საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 23-25 ოქტომბერს ლატვიის რესპუბლიკაში მისი და პარლამენტის წევრის ბაია კვიციანის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-30
ბიუროს ნომერი 298
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-17286/23
27-10-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ
ანგარიშს 2023 წლის 23-25 ოქტომბერს ლატვიის რესპუბლიკაში ჩემი და დეპუტატ ბაია
კვიციანის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ.
დანართი: „1 ფურცელი“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის და დეპუტატ ბაია
კვიციანის სამუშაო ვიზიტის ანგარიში ლატვიის რესპუბლიკაში
2023 წლის 23-25 ოქტომბერი
2023 წლის 23-25 ოქტომბერს ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის აგიტა ზარინა-სტურეს მოწვევის საფუძველზე
განხორციელდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის და
დეპუტატ ბაია კვიციანის სამუშაო ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრები:
1. შეხვედრა ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების
კომიტეტის თავმჯდომარეს აგიტა ზარინა-სტურეს და კომიტეტის წევრებთან.
შეხვედრაზე
ორი
ქვეყნის
პარლამენტის
კომიტეტებს
შორის
არსებული
ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ძირითადი
აქცენტი ლატვიის სახელოვნებო განათლების სისტემაზე გაკეთდა, რომელიც
საქართველოში
მიმდინარე
სახელოვნებო
განათლების
რეფორმისთვის
წარმატებულ მოდელს წარმოადგენს.
2. შეხვედრა
ლატვიის
კულტურის
სამინისტროს
და
ეროვნული
ცენტრის
წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს არსებული კანონმდებლობით კულტურის
სფეროს რეგულაციების საკითხები.
3. შეხვედრა
ლატვიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის
ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე აინარს ლატკოვსკისს და ჯგუფის წევრებთან.
შეხვედრაზე
საპარლამენტთაშორისო
მეგობრობის
ჯგუფების
არსებობის
მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
4. შეხვედრა იურმალის მერთან ქალბატონ რიტა სპროგესთან , რომელმაც სახელოვნებო
განათლების და ლატვიაში არტ ინდუსტრიის გამოცდილების შესახებ ისაუბრა .
სამომავლოდ დაიგეგმა საქართველოს მუსიკალურ სკოლებთან გაცვლითი პროგრამების
განხორციელება.