საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/330; 31.05.2023) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/310; 12.04.2023) საქართველოს კანონის პროექტი.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-16784/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-19
ბიუროს ნომერი 296 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-16784/23 19-10-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მოგმართავთ თხოვნით, რომ საკომიტეტო განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით: - საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/330; 31.05.2023); - საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/310; 12.04.2023). პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge