1. 2022 წელს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე; 2. სააგენტოს მიერ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების მიმართულებით2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-03-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 3
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
3/20/23, 2:51 PM
საქართველოს პარლამენტი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
20 მარტი 2023 16:00
2023 წლის 20 მარტი, 16:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტოს“ ანგარიშის მოსმენა 2022 წელს „საქართველოში დაბრუნებულ
მიგრანტთა
სარეინტეგრაციო
დახმარების
სახელმწიფო
პროგრამის“
მიმართულებით
გაწეული საქმიანობის თაობაზე;
2. სააგენტოს მიერ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების მიმართულებით
2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: ირაკლი მხეიძე - სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტოს“ დირექტორი.
https://parliament.ge/print/announcement/2063?local=true
1/2
3/20/23, 2:51 PM
https://parliament.ge/print/announcement/2063?local=true
საქართველოს პარლამენტი
2/2
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N3
2023 წლის 20 მარტი, 16:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა
ოდიშარია
სხდომას ესწრებოდნენ:
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ნოდარ ტურძელაძე,
ფრიდონ ინჯია, ქეთევან დუმბაძე, რესან კონცელიძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, აბდულა
ისმაილოვი, ნიკა მაჭუტაძე, თამარ ჩარკვიანი.
სხდომას არ ესწრებოდა: კობა ნაყოფია.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები.
დღის წესრიგი
1. საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“-ს ანგარიშის
მოსმენა 2022 წელს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო
დახმარების
თაობაზე;
სახელმწიფო
პროგრამის“
მიმართულებით
გაწეული
საქმიანობის
2. სააგენტოს
მიერ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების
მიმართულებით 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის
მოსმენა.
მომხსენებელი:
ირაკლი
მხეიძე
-
სსიპ
„დევნილთა,
ეკომიგრანტთა
და
საარსებო
წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტო“-ს დირექტორი;
თანამომხსენებელი:
დავით ფეიქრიშვილი - სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაცია-რეინტეგრაციის სამსახურის უფროსი.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის
წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები
არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
მომხსენებლის - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს დირექტორის, ირაკლი მხეიძის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებულ
მიგრანტთა
რეინტეგრაციის
ხელშეწყობა
საქართველოს
მთავრობის
ერთ-ერთი
პრიორიტეტული მიმართულებაა.
მისი თქმით, პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალურეკონომიკური
რეინტეგრაციის
მხარდაჭერა
და
საზღვარგარეთ
განმეორებითი
არალეგალურად გამგზავრების შემცირება.
მისი განცხადებით, პროგრამის განხორციელება დაიწყო 2015 წელს ვიზალიბერალიზაციის
პროცესის
ფარგლებში,
ამასთან,
რეინტეგრაციის
პროგრამის
გათვალისწინებულია მიგრაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებში.
განხორციელება
პროგრამის მიზანს წარმოადგენს:
სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის
მხარდაჭერა;
დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა, მათთვის საარსებო წყაროების გაჩენის
მიზნით;
საზღვარგარეთ განმეორებითი არალეგალურად გამგზავრების შემცირება.
განმცხადებლის
ინფორმაციით,
ეკომიგრანტთა და საარსებო
რეინტეგრაციის სამსახური;
პროგრამას
წყაროებით
ახორციელებელს
უზრუნველყოფის
სსიპ
-
დევნილთა,
სააგენტოს
ინტეგრაცია-
სამსახური უზრუნველყოფს:
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობას;
საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე
პირების, თავშესაფრის მაძიებლებისა და
საქართველოში კანონიერად მყოფი
უცხოელების ინტეგრაციის ხელშეწყობას.
ირაკლი მხეიძის განცხადებით, რეინტეგრაციის პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:
დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა დაბრუნებისთანავე - არაუმეტეს 6 დღეღამის ხანგრძლივობით;
სამედიცინო დახმარება (მწვავე, ქრონიკული, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია,
მედიკამენტები) – 1000 ლარის ფარგლებში;
პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა 1000 ლარის ფარგლებში;
სოციალური ინიციატივების დაფინანსება ან ეკონომიკური აგენტების (მცირე, მიკრო
ბიზნესის) სუბსიდირება - არაუმეტეს 4000 ლარის ფარგლებში;*
საკონსულტაციო სერვისი.
მისივე განმარტებით პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:
საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც:
საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ 1 წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან ჰქონდათ
განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;
სამშობლოში
დაბრუნებიდან
1
წლის
განმავლობაში
დარეგისტრირდებიან
რეინტეგრაციის პროგრამაში;
დარეგისტრირებიდან
1
წლის
სარეინტეგრაციო სერვისებით.
განმავლობაში
შეუძლიათ
ისარგებლონ
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა,
რომელიც გულისხმობს სასტუმროში განთავსებას 6 დღე-ღამის განმავლობაში. განთავსება
ხდება დაბრუნებისთანავე. ამასთან, თუ ვერ მოიძია საცხოვრებელი, ხდება გადამისამართება
მუნიციპალურ თავშესაფარში.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2022 წელს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის
კომპონენტით ისარგებლა 9 ბენეფიციარმა (აქედან 3 ბენეფიციარი იყო არასრულწლოვანი)
პროგრამა ასევე ითვალისწინებს სამედიცინო დახმარებას, კერძოდ:
განსაკუთრებული
საჭიროებების
შემთხვევაში:
მწვავე,
ქრონიკული
და
სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები;
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, გამოკვლევები, მედიკამენტები;
ბენეფიციარზე დაფინანსების მოცულობა -1000 ლარი;
საჭიროა ფორმა #100-სა და ინვოისი/კალკულაციის წარმოდგენა;
გადაწყვეტილება მიიღება ხდება კომისიური წესით.
2022 წელს სამედიცინო დახმარების კომპონენტით ისარგებლა 62-მა ბენეფიციარმა
პროგრამის ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის
ამაღლების
ხელშეწყობის
მიმართულებით,
ხდება
პროფესიული
განათლებისა
და
კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე რეფერირება; კერძო აკრედიტირებულ კოლეჯში
სწავლის დაფინანსება, რომლის მოცულებაც არის 1000 ლარი;
ირაკლი მხეიძის განმარტებით, 2022 წელს მოხდა 61 დაბრუნებული მიგრანტის რეფერირება
სსიპ
დასაქმების
ხელშეწყობის
სახელმწიფო
სააგენტოს
პროფესიული
მომზადება-
გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაზე და 4 ბენეფიციარს
დაუფინანსდა სწავლება კერძო კოლეჯში.
მომხსენებლის განცხადებით პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს სოციალური ინიციატივების
(საშემოსავლო პროექტის) დაფინანსებას ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირებას, კერძოდ:
სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ინვენტარის
შესყიდვა);
თვითდასაქმებაზე
ორიენტირებული
არასასოფლო-სამეურნეო
ინიციატივები
(სახელობო იარაღების შესყიდვა);
როგორც დამწყები, ისე მიმდინარე საქმიანობის გაძლიერების მხარდაჭერა;
არაუმეტეს 4000 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებების შეძენა (არაუმეტეს 5
ერთეული).
მისივე განმარტებით, 2022 წელს დაფინანსდა 179 პროექტი.
ირაკლი მხეიძემ კომიეტეტის სხდომაზე ისაუბრა 2023 წელს დაგემილი აქტივობების
შესახებაც, რომლის ბიუჯეტიც შემოიფარგლება 650 000 ლარით; ასევე, გაგრძელდება
პროგრამის ყველა კომპონენტის განხორციელება; დაფინანსდება დაახლოებით
დაბრუნებული მიგრანტი. ასევე, შესაძლოა დაემატოს ახალი კომპონენტები.
მისივე განმარტებით, სააგენტო თანამშრომლობს ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა:
საფრანგეთის მიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისი (OFII);
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM);
მიგრაციის პოლიტიკის შემუშავების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD);
250
სხვა
საერთაშორისო
და
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციები
(ინტეგრაციის ცენტრი, საზოგადოებრივი დამცველი, დევნილ ქალთა ასოციაცია
თანხმობა, აფხაზინტერკონტი და სხვა).
დიასპორისა
ოდიშარიამ
და
კავკასიის
საქართველოს
ჯანმრთელობისა
საკითხთა
ოკუპირებული
და
სოციალური
კომიტეტის
თავმჯდომარემ
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
მინისტრს
ზურაბ
დაცვის
ბექა
აზარაშვილს თანამშრომლობისთვის და ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის
მადლობა გადაუხადა. მან ასევე მომხსენებელს მისცა პირობა, რომ დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტი ყოველთვის მზად იქნება აქტიური თანამშრომლობისათვის და
ნაყოფიერი მუშაობისთვის.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია:
1. საქართველოს
ოკუპირებული
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
ტერიტორიებიდან
დაცვის
დევნილთა,
სამინისტროს
სსიპ
შრომის,
„დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“-ს ანგარიშის
მოსმენა 2022 წელს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო
დახმარების
თაობაზე;
2. სააგენტოს
სახელმწიფო
მიერ
პროგრამის“
დაბრუნებულ
მიმართულებით
მიგრანტთა
გაწეული
საქმიანობის
სარეინტეგრაციო
დახმარების
მიმართულებით 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.
სხდომის თავმჯდომარე:
ბექა ოდიშარია
სხდომის მდივანი:
ბექა ბიძინაშვილი