„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-23
ბიუროს ნომერი 297
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო
კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 63-ე მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს და სპეციალურ
კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის
პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის) ან მოქმედი არაელექტრონული
პირადობის
მოწმობის
(პირადობის
მოწმობა,
რომელსაც
არ
აქვს
ინფორმაციის
ელექტრონული მატარებელი) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის
შემთხვევაში.“.
2.
65-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების
პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში
მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი
კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (IDბარათს) ან მოქმედ არაელექტრონულ პირადობის მოწმობას (პირადობის მოწმობა,
რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან
ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;“;
ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან,
რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და
ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის
პირადობის
ელექტრონულ
პირადობის
მოწმობას
მოწმობას (ID-ბარათს) ან
(პირადობის
მოწმობა,
მოქმედ
რომელსაც
არ
არაელექტრონულ
აქვს
ინფორმაციის
ელექტრონული მატარებელი) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა
რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული
ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან
შესაბამისობას და ამ ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტსა და ამომრჩეველთა
სიაში
არსებული
დადასტურების
ფოტოსურათების
შემთხვევაში
ერთმანეთთან
ამომრჩეველთა
შესაბამისობას.
რეგისტრატორი
შესაბამისობის
კომისიის
წევრი
ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო
გრაფაში,
რის
შემდეგაც
ამომრჩეველი
ხელმოწერით
ადასტურებს
საარჩევნო
ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას
ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ხელს აწერს მის/მათ წინა გვერდზე
სათანადო გრაფაში და ბიულეტენს/ბიულეტენებს სპეციალური ბეჭდით ამოწმებს;“.
3. 766 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის სარეგისტრაციო მაგიდასთან და
ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის
პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს) ან მოქმედ არაელექტრონულ პირადობის
მოწმობას (პირადობის მოწმობა, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული
მატარებელი) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი
კომისიის წევრი ამოწმებს ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში არსებული
ფოტოსურათის ერთმანეთთან შესაბამისობას. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის
წევრი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას გაატარებს
ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველში (საქართველოს მოქალაქის
პირადობის ელექტრონული მოწმობის წაკითხვადი ზონა). შესაბამისობის დადასტურების
შემთხვევაში ამომრჩეველი ხელს აწერს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის
მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის
დამადასტურებელ ქვითარს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ
ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს ამომრჩეველთა რეგისტრატორი
კომისიის წევრი ათავსებს სარეგისტრაციო მაგიდაზე განთავსებულ გაუმჭვირვალე,
დალუქულ ყუთში, რომლის ჭრილი კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება და
საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ ქვითრების გადათვლა და მათი რაოდენობის
ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ საბოლოო ანგარიშში მითითებულ
კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარება;“.
4. 1841 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა ევროკავშირში გაწევრების განაცხადი.
აღნიშნულ განაცხადთან დაკავშირებით, 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა ევროკომისიის
დასკვნა, რომლითაც ევროკომისიამ გასცა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის
საქართველოსთვის მინიჭების რეკომენდაცია; ამასთანავე, ევროკომისიამ იმავე დასკვნით
განსაზღვრა
12
პუნქტისაგან
შემდგარი
პრიორიტეტული
რეკომენდაციები
და
საქართველოს მოუწოდა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად,
განახორციელოს აღნიშნული რეკომენდაციები.
შედეგად, განხორციელდა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელთაგან ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ორგანულ კანონში, ,,საქართველოს
საარჩევნო კოდექში“, განხორციელებული ცვლილებებია. აღნიშნული
ცვლილებების
თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესში, ამომრჩეველთა
ხმების 70 პროცენტი, ან მეტი ელექტრონულად დაითვლება. შესაბამისად, კოდექსში
შესული ცვლილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო უბნებზე
იგეგმება ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატების განთავსება.
საყურადღებოა, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომრტის
არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც აქვთ
ელექტრონული
პირადობის
მოწმობები
(პირადობის
მოწმობა,
რომელსაც
აქვს
ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე,
რომელსაც აქვს მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობა (პირადობის მოწმობა,
რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი) ვერ ისარგებლებს
კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებით (საარჩევნო უფლებით) და არ ექნება
შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა 2024 წელს და მას შემდგომ ჩატარებულ არჩევნებში.
აღნიშნული კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მქონე
ათიათასობით პირს შეეზღუდება კონსტიტუციური უფლება, მიიღონ არჩევნებში
მონაწილეობა და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.
არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში
მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგეს „ხალხის მმართველობა“, ხალხმა უნდა
მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში, ამის საუკეთესო გზა არჩევნებია. არჩევნები, ერთის
მრივ, თავისთავად აჩენს განცდას და რწმენას ადამიანებში, რომ მათ უშუალოდ აქვთ
სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, ხოლო, მეორეს მრივ, კი ისინი
რეალურად ირჩევენ თავიანთ რჩეულებს, ან თავად არიან არჩეულნი სხვადასხვა საჯარო
თანამდებობებზე.
1
თანამედროვე სახელმწიფოში ხალხის სახელით მოქმედი სახელმწიფო ორგანოების
ლეგიტიმაცია უშუალოდ ხალხის ნებიდან უნდა მომდინარეობდეს. არჩევნები არის ის
მექანიზმი, რომელიც სახალხო სუვერენიტეტის რეალიზაციის შესაძლებლობას ქმნის.
სწორედ კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი - თავისუფალი, საყოველთაო და
თანასწორი არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის საყრდენს.
სწორედ აქედან გამომდინარე, არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით, ზემოთ
ჩამოთვლილი არჩევნების კონსტიტუციური სტანდარტებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კი,
არჩევნებზე საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სათანადო საკანონმდებლო
ცვლილებების განხორცილების გარეშე, შესაძლოა შეიზღუდოს. არჩევნების მიზანი
სწორედ მოქალაქეთა ნების შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაა, აქედან
გამომდინარე, არჩევნებმა უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა თავისუფალი, ნამდვილი
ნების
შესაბამისი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობა
ორგანოების
სახელმწიფო
ფორმირებისას.
და
მოქალაქეთა
ადგილობრივი
ნამდვილი
ნების
შესაბამისი ფორმაციის მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ საარჩევნო სისტემა ვერ
უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების ადეკვატურ ასახვას არჩევნების შედეგებზე.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, კანონმდებელი ვალდებულია შექმნას შესაბამისი
გარანტიები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ თანაბარი ხელმისაწვდომობა არჩევნებზე და
თანაბარი შესაძლებლობა გავლენა იქონიონ მის საბოლოო შედეგებზე. მხოლოდ ასეთი
სისტემის
არსებობის
პირობებში
იქნება
შესაძლებელი,
რომ
სრულყოფილად
განხორციელდეს დემოკრატიული წარმომადგენლობა, რომელსაც ექნება მოქალაქეთა
ნებით განმტკიცებული საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია.
არჩევნების
პროცესში
სახელმწიფოს
აქვს
ვალდებულება
თანასწორობის
უზრუნველმყოფელი პირობების შემოღებისა. ამ პროცესში მისი ძირითადი ფუნქციაა, არ
მოახდინოს ვინმეს შეზღუდვა ან პრივილეგირება გონივრული დასაბუთების გარეშე.
ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი 2022 წლის დეკემბრის თავის დასკვნაში
მიუთითებს, რომ მართალია საქართველოში ელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობის
გაცემა დაიწყო 2011 წელს, ამასთანავე, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი დღესაც
სარგებლობს მოქმედი არაელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობით.
გამომდინარე, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ხაზგასმით საუბრობს,
არჩევნებში
მონაწილეობის
მნიშვნელობაზე,
რომლებიც
ფლობენ
აქედან
იმ პირთა
მოქმედ
არაელექტრონულ საიდენტიფიკაციო მოწმობებს. შესაბამისად, ვენეციის კომისია და
ეუთო/ოდირი მოუწოდებს საქართველოს გადადგას ქმედითი ნაბიჯები, განახორციელოს
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ პირთა
კონსტიტუციით გათვალისწინებული ხმის უფლება.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთმა
მოქალაქემ მოგვმართა და გამოთქვა დასაბუთებული და არგუმენტირებული მოსაზრება
განხორციელდეს
ისეთი
ცვლილებები,
რომლებიც
მათაც
(ელექტრონული
საიდენტიფიკაციო მოწმობის არმქონე პირებსაც) შეუნარჩუნებს უფლებას მიიღონ
არჩევნებში მონაწილეობა, მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და გამოხატონ
თავიანთი პოლიტიკური პოზიცია.
2
შესაბამისად, აღნიშნული კანონის პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს,
საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების რეალიზების გზაზე,
რომელიც ამ შემთხვევაში
არსებული დაბრკოლებები.
არჩევნებში
მონაწილეობას
გულისხმობს,
აღმოფხვრას
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ზემოთ აღნიშნულიდან
გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საარჩევნო კოდექსში განხორციელდეს ცვლილებები, რათა
უზრუნველყოფილი იქნას თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება და მათ
მიეცეთ შესაძლებლობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, თავისუფალ და სამართლიან
გარემოში შეძლონ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ
საარჩევნო კოდექსი, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებდეს ამომრჩეველთა
ინტერესების დაცვას და იგი ორიენტირებული
უნდა
იყოს მათი უფლებრივი
მდგომარეობის არსობრივ გაუმჯობესებაზე. ქართულ საზოგადოებაში პირადობის
ელექტრონული მოწმობის შესახებ არსებული განსაკუთრებული დამოკიდებულებები, მათ
შორის, ამომრჩეველთა რწმენა-წარმოდგენები, რომელთა გამოც მოქალაქეები ხშირად
უარს ამბობენ პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებაზე, არ უნდა გახდეს მათთვის
არჩევნებში მონაწილეობის მიღების და, შესაბამისად, კონსტიტუციური უფლებებით
სარგებლობის შემზღუდველი ფაქტორი.
ასევე, მნიშვნელოვანია საკონტიტუციო სასამართლოს მოსაზრება საარჩევნო
საკითხებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სრულად
სახელმწიფოს მიხედულების ფარგლებში რჩება საკითხი, დაუშვებს თუ არა იგი
გაყალბებისაგან მაღალი ხარისხით დაცული, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე,
პირთა მონაწილეობას იმგვარ ურთიერთობებში, რომლებიც საჯარო სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობისაა (არჩევნები). ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაში (№1/1/1404) მიუთითა, რომ
სახელმწიფო არ თავისუფლდება ვალდებულებისგან დაიცვას იმ პირთა ინტერესები,
რომლებსაც არ სურთ ელექტრონული პირადობის მოწმობებით სარგებლობა, თავიანთი
გულწრფელი რელიგიური წინააღმდეგობის გამო.
საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიცია საარჩევნო
ხმის უფლებასთან დაკავშირებით. სასამართლო მიუთითებს,
რომ თითოეული
ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობაზე გავლენის
მოხდენის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხმის მიცემის უფლება, საარჩევნო
პროცესი და საბოლოო ჯამში, თავად დემოკრატიული წესრიგი ვერ შედგება (Riza and
Others v. ბულგარეთი, 2015, § 148).
გარდა ამისა, საერთაშორისო პაქტის - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების
შესახებ, 25-ე მუხლის შესაბამისად,
აღიარებულია და დაცულია ყოველი მოქალაქის
უფლება მონაწილეობა მიიღოს საჯარო საქმეების წარმართვაში, ხმის მიცემისა და
არჩევანის დაფიქსირების პროცესში. კონსტიტუციის ან მმართველობის რომელი ფორმაც
3
არ უნდა იყოს ძალაში, პაქტი მოითხოვს სახელმწიფოებს მიიღონ ისეთი საკანონმდებლო
და სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება იყოს საჭირო, რათა უზრუნველყონ მოქალაქეების
ქმედითი შესაძლებლობა ისარგებლონ იმ უფლებებით, რომლებსაც ის იცავს (ხმის
უფლება).
შესაბამისად, არჩევნებსა და რეფერენდუმზე ხმის მიცემის უფლება უნდა იყოს
დადგენილი კანონით და შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ ისეთ გონივრულ
შეზღუდვებს, როგორიცაა, მაგალითად ხმის უფლების მინიმალური ასაკობრივი ზღვარის
განსაზღვრა. ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი 25 (57), ზოგადი
კომენტარები ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის” გაეროს
დოკ. CCPR/C/21/Rev.1/Add.7 (1996). თუმცა, ცხადია, რომ ადამიანის რწმენა-წარმოდგენები
არ უნდა გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი.
აღნიშნული პაქტის რატიფიცირებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, აღნიშნულ
საერთაშორისო პაქტთან შესაბამისობაში მოიყვანოს საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისად, ის
ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეს არჩევნებში ხმის მიცემის
უფლების რეალიზებას, უნდა იყოს იდენტიფიცირებული და, შემდგომ, უნდა მოხდეს
სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი, დადებითი ზომების განხორციელება არსებული
პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.
საქართველომ, აღნიშნულ პაქტზე ხელისმოწერით აიღო ვალდებულება დაასაბუთოს
და განმარტოს საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც მოქალაქეებს ართმევს ხმის
მიცემის უფლებას. არაობიექტური ბარიერების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო
ვალდებულია მიიღოს ყველანაირი ზომა თავის შესაძლებლობის ფარგლებში, რათა
აღმოფხვრას არსებული დაბრკოლებები საარჩევნო უფლების რეალიზების გზაზე.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ჩამორთმევის საფუძველი უნდა იყოს ობიექტური და
გონივრული. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე,
პირადობის
ელექტრონული
მოწმობის
შესახებ
ქართულ საზოგადოებაში
არსებული
განსაკუთრებული
დამოკიდებულებები, მათ შორის, ამომრჩეველთა რწმენა-წარმოდგენები, რომელთა გამოც,
მოქალაქეები ხშირად უარს ამბობენ პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებაზე, არ
უნდა
გახდეს
მათთვის
არჩევნებში
მონაწილეობის
მიღების
და,
შესაბამისად,
კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შემზღუდველი ფაქტორი, იმდენად,
რამდენადაც ეს ვერ იქნება კონსტიტუციით მინიჭებული ხმის უფლების ჩამორთმევის
ობიექტური და გონივრული საფუძველი, შესაბამისად ეს შეზღუდვა ვერ იქნება
თანაზომიერი.
იმისათვის,
კონსტიტუციური
რომ
სრულად
უფლება
რეალიზებული
(საარჩევნო
უფლება),
იყოს
საქართველოს
აუცილებელია
მოქალაქეთა
განხორციელდეს
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ხმის უფლებით ისარგებლებენ ის საქართველოს
მოქალაქეებიც, რომელთაც
აქვთ მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობები
(პირადობის მოწმობა, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი).
4
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებები ხორციელდება 63-ე მუხლი მე-19 პუნქტში, 65-ე მუხლის
მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში, ასევე 766 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში
და განისაზღვრება, რომ არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების
განხორციელება შესაძლებელი იქნება აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მოქმედი
არაელექტრონული პირადობის მოწმობით (პირადობის მოწმობით, რომელსაც არ აქვს
ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი). ამასთანავე, მოქმედი კოდექსიდან ამოღებულ
იქნება 1841 მუხლი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება განსახილველი კანონპროექტის მიმართ, რადგან
იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო
გვიანდელი ვადის დადგენას.ამასთანავე, კანონპროექტით არ არის უკუძალის მინიჭება
გათვალისწინებული.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი და
საბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
გამოყოფა.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული პირები არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით
გადაწყვეტდნენ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების აღებას, სახელმწიფო
სერვისების სააგენტოს გაეზრდებოდა საკუთარი შემოსავლები არჩევნებამდე დარჩენილ
პერიოდში. ამ ცვლილების შედეგად ეს აღარ მოხდება, რაც იქნება გავლენა სახელმწიფო
5
სერვისების სააგენტოს საკუთარ შემოსავლებზე. გავლენის ოდენობა კი დამოკიდებულია
იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებიც გადაწყვეტდნენ ახალი პირადობების აღებას.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ამ კანონის მიღების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი პირი, მათ
შორის არაელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე ადამიანებიც, ყოველგვარი
დაბრკოლებების და დამატებითი რესურსების (ადამიანური, ფინანსური) გამოყენების
გარეშე. საჭირო არ გახდება მათთვის დამატებითი უბნების მოწყობა ან რაიმე სხვა ტიპის
ხარჯების გაწევა, შესაბამისად, ყოველივე ეს არანაირ ფინანსურ გავლენას არ იქონიებს
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულპირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მოქმედი კანონმდებლობით ეს პირები ვეღარ შეძლებენ 2024 წლის ოქტომბრის
არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამ ცვლილების გარეშე, არჩევნებში მონაწილეობის
მისაღებად მათ მოუწევდათ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება,
ცვლილებით კი ეს აღარ იქნება საჭირო, რაც დაკავშირებული იქნება შესაბამის
გავლენებთან, კერძოდ: ამ ცვლილების გარეშე, არჩევნებში მონაწილეობის სურვილის
შემთხვევაში, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აუღიათ ელექტრონული პირადობის
დამადასტურებელი მოწმობა, იძულებულნი გახდებიან აიღონ ახალი ელექტრონული
პირადობის მოწმობები, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან.
ეს საფასური
მერყეობს 60-დან 150 ლარამდე (წყარო: https://psh.gov.ge/main/page/15/437 ), რისი გადახდაც
უარყოფით გავლენას იქონიებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რაც საბოლოო ჯამში მათ ხელს შეუშლის
კონსტიტუციური უფლების განხორციელებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
6
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი
არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა
უფლებებს.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საჯარო
სამსახურის ბიუროს ჩართულობით.
7
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - ფრიდონ ინჯია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - ფრიდონ ინჯია
8