„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-30
ბიუროს ნომერი 298
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნას შემდეგი
ცვლილება:
1. 42-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ სამეურვეო საბჭომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ წარდგენილი არც ერთი კანდიდატურა არ აირჩია,
აღნიშნული სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წარუდგენს კონკურსის წესით
შერჩეულ ახალ კანდიდატურას. სამეურვეო საბჭოს განმეორებითი უარის
შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რომლის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ახალი დირექტორის
არჩევამდე. სამინისტრომ არ შეიძლება სამეურვეო საბჭოს განმეორებით
წარუდგინოს ასარჩევად ან დირექტორად დანიშნოს პირი, რომელიც
მიმდინარე არჩევნებში არ აირჩია სამეურვეო საბჭომ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
აღნიშნული კანონპროექტის მიზანია სკოლების დამოუკიდებლობის გაზრდა და
განათლების სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება.
ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებების პოლიტიზება
საქართველოში საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ხშირად
ხდება საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების საარჩევნო
კამპანიაში ჩართვის იძულება და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების
გამოყენება.
წინასაარჩევნოდ განათლების სამინისტრო დირექტორებზე და მათი მეშვეობით
მთელს საგანმანათლებლო სექტორზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღად
სხვადასხვა მეთოდებს იყენებდა და ამ მავნე პრაქტიკას ისევ აგრძელებს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებოდა
საჯარო სკოლებში განხორციელებული დაუგეგმავი ინსპექტირებები. ერთ-ერთ
ასეთ ფაქტს წარმოადგენდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში საპრეზიდენტო
არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის ჩატარებული არაგეგმიური
ინსპექტირება, რასაც საბოლოოდ სკოლის დირექტორის გარდაცვალება მოჰყვა.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებზე ზეწოლა 2020 წლის
არჩევნებზეც თვალსაჩინო იყო. თუმცა, ამჯერად, პოლიტიკური მიზნებით
ინსპექტირების ნაცვლად, „არასასურველი“ დირექტორების მიმართ სადამსჯელო
მექანიზმად უფლებამოსილების ვადის ამოწურვა მოგვევლინა. 2020 წელს,
წინასაარჩევნო
პერიოდში,
დირექტორთა
ერთ
ნაწილს,
რომელთაც
უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადა ამოეწურათ, განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ ხელშეკრულება არ გაუგრძელა მაშინ, როცა დირექტორთა მეორე
ნაწილი მოვალეობის შემსრულებლად დატოვა.
2023 წლისთვის კი საჯარო სკოლებში დაიწყო დირექტორთა არჩევა/დანიშვნის
პროცესი. სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტი საჯარო სკოლის
აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის
მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა და სკოლის დირექტორობის არაერთი
მსურველი არჩევნებს მიღმა დატოვა.
სამინისტროს ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა
და პედაგოგებმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და იგი პოლიტიკურად
მოტივირებულად შეაფასეს.
რამდენიმე სკოლაში დირექტორთა არჩევის პროცესში დაფიქსირდა შემთხვევა,
როდესაც სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს სამინისტროს
მიერ წარდგენილ კანდიდატს. ასეთ შემთხვევაში, ზოგადი განათლების შესახებ
კანონის არსებული რედაქციით, განათლების სამინისტროს აქვს უფლება
დისკრეციის ფარგლებში დირექტორად დანიშნოს სასურველი კანდიდატი.
ამგვარი ჩანაწერი აზრს უკარგავს სამეურვეო საბჭოს როლს, აკნინებს სკოლების
ავტონომიურობას და აძლიერებს პოლიტიკურ გავლენებს განათლების სისტემაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საკითხები, რომელსაც კანონპროექტი ეხება, მიეკუთვნება „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულირების სფეროს.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად საჭიროა ამ კანონში
შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტით მოხდება სკოლების დამოუკიდებლობისა და
სამეურვეო საბჭოს როლის გაზრდა. ამასთან, ხელი შეეწყობა სკოლის
დირექტორების პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
დღეს მოქმედი რედაქციით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 42-ე მუხლის
მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამეურვეო საბჭოები სკოლის დირექტორთა არჩევისას
ფორმალურ როლს ასრულებენ. თუ საბჭო ვერ/არ აირჩევს დირექტორს, მაშინ მას
სამინისტრო ნიშნავს, რაც აზრს უკარგავს სამეურვეო საბჭოს ჩართულობას ამ
პროცესში.
შემოთავაზებული ცვლილებებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტი ყალიბდება ახლებური რედაქციით და
ფართოვდება სკოლის სამეურვეო საბჭოს როლი, რაც გამოიხატება მისი
ფუნქციების გაზრდაში დირექტორის არჩევისას. კერძოდ, თუ სამეურვეო საბჭომ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი არც
ერთი კანდიდატურა არ აირჩია, აღნიშნული სამინისტრო სამეურვეო საბჭოს
წარუდგენს კონკურსის წესით შერჩეულ ახალ კანდიდატურას, ნაცლად მოქმედი
წესისა, როდესაც საბჭოს მიერ კანდიდატის ვერ/არ არჩევის შემთხვევაში
სამინისტრო
დირექტორს.
დისკრეციული
უფლებამოსილების
გამოყენებით
ნიშნავს
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სამინისტროს მიერ
წარმოდგენილი დირექტორობის კანდიდატისთვის სამეურვეო საბჭოს მიერ
განმეორებითი უარის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი უფლებამოსილი იქნება დანიშნოს დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, რომლის უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება ახალი
დირექტორის არჩევამდე.
შემოთავაზებული კანონპროექტით, სამინისტროს არ შეეძლება სამეურვეო საბჭოს
განმეორებით წარუდგინოს ასარჩევად ან დირექტორად დანიშნოს პირი, რომელიც
მიმდინარე არჩევნებში არ აირჩია სამეურვეო საბჭომ. დღეს მოქმედი რედაქციით
სამინისტროს აქვს უფლებამოსილება დირექტორად დანიშნოს ის პირიც, ვინც
სამეურვეო საბჭომ არ/ვერ აირჩია თანამდებობაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ინიციატორის მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა, რადგან სკოლის დირექტორების არჩევა/დანიშვნის პროცესი ახლა
მიმდინარეობს. კანონპროექტის სწრაფი ამოქმედებით შემცირდება სკოლებზე
პოლიტიკური
გავლენების
რისკები.
შესაბამისად,
მიზანშეწონილია,
საკანონმდებლო ცვლილებები დროულად იქნას მიღებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ხატია დეკანოიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ხატია დეკანოიძე