„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/329, 20/10/2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-30
ბიუროს ნომერი 298
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საგადასახადო
დავალიანებებისა
და
სახელმწიფო
სესხების
მუხლი
1.
რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“.
2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით:
„ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი
საწარმოების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის,
აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების,
მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული
პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და
სამართლებრივ საფუძვლებს აღნიშნული საწარმოების საფინანსო-ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესების და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით.“.
3. პირველი მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ )
კომისია
–
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროსთან
შექმნილი
ვადაგადაცილებული
სასესხო
დავალიანებების
რესტრუქტურიზაციის
მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და
დებულებას
ამტკიცებს
საქართველოს
მთავრობა.
კომისიის
შემადგენლობაში,
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ე“ – „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ სასესხო დავალიანების დადგენილ ვადაში
დაფარვის შეუძლებლობა;
ვ)
ვადაგადაცილებული
სასესხო
დავალიანებების
რესტრუქტურიზაცია
–
ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, ჯარიმის, საურავის,
პირგასამტეხლოს და სხვა) გაყინვა ან/და გადავადება. სასესხო დავალიანების
რესტრუქტურიზაცია უნდა მოიცავდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების
რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე ამ სასესხო დავალიანების ფარგლებში არსებული
ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაციას;
ზ) დავალიანების გაყინვა – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის
ვალდებულების განსაზღვრული ვადით შეჩერება;
თ) დავალიანების გადავადება – ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების
დაფარვის ვალდებულების განვადება;
ი)
განსაკუთრებული
შემთხვევა
–
შემთხვევა,
როდესაც
ხორციელდება
ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულის)
რესტრუქტურიზაცია შემდეგი პირობების არსებობისას:
ი.ა) მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად იმ საწარმოს
საპრივატიზებოდ მომზადება, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო
პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, ან/და რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური
განვითარებისათვის სტრატეგიული დანიშნულება ან/და საექსპორტო პოტენციალი აქვს;
ი.ბ) საწარმოს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც
წარმოიშვა იმ საქონლის/მომსახურების მიწოდებისათვის ანაზღაურების მიუღებლობის
გამო, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო;“;
დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ერთი შესასრულებელი ვალდებულება − განსაზღვრული თარიღისათვის
არსებული ერთი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.“.
4. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 2. ზოგადი დებულებანი
1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, მათ შორის,
განსაკუთრებულ შემთხვევაში, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და
ჩამოწერა, პატიება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის
გარკვეული
დისკონტით
დათმობა
ხორციელდება
საქართველოს
მთავრობის
განკარგულებით, ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონით დადგენილი წესი (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში)
ვრცელდება
ვადაგადაცილებული
სასესხო
დავალიანების
რესტრუქტურიზაციის
განხორციელების დროისათვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე.
3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ამ კანონით დადგენილი წესით
რესტრუქტურიზაციის უფლება საწარმოს ეძლევა მხოლოდ
გადახდისუუნარობის
შემთხვევაში და ერთ შესასრულებელ ვალდებულებაზე მხოლოდ ერთხელ, გარდა
განსაკუთრებული შემთხვევისა.
4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა
განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით.“.
5. მე-3 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე
სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე
პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის
გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების
წესები“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო
დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის
გადაკისრების,
დაფარვის
მოთხოვნის
უფლების
სხვა
იურიდიული
პირისათვის
გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის საკითხს შეისწავლის კომისია.
2. კომისიას უფლება აქვს, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების
რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და
ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების
სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის საკითხის შესწავლისას
მოიწვიოს საწარმოს, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა
წარმომადგენლები.“;
გ) მე-3 პუნქტის:
გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული სასესხო
დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე საწარმოს მიერ რესტრუქტურიზაციის
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
პირობების
დარღვევის
შემთხვევაში
რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ;“;
გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში
მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში
ცვლილების შეტანის შესახებ;“;
გ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ცალკეული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების ოდენობის დაზუსტების
შესახებ, ამ დავალიანებების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის
გათვალისწინებით.“;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის
შესასწავლად საწარმო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შემდეგ
დოკუმენტებს:
ა) საწარმოს ხელმძღვანელის წერილობით მიმართვას;
ბ)
პარტნიორთა/აქციონერთა
კრების,
უფლებამოსილ
პირთა
გადაწყვეტილებას
ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ;
გ)
ვადაგადაცილებული
განხორციელებაზე
იმ
სასესხო
კრედიტორთა
დავალიანებების
თანხმობას,
რომელთა
რესტრუქტურიზაციის
მოთხოვნა
შეადგენს
კრედიტორთა (სახელმწიფოს გარდა) მოთხოვნების საერთო მოცულობის ორ მესამედზე
მეტს;
დ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის გეგმას;
ე) წინადადებებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების გაყინვის ან/და
გადავადების პირობებისა და ვადების შესახებ;
ვ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს/ორგანოების მიერ გაცემულ ინფორმაციას ან
შედარების აქტს საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ზ) დებიტორებისა და კრედიტორების სიას (თანხების მითითებით), დამოწმებულს
საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ;
თ) უძრავი ქონების ჩამონათვალს და ამ ქონების ღირებულების შესახებ აუდიტორულ
დასკვნას;
ი) საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ დამოწმებულ გასული და
მიმდინარე წლების საბუღალტრო ბალანსებს და ამავე ფორმით დამოწმებულ დოკუმენტს
გადახდისუუნარობის განმაპირობებელი მიზეზების აღწერის შესახებ.
შენიშვნა: მუნიციპალიტეტს არ ევალება ამ პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა.“;
ე) მე-5 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ მუხლის
მე-4
ან
41 პუნქტით
გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის (ან საწარმოს წერილობითი მოთხოვნით – ერთერთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში დანარჩენი დოკუმენტების) მიღების
შემდეგ დოკუმენტებსა და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს კომისიას, რომელიც ორი
თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების
რესტრუქტურიზაციის ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და
ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების
სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის მიზანშეწონილობის
შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტები შეიძლება წარედგინოს
მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. საწარმოს მიერ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროში დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს ადგენს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
6. კომისიის მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის,
ასევე სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის
მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის
შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება ხელშეკრულება,
რომელშიც აისახება დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები, ვადები, მათი
დაფარვის გრაფიკი და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;
ბ) შესაბამის მხარეებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის იდება
ხელშეკრულება სასესხო დავალიანების მესამე პირისათვის გადაკისრების ან/და დაფარვის
მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის
შესახებ.
7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს
ფინანსთა სამინისტრო კომისიის ოქმს და ხელშეკრულების/ხელშეკრულებების
ასლს/ასლებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას
ვადაგადაცილებული
სასესხო
დავალიანების
რესტრუქტურიზაციის
ან
სასესხო
დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, დაფარვის
მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის
შესახებ.
8. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება რესტრუქტურიზებულად ითვლება და
საწარმო რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობას იწყებს საქართველოს მთავრობის
განკარგულებით განსაზღვრული თარიღიდან.“;
ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი
დასკვნა ეგზავნება საწარმოს. დასკვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებს ან/და
შენიშვნებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა ვადაგადაცილებული სასესხო
დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე ან სასესხო დავალიანების უიმედო სესხად
აღიარებასა და ჩამოწერაზე, პატიებაზე, მესამე პირისათვის გადაკისრებაზე, დაფარვის
მოთხოვნის
უფლების
სხვა
იურიდიული
პირისათვის
გარკვეული
დისკონტით
დათმობაზე.“.
6. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა სახის ღონისძიებებს,
რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ამ საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესება და რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების
დაფარვა;“.
8. მე- 7 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის
რეჟიმში მუშაობის პირობები“;
ბ) პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში
საწარმო ვალდებულია:
ა) სრულად და დროულად დაფაროს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებანი;
ბ)
შეასრულოს
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროსთან
დადებული
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
2. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში
საწარმოს უფლება აქვს წინასწარ დაფაროს რესტრუქტურიზებული თანხა ან მისი ნაწილი
ამ პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად და წერილობით
მოითხოვოს შესაბამისი ცვლილების შეტანა (მათ შორის, გადახდის ვადისა და თანხის
შემცირება)
დავალიანებების
დაფარვის
შესახებ
გაფორმებულ
გრაფიკში.
ასეთ
შემთხვევაში მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია. თანხის
წინასწარ დაფარვის შემთხვევაში წინასწარ დაფარულ თანხას სარგებელი არ ერიცხება.
3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში
კრედიტორებს,
რომლებმაც
საწარმოს
თანხმობა
მისცეს
დავალიანების
რესტრუქტურიზაციაზე, უფლება არა აქვთ სასამართლოში შეიტანონ განცხადება
საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ და სასამართლოში აღძრან საქმე
დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.“.
9. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის
დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა
1.
ვადაგადაცილებული
სასესხო
დავალიანების
რესტრუქტურიზაციის
ვადა
მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება:
ა) საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
საქართველოს მთავრობის განკარგულებით;
პირობების
დარღვევის
შემთხვევაში,
ბ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობებით
გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;
გ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, თუ საწარმომ
წინასწარ
(ვადამდე)
სრულად
დაფარა
რესტრუქტურიზებული
დავალიანება
ამ
პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად;
დ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის
განკარგულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის
ვადამდე შეწყვეტისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს
მიმართ იყენებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნის
უზრუნველყოფის საშუალებას, ხოლო ასეთი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების
არარსებობის შემთხვევაში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო
დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.“.
მუხლი 2.
1. რესტრუქტურიზებულ
ვადაგადაცილებულ
საგადასახადო
დავალიანებებთან
მიმართებაში, რომელთა რესტრუქტურიზაციის ვადა არ დამთავრებულა ამ კანონის
ამოქმედებამდე, რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პირობები წყდება:
ა)
საწარმოს
მიერ
ვადაგადაცილებული
საგადასახადო
დავალიანების
რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის
შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით;
ბ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების
რესტრუქტურიზაციის
პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;
გ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, თუ საწარმომ
წინასწარ
(ვადამდე)
სრულად
დაფარა
რესტრუქტურიზებული
დავალიანება
ამ
პერიოდისათვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად;
დ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის
განკარგულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ვადაგადაცილებული
საგადასახადო
დავალიანებების
რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას:
ა)
რესტრუქტურიზებული
ვადაგადაცილებული
საგადასახადო
დავალიანების
გადაუხდელ თანხაზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან საწარმოს მიმართ
გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული
ფინანსური სანქციები;
ბ) რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელი თანხების
იძულებით ამოსაღებად საგადასახადო ორგანოები იყენებენ საქართველოს საგადასახადო
კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.“.
მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის
შესახებ“
საქართველოს
კანონმდებლობის
კანონის
შესაბამისად
მოქმედი
შექმნილი
რედაქცია
საწარმოების,
ადგენს
საქართველოს
როგორც
სასესხო,
ისე
ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობებს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს, საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებული
საკითხები სრულად რეგულირდებოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით,
ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია საკმარისი
ინსტრუმენტები
საჭიროების
შემთხვევაში
გადასახადის
გადამხდელისათვის
საგადასახადო ტვირთის შესამსუბუქებლად, როგორიცაა მაგალითად: საგადასახადო
შეთანხმება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება. შესაბამისად,
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის
შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებული უნდა იქნას ჩანაწერები, რომლებიც ეხება
საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხები რეგულირდება
კანონით, შესაბამისად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან
დაკავშირებული
დავალიანებებისა
საკითხები
აღარ
და სახელმწიფო
იქნება
რეგულირებული
„საგადასახადო
სესხების რესტრუქტურიზაციის
შესახებ“
საქართველოს კანონით და საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხები
სრულად იქნება გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად განსაზღვრულია
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
შექმნილი
საწარმოების
ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების
რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და
ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების
სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის ზოგად პრინციპებს,
ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს აღნიშნული საწარმოების საფინანსოეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და გადახდისუნარიანობის ამაღლების
მიზნით. კანონპროექტის მიხედვით, კანონიდან ამოღებული იქნება ჩანაწერები,
რომლებიც ეხება საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის საკითხის
განხილვისა
და
გადაწყვეტის
დაექვემდებარება
მხოლოდ
წესს
და
აღნიშნული
საწარმოების
კანონით
სასესხო
რეგულირებას
დავალიანებების
რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და
ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების
სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის წესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე)
კანონპროექტის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას
სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად
გადასახადის გადამხდელს აღარ ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს რესტრუქტურიზაცია,
მას
შესაძლებლობა
ექნება
მიმართოს
საგადასახადო
ორგანოს
საქართველოს
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო შეთანხმების გაფორმების
ან საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თხოვნით.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე)
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება,
ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ
კანონპროექტის მიღების შედეგად გადასახადის გადამხდელს აღარ ექნება შესაძლებლობა
მოითხოვოს რესტრუქტურიზაცია, მას შესაძლებლობა ექნება მიმართოს საგადასახადო
ორგანოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო
შეთანხმების გაფორმების ან საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების
თხოვნით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების / შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.