საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქეების: კახა კუკავას, მარიამ კაკიაშვილის, შორენა ვახტანგიშვილის, თათია ინაძის, ლელა გაფრინდაშვილის, კობა კორთხონჯიას, მარინე ხატიაშვილის, ინგა გოგელაშვილის, პაატა მაცაბერიძის, არსენ ნადირაძის, ილია ბეგლარიშვილის, მარინე ზარანდიას, დალი გოგიჩაშვილის, ნონა გულორდავას, მარიამ ჟღერიას, თორნიკე მუმლაძის და ქეთევან ადამიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“, „ნოტარიატის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“, „არბიტრაჟის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (№1-12291/23; 19.09.2023); ბ) საქართველოს მოქალაქეების: ლაშა ტუღუშის, ეკატერინე ციმაკურიძის, ნინო ჩხობაძის, ნათია კუპრაშვილის და დავით ცისკარიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებსა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (№1-12295/23; 19.09.2023).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17292/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-30
ბიუროს ნომერი 298

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17292/23 27-10-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები: − კახა კუკავას, მარიამ კაკიაშვილის, შორენა ვახტანგიშვილის, თათია ინაძის, ლელა გაფრინდაშვილის, კობა კორთხონჯიას, მარინე ხატიაშვილის, ინგა გოგელაშვილის, პაატა მაცაბერიძის, არსენ ნადირაძის, ილია ბეგლარიშვილის, მარინე ზარანდიას, დალი გოგიჩაშვილის, ნონა გულორდავას, მარიამ ჟღერიას, თორნიკე მუმლაძის და ქეთევან ადამიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-12291/23; 19.09.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბერი); − ლაშა ტუღუშის, ეკატერინე ციმაკურიძის, ნინო ჩხობაძის, ნათია კუპრაშვილის და დავით ცისკარიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტსა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-12295/23; 19.09.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბერი). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge