საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პროკურატურის 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის (№1-6915/23; 15.05.2023) განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17460/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-31
ბიუროს ნომერი 299

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17460/23 31-10-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილია საქართველოს პროკურატურის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში (N1-6915/23; 15.05.2023). აღნიშნულ საკითხზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 60 დღით. აღნიშნული საკითხის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-17330/23 30-10-2023 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N252/4; 15.05.2023 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში საქართველოს პროკურატურის 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ (№1-6915/23; 15.05.2023), რომლის განხილვის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 01 ნოემბრამდე). ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს საკითხის ზემოთ მითითებულ ვადაში განხილვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ უზრუნველყოთ ანგარიშის განხილვის ვადის გაგრძელება 60 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დასახელებული