კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 80
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2466?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
თარიღი
16 ოქტომბერი 2023 13:00
2023 წლის 16 ოქტომბერი, 13:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/297; 14.06.2023) განხილვა პირველი მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/317; 13.09.2023) განხილვა პირველი მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/325; 04.10.2023)
განხილვა;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
10/16/2023, 1:48 PM
https://parliament.ge/print/announcement/2466?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
4. კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის განახლება;
მომხსენებელი:
გიორგი
ჩაკვეტაძე-
საქართველოს
პარლამენტის
განათლებისა
და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
5. კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების დებულების განახლება;
მომხსენებელი:
გიორგი
ჩაკვეტაძე
-
საქართველოს
პარლამენტის
განათლებისა
და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების
ჩართულობის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის
ჯგუფის დანიშვნის საკითხი;
მომხსენებელი:
გიორგი
ჩაკვეტაძე
-
საქართველოს
პარლამენტის
განათლებისა
და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(07-2/324;
04.10.2023)
განხილვა
პირველი
მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
8. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი:
ზაალ
აბაშიძე
-
კორნელი
კეკელიძის
სახელობის
საქართველოს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი.
10/16/2023, 1:48 PM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N80
2023 წლის 16 ოქტომბერი, 13 : 00 სთ
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი
(C კორპუსი, II სართული, ოთახი 239)
სხდომას უძღვებოდა: გიორგი ჩაკვეტაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ბაია კვიციანი, რამინა ბერაძე, ბექა
დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე, მარიამ ლაშხი,
მეგრელიშვილი, თამარ ჩარკვიანი, როსტომ ჩხეიძე.
გენრიეტა
წიწავა,
ვახტანგ
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ნოდარ პაპუკაშვილი - განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე; დავით ლომინაშვილი - განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; ზაალ აბაშიძე - კორნელი კეკელიძის
სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი; შალვა
გლოველი - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი; შპს "გ. ნათაძის
სახელობის სანიტარიის ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს
წარმომადგენლები: რეზო კობახიძე, ნიკოლოზ შავდია; განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების წევრები: ქეთევან დადიანი, მანანა
გრძელიშვილი, გიორგი მიქაძე, საბა კობახიძე, ია ერაძე, თინათინ ცერცვაძე, კონსტანტინე
დოლიძე, ვასილ კიკნაძე, ნატალია კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის
უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი
გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/297; 14.06.2023) - განხილვა პირველი მოსმენით
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/317; 13.09.2023) - განხილვა პირველი მოსმენით
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/325; 04.10.2023) განხილვა
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
4. კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის განახლება
მომხსენებელი: გიორგი ჩაკვეტაძე- საქართველოს პარლამენტის
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
განათლებისა
და
5. კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების დებულების განახლება
მომხსენებელი: გიორგი ჩაკვეტაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების
ჩართულობის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის
ჯგუფის დანიშვნის საკითხი
მომხსენებელი: გიორგი ჩაკვეტაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/324; 04.10.2023) - განხილვა პირველი
მოსმენით
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
8. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
საქმიანობის ანგარიშის მოსმენა
მომხსენებელი: ზაალ აბაშიძე - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის დირექტორი
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა
კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/297; 14.06.2023) პირველი მოსმენით.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების მიმართულების
მართვის კოორდინაციის გაუმჯობესება და ახალი მხარდამჭერი მომსახურებების
დანერგვის საჭიროება.
ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, ზუსტდება სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლის განმარტება, არსებული კანონის შესაბამისად, შეზღუდული
შესაძლებლობა გულისხმობს სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას და სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ განიხილება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ყველა მოსწავლე. ცვლილების შედეგად მოხდება განმარტების
კორექტირება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ
ჩაითვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე, რომელიც სასწავლო
პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს
ხელმისაწვდომობასთან
დაკავშირებული
მნიშვნელოვანი,
გახანგრძლივებული
სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
მოთხოვნების მინიმალურ დონს. ასევე, მულტიდისციპლინური გუნდი იცვლება ფსიქოსაგანმანათლებლო
შეფასებისა
და
კონსულტირების
მომსახურების
გამწევი
სპეციალისტების სახით. ახლებურად ყალიბდება სოციალური მუშაკის განმარტება,
როგორც მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი და ზუსტდება რესურს სკოლების
მიერ განსახორციელებელი მომსახურება. ფსიქო-სოციალური მომსახურების, მიწოდება
განხორციელდება მხოლოდ სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის
სამსახურის მიერ.
კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრებები:
ბაია კვიციანის კითხვა შეეხებოდა, მარაქეშის ხელშეკრულებას, რომელზეც მუშაობა
მიმდინარეობს მცირე მხედველობის და მხედველობის არ მქონე პირების ჩართულობით.
შეხვედრებისას აღინიშნა, რომ უნივერსიტეტებში არ არსებობს ის რესურსი, რომელიც
ხელს შეუწყობთ მათ სწავლის პროცესში. ბაია კვიციანი დაინტერესდა თუ რამდენად
მოიცავს აღნიშნული კანონპროექტი ამ კომპონენტს.
მარიამ ლაშხმა მარაქეშის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ
მცირე მხედველობის და მხედველობის არ მქონე პირთათვის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ბევრი წინაღობაა. მისივე განცხადებით, ინკლუზიის კომპონენტი
აუცილებელია გახდეს პროგრამების აკრედიტაციის ნაწილი.
ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით შშმ ან სსსმ პირი როდესაც მიდის საგანმანათლებო
დაწესებულებაში, მან უნდა მიიღოს სრული სერვისი და თუ ამას რომელიმე
საგანმანთლებლო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს, შესაძლებელია განხილულ იქნეს
სტანდარტის დარღვევად და განხორციელდეს შესაბამისი რეაგირება. საგანმანათლებლო
დაწესებულებები ვალდებული არიან, კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება
განახორციელონ, რათა განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველა პირისთვის.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/297; 14.06.2023).
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა
კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/317; 13.09.2023) პირველი მოსმენით.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს მთავრობის
მიერ 2023 წლის 30 აგვისტოს #340 დადგენილებით მიღებული „მასწავლებლის ეროვნული
პრემიით
დაჯილდოების
წესისათვის“
საკანონმდებლო
საფუძვლის
გაჩენა.
დაჯილდოების წესით განისაზღვრება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში დასაქმებული განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი მასწავლებლის ეროვნული პრემიით
დაჯილდოების პირობები, რომელიც ითვალისწინებს პრემიის თანხის ოდენობის
განსაზღვრასა და სამკერდე ნიშნის გადაცემას. მისივე თქმით, გათვალისწინებული პრემია
ერთ პირზე განსაზღვრულია - 10 000 ლარის ოდენობით.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/317; 13.09.2023).
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა
კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებლის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - რესურს-ცენტრების
და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომლები
წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს და მათზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციები. გასათვალისწინებელია, რომ
რესურს-ცენტრების უფროსები არ არიან საჯარო მოხელეები. აღნიშნული პირებისათვის
საჯარო მოხელისათვის კანონით გათვალისწინებული კარიერული განვითარების
პირობების შექმნის, მოტივაციის ამაღლების, მატერიალური კეთილდღეობის
ხელშეწყობის, საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე
პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების მიზნით სასურველია რესურსცენტრების უფროსებიც გახდნენ საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდეს
ზემოხსენებული კანონი.
კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრებები:
რამინა ბერაძის შეკითხვა შეეხებოდა, რესურს-ცენტრების უფროსების დანიშვნისა და
რესურს-ცენტრების ფუნქციური დაყოფის საკითხს.
ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, რესურს-ცენტრების უფროსების დასანიშნად
ჩატარდება კონკურსი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ხოლო, რესურს-ცენტრების ტერიტორიულად გამიჯვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ
მნიშვნელოვანი საკითხია და განხილვის საგანი შეიძლება გახდეს.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/325; 04.10.2023).
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა კომიტეტთან
არსებული საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის განახლების საკითხი.
მომხსენებლის განცხადებით, სკოლამდელი განათლების საკონსულტაციო საბჭოს,
პირადი მიმართვის საფუძველზე, ემატებიან გიორგი მიქაძე, ანა ბერძენაძე და თამარ
მაისურაძე, რომელიც ჩაანაცვლებს ია ლუარსაბაშვილს; ზოგადი განათლების
საკონსულტაციო საბჭოს, პირადი მიმართვის საფუძველზე, ემატება ქეთევან დადიანი;
პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს, პირადი მიმართვის საფუძველზე,
ემატებიან ქრისტინე რზგოევა და მანანა გრძელიშვილი; უმაღლესი განათლების
საკონსულტაციო საბჭოს, პირადი მიმართვის საფუძველზე ემატება საბა კობახიძე;
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკონსულტაციო საბჭოს, პირადი მიმართვის
საფუძველზე, ემატება თემურ ვეკუა, ხოლო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა ნინო
ინასარიძემ.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომიტეტთან არსებული
საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის განახლების საკითხს.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა კომიტეტთან
არსებული საკონსულტაციო საბჭოების დებულების განახლების საკითხი.
მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლში
შესული ცვლილების შედეგად, შეიცვალა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს
დასახელება და გახდა საკონსულტაციო საბჭო, რის საფუძველზეც კომიტეტთან არსებული
საბჭოების დებულებებში ხდება ცვლილების შეტანა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომიტეტთან არსებული
საკონსულტაციო საბჭოების დებულების განახლების საკითხს.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების
ჩართულობის შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის
ჯგუფის დანიშვნის საკითხი.
მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტი იწყებს მე-6 თემატურ მოკვლევას, რომლის ფარგლებში კომიტეტის წევრის
რამინა ბერიძის ინიციატივით მოხდება სკოლის დემოკრატიული მართვის საკითხების
შესწავლა, კერძოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობითი
ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის შეფასება და მართვის პროცესში სასკოლო
საზოგადოების ჩართულობა.
კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრებები:
რამინა ბერაძის განცხადებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის
პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის შესწავლის მიზნით თემატური
მოკვლევის დაწყება არის მნიშვნელოვანი და მისთვის საპასუხისმგებლო საკითხი. სკოლა
არის საზოგადოების მთავარი რგოლი და საზოგადოების ჩართულობა სკოლის მართვის
პროცესში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რაც ამ ეტაპზე გამოიხატება სამეურვეო საბჭოს
ფუნქციონირებით. სკოლების რეკომენდაციები და წინადადებები გათვალისწინებული
იქნება მუშაობის პროცესში.
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, მოკვლევის ჯგუფს კომიტეტის წევრი რამინა ბერაძე
უხელმძღვანელებს. ჯგუფის წევრები კი იქნებიან: თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის შესწავლის
მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხს.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა
კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ პირველი მოსმენით.
მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტის თემატური მოკვლევა „რეგიონულ საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიან
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა“ ითვალისწინებს რეკომენდაციას
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საკვალიფიკაციო
მოთხოვნებთან დაკავშირებით, კერძოდ, პროფესიული კოლეჯების დირექტორების
საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შერჩევის პროცედურების, კრიტერიუმების განსაზღვრისა
და დამტკიცების, მათი შერჩევის პროცესის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
საუკეთესო
საერთაშირისო
გამოცდილება
გვიჩვენებს,
რომ
პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა სტანდარტის არსებობა აუცილებელია. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე „პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება პუნქტები, რომლის თანახმად, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაამტკიცებს სამინისტროს მიერ
დაფუძნებული კოლეჯისა (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით
დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის) და
სამინისტროს სისტემაში
შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტს და შესარჩევი კონკურსის გამართვის
წესს. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სამინისტრო კონკურსის
საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან
გაათავისუფლებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული, სამინისტროს სისტემაში შემავალი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს. ამასთან,
კოლეჯის დირექტორების კონკურსის წესით დანიშვნა გამოიწვევს შესაბამისი კოლეჯის
დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას და კოლეჯების დირექტორები ამ კანონის
ამოქმედებისთანავე გადაინიშნებიან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის ცხრა წევრმა:
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
დირექტორმა ზაალ აბაშიძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა ცენტრის საქმიანობის
ანგარიში.
მომხსენებლის განცხადებით, 1958 წლის 30 ივნისს საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა
განყოფილების ბაზაზე შეიქმნა ხელნაწერთა ინსტიტუტი, მისი დამაარსებელი და
პირველი დირექტორი იყო ფილოლოგი, არმენოლოგი ილია აბულაძე. ცენტრს ორი
უმთავრესი მიმართულება აქვს ხელნაწერების დაცვა-აღრიცხვა და მათი მეცნიერული
კვლევა.
მისივე განცხადებით,
კოდიკოლოგიური,
ქართულ და უცხოენოვან
წყაროთმცოდნეობითი,
ხელნაწერთა ტექსტოლოგიურარქივთმცოდნეობითი
და
ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები მიზნად ისახავს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
დაცული ხელნაწერების ტექსტების და მინიატიურების კვლევას, ტექსტების რედაქციულ
ანალიზს, კრიტიკული ტექსტის დადგენას და მეცნიერთათვის მათ ხელმისაწვდომობასა
და გამოცემას. ასევე, საცნობარო და აღწერილობითი კატალოგების მომზადებას;
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული არქივების დამუშავებას, ახალ საფონდო
შემოსულობათა
აღრიცხვა-კლასიფიკაციას,
ფონდების
სისტემატიზაციასა
და
კატალოგიზაციას, ფონდების შევსებას, სხვადასხვა ტიპის ელექტრონული კატალოგების
მომზადებას, სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო
ლიტერატურის დამუშავებას.
ზაალ აბაშიძის განცხადებით, კოლექციების დაცვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს
მათი რესტავრაცია-კონსერვაცია, ასევე, ელექტრონული ვერსიების დამზადება, ფონდების
და ფონდსაცავების მონიტორინგი.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საგანმანათლებლო
მიმართულება, ცენტრში დაცული რესურსების გამოყენება საგანმანათლებლო
პროგრამებში, მასალის პოპულარიზაცია, შემეცნებით-საგანმანათლებლო და საგამოფენო
პროგრამების განხორციელება. უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საერთაშორისო
სამეცნიერო ურთიერთობები. ამ მიზნით, რეგულარულად ტარდება სამეცნიერო
ადგილობრივი და საერთაშორისო ფორუმები.
ზაალ აბაშიძემ ცენტრის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფონდების დაცვის
და მეცნიერთა მიერ მათი გამოყენების მიზნით გაგრძელდება კოლექციების
დიგიტალიზაცია, რესტავრაცია და კონსერვაცია. ასევე, გაგრძელდება სამეცნიერო
ფორუმების ორგანიზება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მასშტაბით,
ეტაპობრივად იგეგმება ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარება, როგორც კვლევით
ნაწილში, ასევე, მომსახურების სფეროში და იგეგმება ცენტრის სამეცნიერო სფეროს
ტექნოლოგიური განვითარება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალი წლიდან დაიწყება
ცენტრისთვის ახალი შენობის მშენებლობა.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები:
გიორგი ჩაკვეტაძის კითხვა შეეხებოდა მასალების გაციფრულებას.
ვლადიმერ კახაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ცენტრს საგანმანათლებლო
ბიბლიოთეკებთან ჰქონდეს ინფორმაციისა და წიგნების გაზიარების შესაძლებლობა,
ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საკანონმდელო ცვლილებების
განხორციელებაც.
რამინა ბერაძის კითხვა შეეხებოდა, სკოლის მოსწავლეებისთვის ცენტრის შესახებ
დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს.
ზაალ აბაშიძის განცხადებით, კანონის მიხედვით, ცენტრმა მხოლოდ ეროვნულ
ბიბლიოთეკას შეუძლია მიაწოდოს წიგნები, სხვა შემთხვევაში, საჭიროა სამინისტროს
ნებართვა, რაც ართულებს წიგნების გადაცემის პროცესს.
მანვე აღნიშნა, რომ უამრავი მოსწავლე, სტუდენტი და უცხოელი სტუმრობს ცენტრს.
იმართება გასვლითი ღონისძიებები სხვდასხვაა რეგიონის სკოლებში, ეწყობა საზაფხულო
სკოლები. რაც შეეხება დიგიტალიზაციას, ზაალ აბაშიძის განცხადებით, მიმდინარეობს
მასალების გაციფრულება, წლიური გეგმა არის 1300 გვერდი, თუმცა შემოდის ბევრი კერძო
შეკვეთა, რაც გეგმით განსაზღვრულ ნაწილს ემატება. ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ
ცენტრს გასულ წელს 700 000 ლარის ტექნიკა გადასცა, რომელიც არა მარტო ხელნაწერს
გადაიღებს, არამედ ფოტომასალასაც, საჭიროა კიდევ ერთი ტექნიკის შეძენა, რომელიც
დღეისათვის მხოლოდ ეროვნულ მუზეუმს აქვს და იძლევა რამდენიმე შრის გადაღების
საშუალებას.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღო სსიპ – კორნელი
კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ანგარიში.
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი ჩაკვეტაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე