასრულება ევროპაში და ფაშიზმზე გამარჯვება, გერმანული ოკუპაციისგან გათავისუფლება) აღნიშვნის დღესთან და სახელწოდებასთან დაკავშირებით. გადაწყვიტეს: ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად მიიჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: მოქალაქეთა წარმოდგენილი პოლიტიკური გაერთიანება „ხალხისთვის“ საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს (ანა დოლიძე) ორგანულ მიერ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს, მზარდი ემიგრაციის ფონზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უპირატესობის მინიჭებას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში. ამასთან, სხდომაზე აღინიშნა ის მიზეზები რის გამოც კომიტეტმა უარყოფილად მიიჩნია ხსენებული საკანონმდებლო წინადადება, კერძოდ: 1. ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, იმ საქართველოს მოქალაქეებისთვის განმავლობაში უპირატესობის საქართველოში მინიჭება, უწყვეტად რომლებსაც ცხოვრების ფაქტი უდასტურდებათ არის 2 წლის დისკრიმინაცია იმ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ პირობას და აქვთ უფრო მაღალი კვალიფიკაცია. საქართველოსთვის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ქართველი ემიგრანტების დაბრუნების მნიშვნელოვანი მიზანია წახალისება. წინადადებით წარმოდგენილი რეგულაცია ხელს შეუშლის ამ მიზნის მიღწევას, რადგან საქართველოში დაბრუნების მსურველ ემიგრანტებს გაუჭირდებათ საქართველოში დასაქმება. 2. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წელს შესული ცვლილების (მე-5 მუხლს დაემატა „ე1 .ა“ და „ე1 .ბ“ ქვეპუნქტები) თანახმად საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებებია: „ე1 .ა) იმ პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვის შეზღუდვა, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე აჭარბებს ან გადააჭარბებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას; ე 1 .ბ) ისეთი პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვის წახალისება, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე ვერ აკმაყოფილებს ან ვერ დააკმაყოფილებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას;“. შესაბამისად, წინადადებით წარმოდგენილი 32 მუხლის მე-2 პუნქტის შრომის კოდექსში დამატების საჭიროება არ არსებობს. გადაწყვიტეს: კომიტეტმა უარყოფილად მიიჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. ზაზა ლომინაძე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ციმინტია სხდომის მდივანი