საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-23
ბიუროს ნომერი 297
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412313688440
22.10.2023
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება ფიზიკური პირთა წარმომადგენლის საქმიანობის
შეზღუდვის შესახებ სამოქალაქო პროცესში
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105–ე მუხლის თანახმად, გთხოვთ,
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.000.301) 400–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: "მუხლი 440.
წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვა სამოქალაქო პროცესში": პირს, რომელსაც არ
ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება
საერთო სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს,
მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ
ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე." საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს
იმ საკანონმდებლო "თეთრი ლაქის" შევსებას, რომლის თანახმად იმ პირებს, რომელსაც არ
ჩაუბარებიათ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულან საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციაში, აქვთ უფლება წარმომადგენლის უფლებამოსილება
განახორციელონ საერთო სასამართლოების პირველ ინსტანციაში. ამგვარი რეგულირების
პირობებში, ფიზიკურ პირთა უფლებების დაცვის უფლებით სარგებლობენ ისეთი პირები,
რომლებიც არაკომპეტენეტურები არიან დასაცავ პირთა უფლებები დაიცვან სააპელაციო და
საკასაციო ინსტანციებში. ანუ, ხელოვნურად ადგილი აქვს პირველ ინსტანციაში
არაკომპეტენტური პირების დაშვებას კვაზი–ადვოკატებად. ამ პირობებში მნიშვნელოვანი
ზიანი ადგებათ დასაცავი პირების უფლებებს, ვინაიდან კვაზი–ადვოკატთა საქმიანობა
პირველ ინსტანციაში იწვევს იმდაგვარ უკონტროლობას, რომლის გამოსწორებაც
შეუძლებელია ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში. ასე, მაგალითად, სააპელაციო
სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო
წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო
მიზეზით არ წარადგინა (იხ. სამიზნე კანონის მუხლი 380.2). პატივისცემით, შალვა
ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: