„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/328, 18.10.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-23
ბიუროს ნომერი 297
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 119-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ პერიოდსა და განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას
სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე არ აქვს შესაბამისი მახასიათებლების მქონე
ზამთრის საბურავები ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების
გათვალისწინებით – შესაბამისი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ
წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 − მე-16 ნაწილები:
„14. ზამთრის საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მახასიათებლებს,
აგრეთვე, ამ მახასიათებლებთან საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების
შესაბამისობის დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
15. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
შეუზღუდოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ზონებში/გზის
მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა.
16. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის შემთხვევაში შესაძლებელია სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე
ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ
სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ
სადგომზე
შენახვის
ხარჯების
ანაზღაურება
სამართალდამრღვევს
დაეკისრება.
სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო
საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემდეგ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე, აუცილებელია თანმდევი
ცვლილებები განხორციელდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს საქართველოში საგზაო
მოძრაობის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, რომელიც მძღოლმა სატრანსპორტო
საშუალებით გადაადგილებისას უნდა გაითვალისწინოს.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება სახიფათოა ნისლის, წვიმის,
თოვლის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, როდესაც ხილვადობა შემცირებულია. ამ
მხრივ განსაკუთრებით სახიფათოა ზამთრის პერიოდში საქართველოს მაღალმთიან
რეგიონებში ისეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, რომელიც არაა აღჭურვილი
შესაბამისი საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. თოვლის და ყინულის
გამო გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოჭიდება მკვეთრად იკლებს, რაც მოძრაობის
გართულების პირდაპირპროპორციულია. რიგ შემთხვევებში პრობლემას ქმნის არა მარტო
უამინდობა, არამედ სატრანსპორტო საშუალების სათანადო აღჭურვილობის გარეშე
გადაადგილებაც, რისთვისაც კრიტიკულად აუცილებელია ამინდის შესაბამისი საბურავები.
საგულისხმოა, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს
რეგულაციებს
ზამთრის
პერიოდში
სატრანსპორტო
საშუალების
უსაფრთხო
გადაადგილებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონი ითვალისწინებს მაფრთხილებელ საგზაო ნიშანს − „მოლიპული გზა“, ასევე
მიმთითებელ საგზაო ნიშანს − „მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია“, „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს რეგულაციებს, თუ როგორ უნდა
მოიქცეს მძღოლი ზემოაღნიშნული ნიშნების მოქმედების არეალში. მოლიპული გზის
პირობებშიც კი, საქართველოს კანონმდებლობა არ ავალდებულებს მძღოლს იქონიოს
ზამთრის საბურავები. ხოლო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მითითებულ ნიშანთან
მიმართებით,
არ
არის
დადგენილი
პასუხისმგებლობა
იმ
შემთხვევებზე,
როდესაც
სატრანსპორტო საშუალების საბურავები არაა აღჭურვილი ჯაჭვით. ამასთან, არ არის
განსაზღვრული
საბურავების
ვარგისიანობის
ცალკეული
სტანდარტები
(მაგ.:
„პროტექტორების“ სიღრმე და სხვა.).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და
ზამთრის პერიოდში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სატრანსპორტო საშუალების
უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ავტორობით
მომზადდა
საკანონმდებლო
საკანონმდებლო
პაკეტით
ცვლილება
ცვლილებათა
შედის
პაკეტი.
საქართველოს
წარმოდგენილი
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში (შემდგომ − სამართალდარღვევათა კოდექსი) და 119-ე
მუხლს ემატება 21 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სანქციებს დაექვემდებარება იმ
სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
პერიოდსა და განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო
საშუალების რომელიმე თვალზე არ აქვს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
მახასიათებლების
მქონე
ზამთრის
საბურავები
ან
განსაკუთრებულ
შემთხვევაში,
მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით – საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე
მოცურების
საწინააღმდეგო
ჯაჭვები.
აღნიშნული
სამართალდარღვევა
გამოიწვევს
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის
მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 5 ქულით.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების აღსრულებისთვის აუცილებელია თანმდევი
ცვლილება შევიდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში და გაიწეროს
ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისათვის საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები. ამასთან, მნიშვნელოვანია
კანონში გაიწეროს ზოგადი ხასიათის მითითება მძღოლებისთვის, იმის შესახებ რომ
მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი იყოს ზამთრის
საბურავებით,
ხოლო
განსაკუთრებულ
შემთხვევაში,
მეტეოროლოგიური
პირობების
გათვალისწინებით, აგრეთვე, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ზემოაღნიშნული სამართალდარღვევისთვის
პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის
მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 5 ქულით, აუცილებელია
ცვლილება შევიდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართში.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მახასიათებლების მქონე ზამთრის
საბურავებით, აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების
გათვალისწინებით, არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით
სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების უზრუნველსაყოფად და „საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის მიზნით აუცილებელია ცვლილება
განხორციელდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით გაიწერება ის ძირითადი მოთხოვნები, რომელიც საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო
საშუალების გადაადგილებისათვის. ამასთან, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონი შესაბამისობაში იქნება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით წარმოდგენილ
საკანონმდებლო ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონში და მე-12 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „გ“ ქვეპუნქტი. ცვლილების
თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალული იქნება
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე, „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლით დადგენილ პერიოდში ზამთრის
საბურავების, აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების
გათვალისწინებით, არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების
გარეშე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონს ემატება ახალი, 161 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება ზამთრის პერიოდში
გადაადგილებისათვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი
მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის
მონაკვეთებზე ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) გადაადგილებისას
სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი უნდა იყოს ზამთრის საბურავებით.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იქნება განსაკუთრებულ
შემთხვევაში,
მეტეოროლოგიური
პირობების
გათვალისწინებით,
დაადგინოს
ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული პერიოდი. ამავე, მუხლის მე-2 პუნქტის
მიხედვით, განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფს შესაძლებლობა ექნება დააწესოს
დამატებითი მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ზამთრის საბურავებთან ერთად
არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე დამაგრებული უნდა ჰქონდეს მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვები. დასახელებული საგამონაკლისო ნორმები იძლევა შესაძლებლობას, კლიმატური
პირობების უეცარი ცვლილების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს საგზაო
უსაფრთხოების დაცვა.
აღნიშნული
ნორმით
ადმინისტრაციულ
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობას.
161
მოთხოვნების
დარღვევა
გამოიწვევს
მუხლის
და
პუნქტებით
მე-4
მე-5
გათვალისწინებულია, რომ ზამთრის საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების
მახასიათებლებს,
აგრეთვე,
ამ
მახასიათებლებთან
საბურავებისა
და
მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების შესაბამისობის დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს
მთავრობა. ამასთან, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს იმ ზონების/გზის მონაკვეთების
ჩამონათვალს, სადაც ამ მუხლით დადგენილ პერიოდში სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვებით.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე
მუხლის მე-10 პუნქტს ემატება ზოგადი, სარეკომენდაციო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც
გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ზამთრის პერიოდში
გადაადგილებისას
დიდია
სატრანსპორტო
საშუალების
მოცურების
ალბათობა
(განსაკუთრებით ზაფხულის საბურავებით). შესაბამისად, მიზანშეწონილია სატრანსპორტო
საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი იყოს ზამთრის საბურავებით, ხოლო განსაკუთრებულ
შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, აგრეთვე, მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის №5 დანართში და დანართით დამტკიცებულ სატრანსპორტო
საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილს
ემატება სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 21 ნაწილი. აღნიშნული ცვლილების
თანახმად,
იმ
სატრანსპორტო
საშუალების
მართვისთვის,
რომელსაც
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა და განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე
გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე არ აქვს საქართველოს
მთავრობის
მიერ
განსაკუთრებულ
დადგენილი
მახასიათებლების
მქონე
ზამთრის
შემთხვევაში,
მეტეოროლოგიური
პირობების
საბურავები
ან
გათვალისწინებით
–
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და
არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, პირს ფულად
ჯარიმასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული
ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-2 მუხლით დადგენილია, რომ 2024 წლის 1 იანვრამდე
საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს:
ა) ზამთრის საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მახასიათებლები,
აგრეთვე, ამ მახასიათებლებთან საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების
შესაბამისობის დადგენის წესი;
ბ) იმ ზონების/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე
პერიოდში სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით ან/და
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მე-3 მუხლით განისაზღვრა კანონის ამოქმედების თარიღი.
კერძოდ, წარმოდგენილი კანონის პროექტის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს ზამთრის
პერიოდში გადაადგილებისათვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის
ძირითად მოთხოვნებს, ასევე, ის ნორმები, რომელიც ადგენს სამართალდამრღვევისათვის
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 5
ქულით შემცირებას, ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან. ხოლო წარმოდგენილი კანონის მე2 მუხლი, რომლის თანახმადაც 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობა
ვალდებულია
გამოსცეს
ცალკეული
სამართლებრივი
აქტები,
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, რადგან 2024 წლის 1 იანვრიდან შესაძლებელი იყოს წარმოდგენილი
კანონის პროექტით მოცემული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებით
გამოწვეული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთარი შემოსავლების
ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტით
ცვლილება
შედის
სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც სანქციას დაექვემდებარება იმ
სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
პერიოდსა და განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო
საშუალების რომელიმე თვალზე არ აქვს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
მახასიათებლების
მქონე
ზამთრის
საბურავები
ან
განსაკუთრებულ
შემთხვევაში,
მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით – საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე
მოცურების
საწინააღმდეგო
ჯაჭვები.
აღნიშნული
სამართალდარღვევა
გამოიწვევს
დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის
მინიჭებული
ქულათა
რაოდენობის
შემცირებას
5
ქულით.
აღნიშნული,
ჯარიმის
ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამართალდარღვევების
ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ
არაუმეტეს 500 ლარისა.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაძლებელი
იქნება სამართალდამრღვევს დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და იგი
გადაყვანილ
იქნეს
სპეციალურ
დაცულ
სადგომზე.
გასათვალისწინებელია,
რომ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“
მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების
მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის საფასური
განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად: დაცულ სადგომზე შეყვანისა და 1 – 5 დღეღამის ჩათვლით დგომის პერიოდში მსუბუქი ავტომანქანისთვის საფასური შეადგენს 8 ლარს,
ავტობუსისთვის
(M2
კატეგორია)
−
10
ლარს,
სატვირთო
ავტომანქანისთვის
და
ავტობუსისთვის (M3 კატეგორია) − 14 ლარს, ხოლო დაცულ სადგომზე 5 დღე-ღამის შემდეგ
დგომის პერიოდში მსუბუქი ავტომანქანისთვის საფასური შეადგენს 4 ლარს, ავტობუსისთვის
(M2 კატეგორია) − 5 ლარს, სატვირთო ავტომანქანისთვის და ავტობუსისთვის (M3 კატეგორია)
− 7 ლარს. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე
შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილება გავლენას
მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ზემოაღნიშნული
დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდისას, სამართალდამრღვევის მიერ თანხის
ჩარიცხვა განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში, ასევე, პირის მიერ დადგენილ ვადაში
ჯარიმის გადაუხდელობისას მას მოუწევს საურავის გადახდაც, რაც გაზრდის სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ
სადგომზე გადაყვანის შემთხვევაში, ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე
შენახვის
ხარჯების
ანაზღაურებისას
სამართალდამრღვევის
მიერ
თანხის
ჩარიცხვა
განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის
ბიუჯეტში, რაც გაზრდის ამ უკანასკნელის შემოსავალს და შესაბამისად, სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შემოსავლების მიღება
დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობასა და სპეციალურ
დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტით
ცვლილება
შედის
სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლში და ემატება ახალი სამართალდარღვევა,
რომლითაც სანქციას დაექვემდებარება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა და განსაზღვრულ ზონებში/გზის
მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე არ აქვს
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავები ან
განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით –
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და
არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. აღნიშნული
სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო
საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 5
ქულით.
წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, რადგან ახალი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის
აუცილებელი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა, რაც
დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო ხარჯების ოდენობა
დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე. გარდა ამისა,
პროექტის თანახმად საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს ზამთრის საბურავებისა და
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მახასიათებლებს, აგრეთვე, ამ მახასიათებლებთან
საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების შესაბამისობის დადგენის წესს.
მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ზამთრის
საბურავების მახასიათებლები, ასევე ამ მახასიათებლებთან საბურავების შესაბამისობის
დადგენის წესი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს იმ სპეციალური
ხელსაწყოების შეძენას, რომლითაც შესაძლებელი იქნება საბურავის პროტექტორის სიღრმის
გაზომვა. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი შესყიდვის განხორციელებამდე საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწავლის ბაზარზე არსებულ სპეციალურ ხელსაწყოებს,
გამოიკვლევს მათ ტექნიკურ მახასიათებლებსა და საბაზრო ღირებულებას და აღნიშნული
ბაზრის კვლევის საფუძველზე მოხდება შესაბამისი რაოდენობის სპეციალური ხელსაწყოების
შესყიდვა. აღნიშნული ხარჯის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ასიგნებებიდან.
ამასთან, დანარჩენი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში, რადგან ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის განხილვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
შედგენის
უფლებამოსილება
ექნებათ
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილ პირებს. გარდა ამისა, სპეციალურ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო
საშუალების გადაყვანას და დგომისას მის შენახვას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, ხოლო აღნიშნული თანხების ანაზღაურება
სამართალდამრღვევს დაეკისრება.
გასათვალისწინებელია, რომ თუ სამართალდამრღვევი არ გადაიხდის ჯარიმას, მას
დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საურავი, ხოლო საურავის
დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში მის
მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება,
რომელსაც ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიურო
მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, სამართალდამრღვევის მიერ
საქართველოს
კანონმდებლობით
მისთვის
მინიჭებული
გასაჩივრების
უფლებით
სარგებლობის შემთხვევაში, საერთო სასამართლოების მიერ საქმის განხილვა მოხდება
მისთვის
გამოყოფილი
ასიგნებების
ფარგლებში.
აღნიშნული
ხარჯების
ოდენობა
კანონპროექტის
გავლენით
დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის საქმეთა რაოდენობაზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი
პროექტით,
სავალდებულო
იქნება
საქართველოს
მთავრობის
მიერ
განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
პერიოდში,
ზამთრის
საბურავებით,
აგრეთვე,
განსაკუთრებულ
შემთხვევაში,
მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონის პროექტი გავლენას მოახდენს იმ
პირების ხარჯებზე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პერიოდში,
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალებით გადაადგილდება მოუწევთ, რადგან სავალდებულო იქნება სატრანსპორტო
საშუალების ოთხივე თვალზე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მახასიათებლების
მქონე ზამთრის საბურავების, აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური
პირობების გათვალისწინებით, არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების შეძენა. ამასთან, წარმოდგენილი კანონის პროექტი გავლენას იქონიებს იმ ფიზიკური
და იურიდიული პირების შემოსავლებზე, რომლებიც გაყიდიან ზამთრის საბურავებს და
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებს.
მოცემული ხარჯებისა და შემოსავლების ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება
წარმოდგენილი კანონის პროექტის ამოქმედებისას ბაზარზე ზამთრის საბურავების არსებულ
ფასებზე.
ამასთან, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით ცვლილება შედის
სამართალდარღვევათა
კოდექსში
და
სანქციას
დაექვემდებარება
იმ
სატრანსპორტო
საშუალების მართვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა და
განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების
რომელიმე თვალზე არ აქვს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მახასიათებლების
მქონე ზამთრის საბურავები ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების
გათვალისწინებით – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მახასიათებლების ზამთრის
საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის
შემცირებას 5 ქულით. აღნიშნული, ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის
სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის
გასვლის
შემდეგ
სამართალდარღვევის
ჩადენისათვის
პირს
დაერიცხება
საურავი
დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე პროექტის მიღება გავლენას იქონიებს კანონპროექტით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებზე, მათთვის ჯარიმის დაკისრების
შემთხვევაში. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ პირი არ გადაიხდის ჯარიმას, მას დამატებით
დაეკისრება საურავის გადახდაც. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით,
მოცემული
სამართალდარღვევის
ჩადენის
შემთხვევაში
შესაძლებელი
იქნება
სამართალდამრღვევს დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ
იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების,
საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30
დეკემბრის №660 დადგენილებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“
დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის საფასური განისაზღვრება შემდეგი
ცხრილის შესაბამისად: დაცულ სადგომზე შეყვანისა და 1 – 5 დღე-ღამის ჩათვლით დგომის
პერიოდში მსუბუქი ავტომანქანისთვის საფასური შეადგენს 8 ლარს, ავტობუსისთვის (M2
კატეგორია) − 10 ლარს, სატვირთო ავტომანქანისთვის და ავტობუსისთვის (M3 კატეგორია) −
14 ლარს, ხოლო დაცულ სადგომზე 5 დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდში მსუბუქი
ავტომანქანისთვის საფასური შეადგენს 4 ლარს, ავტობუსისთვის (M2 კატეგორია) − 5 ლარს,
სატვირთო ავტომანქანისთვის და ავტობუსისთვის (M3 კატეგორია) − 7 ლარს. მოცემული
ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ
პირების
ფინანსურ
მდგომარეობაზე,
რომლებიც
ამ
კანონის
ამოქმედების
შემდეგ
დაჯარიმდებიან პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. ყოველწლიური
ფინანსური დანახარჯის ოდენობა დამოკიდებულია სამართალდარღვევათა ჩადენის
სიხშირეზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.