საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/325; 24.05.2023) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-16778/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-19
ბიუროს ნომერი 296 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-16778/23 19-10-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრების რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/325; 24.05.2023). საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 29 მაისის N257/3 გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე წამყვანი კომიტეტია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 4 სექტემბრის N279/38 გადაწყვეტილებით პროექტის განხილვის მაქსიმალურ ვადად განესაზღვრა 2023 წლის 6 ნოემბერი. ვინაიდან აღნიშნულ ვადაში რეგლამენტის პროექტის განხილვა ვერ ხერხდება, გთხოვთ, აღნიშნულ პროექტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 2023 წლის 6 ნოემბრიდან 3 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge