„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე
ნომერი
#07-3/371/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-30
ბიუროს ნომერი 298

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო. სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე, სკოლის მასწავლებელი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: აღნიშნული კანონპროექტის მიზანია საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების რისკების შემცირება და განათლების სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება. ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებების პოლიტიზება საქართველოში საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ხშირად ხდება საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის იძულება და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება. არსებობს უამრავი ფაქტი, როდესაც სკოლის დირექტორიები, მათი მოადგილეები და მასწავლებლები მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, როგორც კომისიის წევრები. მათთვის ამ ტიპის სამუშაოს შესრულება სახელისუფლებო პარტიის დავალებითა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსების ჩართულობით ხდება, რაზეც უარის თქმა მათ არ შეუძლიათ, რადგან ეს ფაქტობრივად ნიშნავს სამსახურის დაკარგვას. სკოლის დირექტორები და მათი მოადგილეები ხშირად საუბნო საარჩევნო კომისიებში წამყვან პოზიციებზე გვხვდებიან, რაც კიდევ უფრო ზრდის განათლების სისტემის წარმომადგენელთა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკითხები, რომელსაც კანონპროექტი ეხება, მიეკუთვნება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ორგანული კანონით გათვალისწინებულ რეგულირების სფეროს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ამ კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რათა თავიდან ავირიდოთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით მოხდება სკოლის დირექტორების, მათი მოადგილეებისა და მასწავლებლების პოლიტიკური ზეგავლენებისგან დაცვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგენს იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებსაც უფლება არ აქვთ არჩეული ან დანიშნული იყონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად. შემოთავაზებული ცვლილებებით „სქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-6 პუნქტს ემატება „ო“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სკოლის დირექტორს, მის მოადგილესა და მასწავლებელს ეკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა, რაც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების რისკების შემცირებასა და განათლების სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილ კანონპროექტს ფინანსური შედეგები ექნება იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, თუ ისინი სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის ან მასწავლებლის პოზიციაზე ყოფნის დროს გადაწყვეტენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობას. მათ ამის უფლება მოცემული კანონპროექტის მიხედვით ეკრძალებათ და შესაბამისად ვერ მიიღებენ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთათვის განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახდელი. გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: სახის კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ხატია დეკანოიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ხატია დეკანოიძე