საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, თენგიზ შარმანაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის და მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულიკანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/356; 21.09.2023); ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ირმა ზავრადაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანის და ბაია კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/357; 27.09.2023).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17013/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-23
ბიუროს ნომერი 297

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17013/23 23-10-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები: − საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/356; 21.09.2023); − საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/357; 27.09.2023). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 60 დღით. აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე მოგვმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-16731/23 19-10-2023 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის წევრების ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, თენგიზ შარმანაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის და მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/356; 21.09.2023). საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 2 ოქტომბრის N286/1 გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ პროექტებზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო იმ კომიტეტად, რომლის დასკვნაც უნდა ერთოდეს კანონპროექტს განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელსაც განხილვის მაქსიმალურ ვადად განესაზღვრა 2023 წლის 23 ოქტომბერი. ვინაიდან აღნიშნულ ვადაში პროექტების განხილვა ვერ ხერხდება, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული პროექტების განხილვის ვადის გაგრძელება 2023 წლის 23 ოქტომბრიდან 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-16730/23 19-10-2023 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, საქართველოს პარლამენტში საქართველოს საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ირმა ზავრადაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანის და ბაია კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტები: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/357; 27.09.2023). საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 2 ოქტომბრის N286/2 გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ პროექტებზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო იმ კომიტეტად, რომლის დასკვნაც უნდა ერთოდეს კანონპროექტს განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელსაც განხილვის მაქსიმალურ ვადად განესაზღვრა 2023 წლის 23 ოქტომბერი. ვინაიდან აღნიშნულ ვადაში პროექტების განხილვა ვერ ხერხდება, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული პროექტების განხილვის ვადის გაგრძელება 2023 წლის 23 ოქტომბრიდან 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი