საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსით 2023 წლის 12-16 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-16856/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-23
ბიუროს ნომერი 297

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-16856/23 19-10-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ მ/წ 12-16 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსით მივლინებით ვიმყოფებოდი პოლონეთის რესპუბლიკაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: ანგარიში 1 ფ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის პოლონეთის რესპუბლიკაში მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ მ/წ 12‐16 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსით მივლინებით ვიმყოფებოდი პოლონეთის რესპუბლიკაში. მოგეხსენებათ, რომ 15 ოქტომბერს ჩატარდა პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები და ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობაში განვახორციელე არჩევნების დღეს მონიტორინგი. არჩევნებამდე, 13 და 14 ოქტომბერს დავესწარი დამკვირვებლებისთვის ორგანიზებულ სპეციალურ ტრენინგს და შეხვედრა გვქონდა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან, სადაც მოვისმინეთ მათი მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდზე შესაძლო დარღვევებზე გაკეთებული მოხსენებები. არჩევნების დღეს, 15 ოქტომბერს, მონიტორინგი განვახორციელ ქ. ვარშავასა და მის შემოგარენში. მოვინახულე 17 საარჩევნო უბანი და შევავსე შესაბამისი სადამკვირვებლო კითხვარი. მონიტორინგის შედეგად, არჩევნების მსვლელობისას რაიმე მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ჰქონია. პატივისცემით, გივი მიქანაძე საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე 13.10.2023