საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 10-11 ოქტომბერს ქალაქ პარიზში მივლინების ანგარიში (იუნესკოს სათაო ოფისში აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში (4-18 ოქტომბერი) განათლების სფეროში არსებული ხარვეზების შესახებ გამართული დებატები)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-23
ბიუროს ნომერი 297
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-16855/23
19-10-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10-11 ოქტომბერს იუნესკოს სათაო ოფისში, ქ.
პარიზი, აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში (4-18 ოქტომბერი) გაიმართა
განათლების
სფეროში
არსებული
ხარვეზების
შესახებ
დებატები,
რომელშიც
მონაწილეობა მივიღე როგორც საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: ანგარიში 1 ფ.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის
საფრანგეთის რესპუბლიკაში მივლინების ანგარიში
გაცნობებთ, რომ მ/წ 4‐18 ოქტომბერს იუნესკოს სათაო ოფისში, ქ.პარიზში, ტარდება
იუნესკოს აღმსასრულებელი სხდომა, რომლის ფარგლებშიც 10‐11 ოქტომბერს გაიმართა
განათლების შესახებ არსებულ ხარვეზებზე დებატები. დებატებში მონაწილეობის
მისაღებად მიწვეული ვიყავი, როგორც საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. დებატები, რომელშიც 30‐მდე მსოფლიოს ქვეყნის
საკანონმდებლო
და
აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენლები
მონაწილეობდნენ, გამოვიყენე საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე
რეფორმების და მიღწეული შედეგების იუნესკოს აღმსარულებელი კომიტეტის წევრებისა და
მოწვეული სტუმრებისთვის გასაცნობად. ვიზიტის ფარგლებში დამყარდა კავშირი მსოფლიო
სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთან და დაისახა
მიზნად განათლებისა და მეცნიერების სფეროში ინფორმაციის რეგულარული გაზიარება.
პატივისცემით,
გივი მიქანაძე
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე
13.10.2023