„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-23
ბიუროს ნომერი 297
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge; 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი:
470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. №1 დანართის I სიის („ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული
საშუალებები“) ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 492 გრაფა:
„
ბრორფინი
BRORPHINE
492
1-{1-[1-(4-bromophenyl)ethyl]-piperidin-4-yl}-1,3-dihydro-2Hbenzimidazol-2-one
‘‘;
ბ) 721 გრაფა:
„
72
ეუტილონი
Eutylone
1
1-(1,3-Benzodioxol-5-yl)-2-(ethylamino)butan-1-one
“;
გ) 107 გრაფა:
2
,,
1072
მეტონიტაზენი
METONITAZENE
N,N-diethyl-2-(2-(4-methoxybenzyl)-5-nitro-1Hbenzo[d]imidazol-1-yl)ethan-1-amine
‘‘;
დ) 1261 გრაფა:
,,
126
1
ნორფენტანილი
Norfentanyl
(Propanamide, N-phenyl-N-4-piperidinyl-)
HS code: 2933.39
CAS number: 1609-66-1
‘‘;
2. №1 დანართის IV (პრეკურსორები) სიის I ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 34 გრაფა:
„
N-ფენილ-4-პიპერიდინამინი (4-Piperidinamine, N-phenyl-)
(4-აპ)
HS code: 2933.39
34
N-Phenyl-4-piperidinamine (4- CAS number: 23056-29-3
AP)
“;
ბ) 11 გრაფა:
„
1
ტერტ-ბუტილ 4-
111
(ფენილამინო)პიპერიდინ-1კარბოქსილატი
(4-(phenylamino)-1-piperidinecarboxylic acid, 1,1 dimethylethyl
(1-ბოკ-4-აპ)
ester)
tert-Butyl 4HS code: 2933.34
(phenylamino)piperidine-1CAS number: 125541-22-2
carboxylate
(1-boc-4-AP)
“.
2. №2 დანართის („უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული
ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და
განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხა“) ცხრილით გათვალისწინებულ ჩამონათვალს
„ნარკოტიკული საშუალებები“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 268– 271 გრაფები:
„
268 ბრორფინი
BRORPHINE
269 მეტონიტაზენი
METONITAZENE
-
-
-
270 ეუტილონი
Eutylone
-
-
-
271 ნორფენტანილი
Norfentanyl
-
-
-
“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
2022 წლის ბოლოს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის
1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი და გაეროს 1971 წლის
„ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციების თანდართულ სიებში შევიდა
ცვლილებები, კერძოდ:
- გაეროს 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი კონვენციის I სიას
დაემატა 2 ნივთიერება:
საერთაშორისო
არაპატენტირებული
დასახელება
ბრორფინი
BRORPHINE
მეტონიტაზენი
METONITAZENE
ქიმიური დასახელება
შენიშვნა
1-{1-[1-(4-bromophenyl)ethyl]piperidin-4-yl}-1,3-dihydro-2Hbenzimidazol-2-one
უნდა დაემატოს
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების
შესახებ“ საქართველოს
კანონის ბრუნვისთვის
მკაცრად შეზღუდული
ნარკოტიკული
საშუალებების I სიას
N,N-diethyl-2-(2-(4-methoxybenzyl)5-nitro-1H-benzo[d]imidazol-1yl)ethan-1-amine
- გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციის II სიას დაემატა 1
ნივთიერება:
საერთაშორისო
ქიმიური დასახელება
შენიშვნა
არაპატენტირებული
დასახელება
ეუტილონი
Eutylone
1-(1,3-Benzodioxol-5-yl)-2(ethylamino)butan-1-one
უნდა დაემატოს
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის
ბრუნვისთვის მკაცრად
შეზღუდული
ნარკოტიკული
საშუალებების I სიას
- გაეროს 1988 წლის „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციის სიის I ცხრილს დაემატა 3
ნივთიერება:
საერთაშორისო
არაპატენტირებული
დასახელება
ნორფენტანილი
Norfentanyl
ტერტ-ბუტილ 4(ფენილამინო)პიპერიდინ1-კარბოქსილატი
(1-ბოკ-4-აპ)
tert-Butyl 4(phenylamino)piperidine-1carboxylate
(1-boc-4-AP)
N-ფენილ-4პიპერიდინამინი (4-აპ)
N-Phenyl-4-piperidinamine
(4-AP)
ქიმიური დასახელება
შენიშვნა
(Propanamide, N-phenyl-N-4piperidinyl-)
HS code: 2933.39
CAS number: 1609-66-1
უნდა დაემატოს
„ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონის
ბრუნვისთვის მკაცრად
შეზღუდული ნარკოტიკული
საშუალებების I სიას
(4-(phenylamino)-1piperidinecarboxylic acid, 1,1
dimethylethyl ester)
HS code: 2933.34
CAS number: 125541-22-2
(4-Piperidinamine, N-phenyl-)
HS code: 2933.39
CAS number: 23056-29-3
უნდა დაემატოს
„ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების
შესახებ“ საქართველოს
კანონის, პრეკურსორების IV
სიის I ცხრილს
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საერთაშორისო
ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით, გაეროს სიებში
განხორციელებული ცვლილება სავალდებულო წესით უნდა აისახოს „ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანდართულ სიებში. აღსანიშნავია, რომ, გაეროს
1961 წლისა და 1971 წლის კონვენციების სიებში ახლად შეტანილი, საერთაშორისო კონტროლს
დაქვემდებარებული ნივთიერებები არ გამოიყენება სამედიცინო და ფარმაცევტული
მიზნებისათვის,
შესაბამისად,
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონის სიებში ნივთიერებების შეტანის პრინციპიდან გამომდინარე, ისინი დაემატა
„ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების“ ნუსხას (I სია).
აღნიშნული ნივთიერებები, ასევე, შეტანილი იქნა კანონის მე-2 დანართის ნუსხაშიც (უკანონო
მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების
ნუსხა). გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნული ნივთიერებების შესაბამისი
ოდენობების დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია, ამიტომ კანონპროექტით ვერ
განისაზღვრება ამ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები და
მათი უკანონო ბრუნვა გამოიწვევს კანონის მე-6 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გაეროს 1961 წლის, 1971 წლის და 1988 წლის კონვენციების სიებში ახლად შეტანილ
საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე რეგულირების დაწესება
წარმოადგენს მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებას, რაც, თავის
მხრივ, დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში ნარკოვითარების გაუმჯობესების კუთხით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის
მიზანია
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა.
გათვალისწინებული
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №1
დანართით გათვალისწინებულ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული
საშუალებების ნუსხას (I სია) ემატება 4 ახალი ნივთიერება, ხოლო IV სიის (პრეკურსორები)
№1 ცხრილს 2 ახალი ნივთიერება. ამავდროულად, №2 დანართით (უკანონო
მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების
ნუსხა) გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებების ნუსხას ემატება I სიაში
ახლადშეტანილი, 4 ნივთიერება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ვინაიდან, პროექტის თანახმად,
ახალი ნივთიერებები ემატება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული
საშუალებების ნუსხას (პირველი სია), რომელთა გამოყენება ნებადართულია, მხოლოდ
სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობისათვის.
მიმდინარე ეტაპზე, რეგულაციის არარსებობის პირობებში, შესაძლოა, შესაბამის
უფლებამოსილ პირებს დაწყებული აქვთ თავიანთი საქმიანობისათვის საჭირო ახლად
დამატებული ნივთიერებ(ებ)ის იმპორტის პროცედურა. შესაბამისად, მათ ეძლევათ 30 დღიანი
ვადა იმპორტის დასრულების და/ან კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას,
რამდენადაც შიდა კვოტების დადგენა ხდება მხოლოდ სამკურნალო მიზნით გამოსაყენებელი
ნივთიერებების იმპორტზე, მოცემული ნივთიერებები არ გამოიყენება სამედიცინო მიზნით
და ისინი შესაძლოა, გამოყენებული იქნეს საექსპერტო -კრიმინალისტიკური მიზნებისთვის,
რა დროსაც გაიცემა მხოლოდ წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც არ უკავშირდება
დამატებით ხარჯებს არც სახელმწიფოს მხრიდან არც იმპორტიორის მხრიდან.
კანონპროექტით გათვალისწინებული ნივთიერებების შესაბამის სიებში დამატების
პირობებში, მათზე გავრცელდება ის რეგულაციები, რაც გათვალისწინებულია სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვისთვის, მათ შორის, სანქციების
ნაწილში - პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით (ნარკოტიკული დანაშაული - თავი XXXIII ),
აღნიშნული პასუხისმგებლობის ადმინისტრირების ნაწილი განხორციელდება შესაბამისი
უწყების მიერ, ხოლო, შესაბამისი დანახარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში,
გაითვალისწინება მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რამდენადაც წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება მოცემული ნივთიერების მკაცრად
შეზღუდული ნარკოტიკული ნივთიერებების სიებში შეტანა, რაც გულისხმობს მათზე
სახელმწიფო მხრიდან კონტროლის განსაკუთრებული ღონისძიების დაწესებას (წინასწარი
შეთანხმების დოკუმენტის გაცემის გზით), თუმცა იგი არ უკავშირდება რაიმე ტიპის
გადასახდელის გადახდას, იმპორტიორის მხრიდან, ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული
პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით
(ნარკოტიკული დანაშაული - თავი XXXIII).
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
რამდენადაც მოცემული ნივთიერებების ქვეყანაში იმპორტის შემთხვევაში (რისი ალბათობაც
ძალზედ დაბალია) იგი დაექვემდებარება წინასწარი შეთანხმების პროცედურას, რაც, თავის
მხრივ, წარმოადგენს ადმინისტრაციულ პროცედურას, რომელიც სსიპ – სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ჩვეული
ადმინისტრაციული საქმიანობის ფარგლებში. კანონპროექტით გათვალისწინებული
ნივთიერებების შესაბამის სიებში დამატების პირობებში, მათზე გავრცელდება ის
რეგულაციები, რაც გათვალისწინებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული
ნივთიერებების ბრუნვისთვის, მათ შორის, სანქციების ნაწილში - პირს დაეკისრება სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი
მუხლებით (ნარკოტიკული დანაშაული - თავი XXXIII), აღნიშნული პასუხისმგებლობის
ადმინისტრირების ნაწილი განხორციელდება შესაბამისი უწყების მიერ, ხოლო, შესაბამისი
დანახარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაითვალისწინება მათთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის
გაცემა, იმპორტიორის მხრიდან, არ უკავშირდება რაიმე სახის მოსაკრებლის, საფასურის ან
სხვა გადასახდელის გადახდას. თუმცა აღნიშნული პროცედურის დარღვევის შემთხვევაში,
პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით (ნარკოტიკული დანაშაული - თავი XXXIII).
პასუხისმგებლობა შეიძლება განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
არ
მოახდენს
უარყოფით
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
ნარკოტიკული საშუალებების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების
საფუძველზე გაეროს „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ 1961 წლის კონვენციის,
„ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციისა და „ნარკოტიკული
საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ 1988 წლის კონვენციის თანდართულ სიებში განხორციელდა ცვლილება და სიებს
დაემატა რამდენიმე ნივთიერება. გაეროს 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“
საერთაშორისო კონვენციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის, 1971 წლის „ფსიქოტროპული
ნივთიერებების შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტისა და 1988 წლის
„ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ასევე,
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საერთაშორისო
ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით, გაეროს სიებში
განხორციელებული
ცვლილება
უნდა
აისახოს
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის თანდართულ სიებში.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,