საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის ინსპექციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტების (№07-2/323; 04.10.2023) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-17291/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-30
ბიუროს ნომერი 298

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-17291/23 27-10-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 9 ოქტომბრის N291/4 გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№072/323; 04.10.2023). განხილვის ვადად წამყვანი კომიტეტისთვის (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი) განსაზღვრულია 13.10.-13.11., ხოლო სავალდებულო (ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და კომიტეტებისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებისთვის) 13.10. – 30. 10. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მოგვმართა N 2-17164/23, 25.10.2023 წერილით, რომლითაც ზემოთაღნიშნული კანონების პროექტებისთვის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელებას ითხოვს 30 დღით. შესაბამისად, გთხოვთ წარმოდგენილი კანონების პროექტებისთვის განხილვის ვადა როგორც სავალდებულო, ისევე წამყვანი კომიტეტისთვის გააგრძელოთ 30 დღით. დანართი: 01 ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-17164/23 25-10-2023 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ბერაიას ბატონო ირაკლი, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 9 ოქტომბრის N291/4 გადაწყვეტილებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულო კომიტეტად საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/323; 04.10.2023). კანონპროექტების განხილვის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 30 ოქტომბერი. ობიექტურ მიზეზთა გამო, ვერ ხერხდება ხსენებული საკითხის ზემოთ მითითებულ ვადაში განხილვა. გთხოვთ უზრუნველყოთ კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge