1. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა, 2. დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.03.2023
ავტორი
საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[4c90]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-04-30
კომიტეტის სხდომის ნომერი 4

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2077?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 30 მარტი 2023 13:00 2023 წლის 30 მარტი, 13:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 2. დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: ვლადიმერ კონსტანტინიდი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; თანამომხსენებელი: მუხრან გულაღაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი. 3/30/2023, 11:19 AM
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N4 2023 წლის 30 მარტი, 13:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: ბექა ოდიშარია, ნოდარ ტურძელაძე, ფრიდონ ინჯია, ქეთევან დუმბაძე, რესან კონცელიძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, აბდულა ისმაილოვი, ნიკა მაჭუტაძე, როსტომ ჩხეიძე (კობა ნაყოფიას უფლებამონაცვლე), თამარ ჩარკვიანი. სხდომას არ ესწრებოდა: სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 11 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი 1. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 2. დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა. მომხსენებელი: ვლადიმერ კონსტანტინიდი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; თანამომხსენებელი: მუხრან გულაღაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, დღეისათვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, არაოფიციალური მონაცემებით, ცხოვრობს 1.5 მილიონამდე ჩვენი თანამემამულე, რომლებიც სხვადასხვა სტატუსით და ხანგრძლივობით იმყოფებიან საზღვარგარეთ და ძირითადად, 90-იან და 2000-იან წლებში გაემგზავრნენ უცხოეთში. გადაადგილების გაადვილების, ვიზა-ლიბერალიზაციისა და ცირკულარული/ლეგალური მიგრაციის გააქტიურების პარალელურად, დიასპორის რიცხოვნობა მატულობს და დიდი ალბათობით, ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მისი განმარტებით, მიუხედავად სტატუსისა და მდგომარეობისა, აგრეთვე უცხოეთში ყოფნის ხანგრძლივობისა, ჩვენი თანამემამულეების უმეტესობა არ კარგავს კავშირს საქართველოსთან, რასაც მათი აქტიური ჩართულობა, ინტერესი და ინტენსიური მიმოსვლაც მოწმობს. საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი ინტერესის მაგალითია სოციალურ ქსელებში მათი მაღალი აქტივობაც. განსაკუთრებით ნიშანდობლივია დიასპორელთა ტრადიციული აქტიურობა კულტურული და ჰუმანიტარული კუთხით. დღეისათვის მსოფლიოში 120-მდე საკვირაო სკოლაა, სადაც ქართველი ბავშვები სწავლობენ მშობლიურ ენას და ისტორიას. დაახლოებით ამდენივე - 100-ზე მეტი ქართული, ფოლკლორული ანსამბლი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი დიასპორელების წვლილია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რაც ძირითადად ფულადი გზავნილების სახით ხორციელდება და ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების სოლიდური წყაროა (წლიურად - დაახლოებით - 3 მილიარდი დოლარი). ამასთა, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების გააქტიურებაც: ექიმები, მეცნიერები, სპორტსმენები და ა.შ. დღეისათვის უცხოეთის 40-მდე ქვეყანაში 300-ზე მეტი ქართული დიასპორული ორგანიზაცია და გაერთიანება მოქმედებს. მათი საქმიანობის მიმართულებები სხვადასხვაა: საკვირაო სკოლები, ქართული ენის შემსწავლელი კურსები (საგანმანათლებლო), ფოლკლორული ანსამბლები, თეატრები და სახელოვნებო გაერთიანებები (კულტურული), სამრევლოები (რელიგიურ-კულტურული), ფოკუს-ჯგუფები (ექიმები, სპორტსმენები, ბიზნესმენები, სტუდენტები, მხატვრები და ა.შ.). აღნიშნული ცხადყოფს დიასპორული აქტორების სიმრავლეს და მრავალფეროვნებას, რაც კიდევ უფრო საინტერესოს - და ამავე დროს რთულს - ხდის სპეციალური, დიასპორაზე მორგებული საჭიროებების განსაზღვრას. მომხსენებლის განცხადებით, დიასპორის მნიშვნელობისა და აქტუალიზაციის შესაბამისად მატულობს აქტიურობა და ყურადღება სახელმწიფოს მხრიდანაც. ბოლო პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი, პროგრამა თუ დიასპორული ინიციატივა დაინერგა და განხორციელდა სახელმწიფოს ინიცირებით და ხელშეწყობით. თუმცა, სახელმწიფოს მზარდი ჩართულობისა და თანამშრომლობის ზრდის პარალელურად, რჩება მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და ხელშეწყობაა საჭირო. გასათვალისწინებელია დროითი ფაქტორიც - რიგი საკითხებისა, ითხოვს დროსთან და ახალ საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანას და მიდგომების განახლებას. მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე ვრცლად ისაუბრა შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: არსებული მდგომარეობა და ძირითადი სტატისტიკა ჩვენი დიასპორის ძირითადი განსახლების არეალი ევროპის ტერიტორიაა, თუმცა ბოლო პერიოდში რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა აშშ-ში, თურქეთსა და ისრაელში. პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა რეგიონში წარმოდგენილი ვართ ჩვენი თანამემამულეებით. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს მე-4-დი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, რაც ძირითადად ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე მიგრაციული პროცესების შედეგია. მომხსენებლის განმარტებით, ჩვენი დიასპორის რიცხოვნობა ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი - 700 000; საბერძნეთი - 200 000; აშშ - 120 000; იტალია - 50 000; თურქეთი - 45 000 გერმანია - 35 000; საფრანგეთი - 25 000; ესპანეთი - 25 000; ბელგია - 20 000; დიდი ბრიტანეთი - 10 000 სხვა ქვეყნები ისტორიული დიასპორა თურქეთსა და ირანში - ცალკე წარმომავლობის ქართველს ითვლის. 1.5 მილიონზე მეტ ეთნიკური მახასიათებლები ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ემიგრაცია სხვადასხვა დროს ხორციელდებოდა, ასევე თუ მხედველობაში მივიღებთ ადგილსამყოფელი ქვეყნების თავისებურებებს, ეკონომიკურ გარემოს, დასაქმების შესაძლებლობებს მივიღებთ საკმაოდ მრავალფეროვან (არაერთგვაროვან) სურათს, რაც საკითხს კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში - საბერძნეთი, იტალია, თურქეთი, ესპანეთი, პორტუგალია, კვიპროსი, ისრაელი - მცხოვრებ დიასპორას ძირითადად მსგავსი მახასიათებლები და გამოწვევები აქვს - ხანგრძლივობის, დასაქმების სფეროს და საჭიროებების კუთხით, სადაც ძირითადად საქმიანობენ მომსახურების, სოფლის მეურნეობის და სარემონტო-სამშენებლო სფეროებში. სურათი განსხვავებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში - გერმანია, ბრიტანეთი, შვეიცარია, ბელგია, ნიდერლანდები. აღნიშნულ ქვეყნებში მრავლად არიან სტუდენტები, მეცნიერების სფეროში ჩართული ადამიანები, ექიმები. საინტერესოა საფრანგეთის მაგალითი, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების გარდა, სახეზეა ე.წ. „სამედიცინო მიგრაციის“ მასიური ნაკადი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ისტორიული დიასპორა (I რესპუბლიკის). რაც შეეხება შორეულ ქვეყნებს - აშშ, კანადა, ავსტრალია - ამ ქვეყნებში არსებული ძლიერი ეკონომიკის გათვალისწინებით, დიასპორისთვის არსებული შესაძლებლობები და ფონიც განსხვავებულია. დიასპორის ძირითადი აქტივობები მომხსენებლის განმარტებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დიდი უმრავლესობა არ კარგავს სულიერ, კულტურულ და ზოგად კავშირს საქართველოსთან. აღნიშნულს მოწმობს დიასპორის აქტიურობა ყველა ძირითადი მიმართულებით: კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური. კულტურული აქტივობა ერთ-ერთი წამყვანია, რომლითაც ჩვენი დიასპორა ყოველთვის ხასიათდებოდა. საზღვარგარეთ მოქმედებს არაერთი კულტურული კერა და ფოლკლორული ანსამბლი, რომელთა რაოდენობა და აქტივობები წლიდან წლამდე მატულობს. დღეისათვის საზღვარგარეთ ფუნქციონირებს ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის 100-ზე მეტი კოლექტივი. სახეზეა აქტიურობა სპორტისა და ხელოვნების კუთხითაც (მხატვრები, მუსიკოსები, პროფესიონალი სპორტსმენები და ა.შ.) საკმაოდ მაღალი აქტივობაა განათლების მიმართულებითაც, რის მაგალითიცაა უცხოეთში მოქმედი 120-მდე საკვირაო სკოლა, სადაც - ქართულ ენასთან ერთად - ისწავლება საქართველოს ისტორია და სხვა საგნები. ჩართულობა ეკონომიკურ მიმართულებაში განსაკუთრებულია: ქართული დიასპორის წვლილი - ფულადი გზავნილების სახით - ქვეყნის ეკონომიკაში წლიდან წლამდე იზრდება და უკვე 4 მილიარდიან ნიშნულს უახლოვდება. სახეზეა შედარებით მცირე - პირდაპირი ინვესტიციები თუ სხვა სახის ეკონომიკური ინიციატივებიც. რიცხოვნობასთან შედარებით, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აქტივობა შედარებით მცირეა, რაც აისახება საარჩევნო პროცესში დაბალი აქტიურობით. ბოლო პერიოდში არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის მაქსიმუმი 13 ათასი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობის ძირითადი სივრცეა სოციალური ქსელები. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ჩვენი თანამემამულეები ჩართულები არიან ცალკეულ დარგებში, როგორებიცაა მეცნიერება და მედიცინა (ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით გააქტიურდა პანდემიის პერიოდში და შემდგომ). უნდა აღინიშნოს სამრევლოების სახით ეკლესიის გარშემო მოქალაქეების გაერთიანებები, რაც რიგ შემთხვევებში კომბინირებულია საკვირაო სკოლებთან და ფოლკლორულ/კულტურულ შემადგენელთან. ძირითადი გამოწვევები ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, თუ არ ჩავთვლით ისტორიულ დიასპორას, ქართული დიასპორა უცხოეთში საკმაოდ ახალგაზრდაა და მხოლოდ 3 ათეულ წელს ითვლის. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 30 წელში საქართველოდან ემიგრაციის რამდენიმე ტალღა იყო (ძირითადი 90-იანებში და შემდეგ 2000-იანების დასაწყისში). ძირითადი მიზეზი - ეკონომიკური ხასიათის მიგრაცია და შესაძლებლობების ძიება. ბუნებრივია, რომ უცხოეთში ცხოვრების ხანგრძლივობის, ქვეყნის/რეგიონის სპეციფიკისა და სხვა (ობიექტური თუ სუბიექტური) თანამემამულეების წინაშე მდგარი გეოგრაფიულად, ასევე დროში). გარემოებების გამოწვევებიც გათვალისწინებით ცვალებადია (როგორც ჩვენი სივრცეში- მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს: - არალეგალური სტატუსი; - დასაქმების პრობლემა; - ადაპტაციის და ადგილობრივ გარემოსთან კომუნიკაციის სირთულეები; - ადგილობრივ გარემოზე ზუსტი ინფორმაციის დეფიციტი; - განსხვავებები თაობებს შორის; - მოწყვლადობა. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან ძალისხმევისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს აღნიშნული გამოწვევების დაძლევა გაუადვილდეთ, ისინი კვლავ სახეზეა, თანამემამულეების რიცხოვნობა საზღვარგარეთ მატულობს, მიმოსვლის არეალის გაფართოვების გათვალისწინებით. რამდენადაც განსაკუთრებით ჩვენი უვიზო სახელმწიფოს ჩართულობა მომხსენებლის განცხადებით, სახელმწიფოს პოლიტიკა დიასპორასთან მიმართებაში ორი ძირითად ელემენტს ეფუძნება: 1. დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების საქმეში 2. სახელმწიფოს მაქსიმალური ჩართულობა, დიასპორულ საკითხებში სახელმწიფომ, უმაღლეს საკანონმდებლო და პოლიტიკურ დონეზე მოახდინა აღნიშნული მიზნების დეკლარირება. პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე: აღნიშნული ჩანაწერი სახელმწიფოს მაღალ ქვეყნის ძირითად პასუხისმგებლობას საკანონმდებლო უცხოეთში დოკუმენტში, მცხოვრებ მოწმობს თანამემამულეებთან მიმართებაში. უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციასთან ერთად, დიასპორულ თემატიკას შეიცავს სტრატეგიული ხასიათის ისეთი მაღალი დონის დოკუმენტები, როგორებიცაა - ხედვა 2030: საქართველოს განვითარების სტრატეგია - საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია სახელმწიფო ენის 2021- 2030 წლების სტრატეგია ,,საქართველოს კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ (მიმდინარეობს კანონის ცვლილებებზე მუშაობა); როგორც ზემოთ ჩანს, სახელმწიფომ უმაღლეს დონეზე აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს დიასპორის მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის განვითარების საქმეში, რაც არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კონსტიტუციაში ასახა. საკითხის ასეთ მაღალ დონეზე დეკლარირება - თავისთავად - მნიშვნელოვანი წინაპირობაა, თუმცა აღნიშნული მიზნების სისრულეში მოყვანა საკმაოდ რთული და შრომატევადი ამოცანაა - დიასპორის მრავალრიცხოვნების, მრავალფეროვნების და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. მომხსენებელმა, ასევე, ვრცლად ისაუბრა დიასპორის საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი ამოცანებისა და მის შესასრულებლად სახელმწიფოს მხრიდან გაწეული აქტივობების შესახებ, კერძოდ: I ამოცანა: „ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება“.  შესრულება: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ 2019 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას. პროგრამის არსია ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით, დააფინანსოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი პროექტები. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, პოზიტიური იმიჯის დამკვიდრება, ცნობადობის გაზრდა, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა, ასევე, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება. საგრანტო პროგრამის კონკურსი, 2023 წელს უკვე მეხუთედ გამოცხადდა და მის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ღონისძიებების განხორციელება, დეოკუპაციისა და კონფლიქტის ხელშემწყობი მშვიდობიანი მოგვარების თემებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ქართული წარმოების პოპულარიზაცია, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ა.შ. 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, გამოვლინდა 112 გამარჯვებული 53 ქვეყნიდან; საერთო გაცემულმა საგრანტო თანხამ შეადგინა 1,814.283 ლარი. 2022 წ - 17 გამარჯვებული - 466.000 ლარი ,,უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების ხელშეწყობა„ საკვირაო სკოლებში სწავლების დონის ამაღლებისა და საერთო მიდგომების დანერგვის აუცილებლობიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით, შეიმუშავა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული კულტურის საკითხების შესწავლას. პროგრამის საფუძველზე შეიქმნა სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი. აღნიშნული სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებსა და ქართული ენის შემსწავლელ კურსებს. აქტიურად მიმდინარეობს საკვირაო სკოლების მასწავლებელთა გადამზადების საკითხის დამუშავება განათლების სამინისტროსთან და სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად. 2020-2022 წლებში სახელმძღვანელოები გადაეცა 40 საკვირაო სკოლას და ქართული ენის შემსწავლელ კურსს, მათი წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად. სტატისტიკა წლების მიხედვით: 2020 წ. - 18 სკოლა, 2021წ. - 12 სკოლა, 2022წ. - 10 სკოლა. 2022 წელს გაიხსნა 3 ახალი სკოლა. „უცხოეთში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერა“ 2021 წლიდან ხორციელდება საგრანტო პროგრამა - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“, რომელიც საზღვარგარეთ მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების საჭიროებებზეა მორგებული და სამინისტროს მიზანია ხელი შეუწყოს უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა ფუნქციონირებას და მათ შემდგომ განვითარებას. საგრანტო პროგრამის გამარჯვებულთა გამოვლენა და სიმღერის ხდება ანსამბლების კონკურსის წესით, 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით გამოვლინდა 38 გამარჯვებული 26 ქვეყანიდან საერთო გაცემულმა საგრანტო თანხამ შეადგინა 361,347 ლარი. და უწყებათაშორისი კომისიის მიერ. 2022 წ - 10 გამარჯვებული - 90.000 ლარი II ამოცანა: „დიასპორელი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა“  შესრულება: საგრანტო პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს საგრანტო პროგრამას - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ („საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“). პროგრამის მიზანს წარმოადგენს ,,ახალგაზრდა ელჩების“ მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობა, საქართველოს უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა. პროგრამის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29-წლის ჩათვლით ახალგაზრდას, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ქ. თბილისში ტარდება „ახალგაზრდა ელჩების“ „ამბასადორიალი“, რომელზეც ისინი წარმოადგენენ ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი აქტივობების, საკუთარი ინიციატივების და სამოქმედო გეგმის შესახებ, ეცნობიან ინფორმაციას ქვეყნის კულტურის, ეკონომიკის, დიპლომატიასა და სხვა სექტორებში. პროგრამის ფარგლებში, ასევე იმართება გამარჯვებულთა სასწავლო ვიზიტი ევროპის რომელიმე ქალაქში. მაგ. 2019 წელს იყო ვენაში, ხოლო 2021 წელს - ვარშავაში. 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით გამოვლინდა 73 გამარჯვებული და საერთო გაცემულმა საგრანტო თანხამ შეადგინა 575,000 ლარი. 2022 წ - 16 ახალგაზრდა ელჩი - 160.000 ლარი „მომავლის ბანაკი“ სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, უცხოეთში მყოფ 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიური პროგრამაში „მომავლის ბანაკი“. ყოველწლიურად საზაფხულო ბანაკში ისვენებს 144 მოზარდი უცხოეთიდან. 2020-2022 წლებში პროგრამა მსოფლიოში გავრცელებული კორონა ვირუსის გამო არ განხორციელებულა. III ამოცანა: ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის ჩართულობის ხელშეწყობა  შესრულება: საგარეო საქმეთა სამინისტრო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობით, რეგულარულად ახორციელებს ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება დიასპორის წარმომადგენელთათვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს, საქართველოში ბიზნესის წარმოების შესახებ განახლებული ინფორმაციის გაზიარებას, შესაბამის სააგენტოებთან თუ სახელმწიფო პროგრამებთან დიასპორის დაკავშირებას და მდგრადი თანამშრომლური კავშირების გაფართოებას. შედეგად, ჩვენ სახეზე გვაქვს დიასპორის მზარდი ინტერესი, გაზრდილი ნდობა და ხელშესახები დიასპორული საინვესტიციო ინიციატივები. ბოლო პერიოდის განმავლობაში IOM - თან ერთად ჩატარდა 7 მსგავსი ხასიათის ღონისძიება. მათ შორის, რამდენიმე ონლაინ ჩართვა, ასევე, ბიზნეს ფორუმები ფიზიკური დასწრებით საქართველოში (B2B შეხვედრების ჩათვლით). მაგალითად, 2022 წელს წარმატებული ღონისძიება ჩატარდა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, სადაც დიასპორის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გერმანიაში მცხოვრები თანამემამულეების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი წარმოების სტანდარტების შესახებ, ასევე პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, გერმანიის ბაზარზე წვდომისა და უცხოელი ინვესტორების დაინტერესების მიმართულებით. - 2021 წლის თებერვალში და დეკემბერში ჩატარდა დიასპორის ეკონომიკური ფორუმი; დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ორგანიზება გაეწია ეკონომიკურ პანელს; - გაიმართა პირველი რეგიონული კონფერენცია კერძო სექტორის განვითარებაში დიასპორის ჩართულობის შესახებ. ხაზგასასმელია, რომ ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილეს კერძო სექტორის განვითარებაში დიასპორის ჩართულობის შესაძლებლობები და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის ინტერესი გამოხატეს. საქართველოს ბიზნეს ფორუმი „ჩვენებურები“ 2022 წლის 10 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები თანამემამულეების ინიციატივით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ჩატარდა გამორჩეული, მასშტაბური ღონისძიება - თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი ,,ჩვენებურები“. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვია 100-ზე მეტი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი, თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები, სასოფლო-სამეურნეო, კვების, მსუბუქი მრეწველობის, ტურიზმის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა თურქ ბიზნესმენთა მიერ საქართველოში წარმატებით განხორციელებული პროექტები. IV ამოცანა: „დიასპორასთან კომუნიკაცია და კავშირების გაღრმავება“  შესრულება: - 27 მაისი - ქართული დიასპორის დღე, როგორც ძირითადი გამაერთიანებელი ფორუმი - ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოვება. კანდიდატებს წარადგენენ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები 7 ნომინაციაში: მეცნიერებაში პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის; ქართული შეტანილი წვლილისთვის; საქართველოს კულტურის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის; წლის დიასპორელი სპორტსმენი; საქართველოს უცხოელი მეგობარი; - სპეციალური პრიზი. დიასპორის წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრები საელჩოებში; - თანამდებობის პირთა და სამინისტროს თანამშრომელთა ვიზიტები და შეხვედრები დიასპორის წარმომადგენლებთან; - ონლაინ შეხვედრები / საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები; მუშაობა თემატურ ჯგუფებთან (ექიმები, სტარტაპერები) (GIMPHA - შეხვედრები ჰააგაში და თბილისში; სტარტაპერები - კალიფორნია, პარიზი და ლონდონი; - ქართული დიასპორის ვებ პორტალი - WWW.GDA.GE; - დიასპორის საინფორმაციო ბიულეტენი (კვარტალურად) მომხსენებელმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ, კერძოდ:  მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (SCMI) საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყება, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში და ყოველწლიურად ჩართულია სამოქმედო გეგმის შედგენის და განხორციელების პროცესში.  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან კულტურული ხასიათის პროგრამებსა თუ პროექტებთან დაკავშირებით. დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ჩართული იყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლებისათვის განხორციელებულ პროექტში, რომლის ფარგლებში, საკვირაო სკოლების აღსაზრდელებისთვის ინტერაქტიულ ფორმატში არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართა. პროექტში მონაწილეობა 14-მა საკვირაო სკოლამ მიიღო.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სამინისტრო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან უცხოეთში მოქმედი საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. როგორც ზემოთ აღინიშნა, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავდა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა და სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საკვირაო სკოლებში ქართული ენის სწავლების მეთოდების გაუმჯობესების, სასწავლო რესურსების და დამწყებთათვის დამატებითი სახელმძღვანელოს შექმნის თაობაზე. აღნიშნული საკითხზე, 2022 წელს, ონლაინ რეჟიმში ორი სამუშაო კონფერენცია გაიმართა საკვირაო სკოლების მონაწილეობით, სადაც ასევე ყურადღება გამახვილდა საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინტეგრირებული სახელმძღვანელოების გაუმჯობესების გზებზე. ასევე, უწყებების ჩართულობით იგეგმება საკვირაო სკოლების პედაგოგების გადამზადების პროგრამის განხორციელება.  IOM, ICMPD, GIZ - საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის მრავალწლიანი და ნაყოფიერი გამოცდილება აკავშირებს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან - IOM, ICMPD, GIZ. მათი აქტიური მონაწილეობით და მხარდაჭერით ხორციელდება ქართული დიასპორისთვის საინტერესო და სასარგებლო არაერთი პროექტი. კერძოდ, IOM-თან ერთად ხელს ვუწყობთ დიასპორის ჩართულობას რეგიონული განვითარების პროცესში და ვატარებთ ბიზნეს ფორუმებს. ასევე, ზემოაღნიშნული ვებპორტალის შექმნაც სწორედ IOM-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური თანამემამულეების ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართულობა. მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად ხორციელდება საკმაოდ წარმატებული პროექტი ,,იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება, ერთობლივად შემუშავდა ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. ICMPD-ის მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენი თანამშრომლების უნარების განვითარების საქმეში, რაც გამოიხატება სასწავლო ვიზიტების, მაღალკვალიფიციური ტრეინინგებისა და ცოდნის გაზიარების ღონისძიებების ორგანიზებაში. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, დიასპორული პროგრამების გაუმჯობესების, გადახედვის და განახლების მიზნით განხორციელდა ე.წ. Change პროექტი. დასრულდა დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ანალიზი და გარე სააუდიტორო კომპანიის მიერ რეკომენდაციების წარდგენა დიასპორის დეპარტამენტისთვის. ქართული დიასპორის საკითხები საერთაშორისო ფორუმებზე და კონფერენციებზე  მომხსენებლის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად (IOM, ICMPD, GIZ) გაიზარდა ძალისხმევა საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წვლილის წარმოსაჩენად საერთაშორისო ფორუმებსა თუ პლატფორმებზე. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა პრაქტიკულად ყველა შესაძლო პლატფორმა ჩვენი დიასპორის უმნიშვნელოვანესი ღვაწლის და როლის წარმოსაჩენად. მათ შორის არის, დიასპორის გლობალური სამიტი და დუბლინის დეკლარაციასთან მიერთება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს დონეზე, დიასპორის ჩართულობის პოლიტიკის შემუშავებისას მონაწილე მხარეების მიერ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას. ასევე, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება - ,,დიასპორა, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰუმანიტარული დახმარების, განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის კონტექსტში“. ზემოაღნიშნულის გარდა, 2022 წლის 22 სექტემბერს, გლობალური კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სესია სახელწოდებით ,,ქართული დიასპორა და მეცნიერება საზღვრებს გარეთ“. ონლაინ ღონისძიებაზე წარმოჩინდა დიასპორაში არსებული ადამიანური და სოციალური კაპიტალის მნიშვნელობა ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის და ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად. სესიაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც სწორედ მაღალკვალიფიციურ დიასპორასთან ორმხრივად სარგებლიანი ურთიერთობის განვითარებისკენაა მიმართული. საკანონმდებლი ჩარჩო და თანამემამულის სტატუსი  თანამემამულის სტატუსი ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გრძელდება თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობა. 2022 წლის მანძილზე გაიმართა თანამემამულეს სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 15 სხდომა, რომლის შედეგად თანამემამულეს სტატუსის მინიჭებაზე დადებითი დასკვნა გაიცა სტატუსის მაძიებელ 459 პირზე, ხოლო უარყოფითი - 118 პირზე.  კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ მომხსენებლის განმარტებით, განვლილი წლის მანძილზე, ევროკავშრის მხარდაჭერით, მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) პარტნიორობით დაიწყო დიასპორასთან ურთიერთობის გაღრმავებაზე ორიენტირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი პოლიტიკის, ეფექტიანი მექანიზმებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვა. ხაზგასასმელია, რომ ამ პროცესში ჩაერთო მიგრაციისა და დიასპორის საკითხების კვლევის მიმართულებით მსოფლიოს ერთერთი წამყვანი აკადემიური ინსტიტუციის - მაასტრიხტის უნივერსიტეტის კვლევითი გუნდი. ამავდროულად, უცხოეთის პრაქტიკის შესაბამისობა ადგილობრივ კონტექსტთან უზრუნველყოფილია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივი ექსპერტების მიერ. თავის მხრივ, ადგილობრივმა ექსპერტმა განახორციელა ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი ბაზის ექსპერტიზა და მომზადდა კანონში ცვლილებების პროექტის სამუშაო ვერსია. წელს იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების აკადემიურ და სამოქალაქო სექტორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რა თქმა უდა, დიასპორის წარმომადგენლებთან განხილვა. პროცესში აქტიურად იქნება ჩართული პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება. სამომავლო ინიციატივები მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო სამომავლოდ განსახორციელებელი შემდეგი ინიციატივები:  ახალ სტრატეგიულ ხედვაზე მუშაობა მიგრაციული პროცესების სწრაფი დინამიკიდან და თანამედროვე ცვალებადი, ჯერ კიდევ შეუსწავლელი გამოწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ შეიმუშავოს გარკვეული სტრატეგიული ხედვა - სახელმწიფო მიმართება როგორც თანამედროვე დიასპორასთან, ასევე - ისტორიულ დიასპორასთან დაკავშირებით. სწორი დამოკიდებულება და ხედვა შესაძლებელს გახდის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყების ჩართვას. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციით, საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით, ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და დაიგეგმა სამომავლო დღის წესრიგი.  ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში შემუშავების პროცესშია კონცეფცია, რომელიც გულისხმობს დიასპორის ჩართულობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთიანი პლატფორმის შექმნას. საქართველო, როგორც ამ კონცეფციის ავტორი, კოორდინაციას გაუწევს პლატფორმის შემდგომ განვითარებას, კერძოდ, ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების მიერ დიასპორულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი დღის წესრიგის შედგენას, კრიზისი მართვის პროცესებში დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფას და ამ მიმართებით კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას.  ახალგაზრდობის ჩართულობის პროგრამა (Create Georgia, იცნობდე საქართველოს) როგორც აღინიშნა, სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდობის ჩართულობის საკითხებს. შემუშავების პროცესშია ორი პროგრამა, რომელიც სრულად დაეთმობა ახალგაზრდების კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან - 1. ქვეყნის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე გამოკვეთილი საჭიროებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ შესაბამისი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვას გამოცდილების გაზიარების მიზნით (განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება რეგიონულ განვითარებაზე) და 2. საზღვარგარეთ დაბადებული მოზარდებისთვის საკუთარი სამშობლოს კულტურის, ტრადიციების გაცნობა, თანატოლებთან დაახლოება და სამშობლოსთან შემდგომი მყარი კავშირისთვის საფუძველის შექმნა.  დიასპორის ფორუმი - Future Forum - 2023 წლის 17-18 ოქტომბერი. ბელგიის სამეფო, ქ.ბრიუსელი. ფორუმი თავს მოუყრის დიასპორის პოლიტიკის შემქმნელებსა და განმახორციელებლებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, მოიწვევს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს (მათ შორის, ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატებიდან), უმასპინძლებს დიასპორული ორგანიზაციებისა და გაერთიანებების წევრებს. ღონისძიება ყოველწლიური ხასიათისაა და მიზნად ისახავს განვითარების პროცესში დიასპორის როლის წარმოჩენას. 2023 წლის ფორუმი დაეთმობა დიასპორის თემაზე თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერებას (Partnership).  ინკლუზიური გლობალური ალიანსის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარების პროცესში დიასპორის ჩართვას და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში დიასპორის მონაწილეობის გაზრდას დიასპორის საკითხებში საერთაშორისო მიმართულებით ჩვენი უწყების აქტიურობიდან გამომდინარე, IOM-ის სათაო ოფისმა (შვეიცარია) შემოგვთავაზა ამ გლობალური კონფერენციის საქართველოში ჩატარება სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისში. პროექტის მიზანია დიასპორის მონაწილეობის გაზრდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის პროცესში, ტრანსნაციონალური საზოგადოების გაძლიერება წარმოშობისა და მიმღები მონაწილეობის ქვეყნების მისაღებად. სოციალური პროექტის და ეკონომიკური ფარგლებში განვითარების პროცესში გათვალისწინებულია დიასპორის წარმომადგენლების - როგორც განვითარების აქტორების წარმოჩენა, მათი უნარების გაძლიერება, მათთან მჭიდრო დიალოგის ხელშეწყობა და გლობალური დიასპორული პოლიტიკის ალიანსის შექმნა. ასევე, პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს, დიასპორული ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ახალგაზრდებს შორის პარტნიორობის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას. თანამშრომლობისთვის სივრცის შექმნას. ქეთევან დუმბაძე დაინტერესდა, არის თუ არა აქტივობა დიასპორის ხელმძღვანელების საელჩოში დასაქმების ინიციატივასთან დაკავშირებით. ირაკლი მეძმარიაშვილმა განაცხადა, რომ ისლანდიაში გვყავს დიასპორა, რომლის რაოდენობაც შეადგენს დაახლოებით 500 ადამიანს. იგი დაინტერესდა საელჩოს მხრიდან ექცევა თუ არა სათანადო ყურადღება ისლანდიაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ირაკლი მეძმარიაშვილი ასევე დაინტერესდა რა მდგომარეობაა ჩვენი დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის აღიარების საკითხზე, ტვირთის გამოგზავნის პირობებსა და საბანკო გადარიცხვების პირობებზე. მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: 1. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობა; 2. დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები. სხდომის თავმჯდომარე: გივი ჭიჭინაძე სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი