საქართველოს პარლამენტის წევრების: თენგიზ შარმანაშვილის, ირაკლი ბერაიას, ხატია წილოსანის, ირაკლი ჩიქოვანის, გოგი მეშველიანის, რესან კონცელიძის, რატი იონათამიშვილის და ალექსანდრე დალაქიშვილის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (№07-3/342; 28.06.2023) პაკეტიდან „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით პლენარულ სხდომაზე განხილვის ახალი ვადის (14-17 ნოემბერი) განსაზღვრის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-01
ბიუროს ნომერი 300
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-17512/23
31-10-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს N281/5 2023 წლის 18 სექტემბრის
გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის წევრების: თენგიზ შარმანაშვილის, ირაკლი
ბერაიას, ხატია წილოსანის, ირაკლი ჩიქოვანის, გოგი მეშველიანის, რესან კონცელიძის, რატი
იონათამიშვილისა და ალექსანდრე დალაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი კანონების პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო
კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/342, 28.06.2023) განიხილა, როგორც წამყვანმა კომიტეტმა
(იურიდიული კომიტეტი) , ასევე სავალდებულო კომიტეტებმა (ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები)
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მზადდება საქართველოს
ადმინისტრაციულ
საპროცესო
კოდექსში
ცვლილებების
შეტანის
შესახებ
ახალი
კანონპროექტი, ინიციატორებს მიზანშეწონილად მიგვაჩნია ჩვენს მიერ წარმოდგენილი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
კანონპროექტის გამოთხოვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3
პუნქტის შესაბამისად.
ამასთანავე,
ვინაიდან ბიუროს მიერ კანონპროექტების განხილვისთვის დადგენილ
დაჩქარებულ ვადებში ვერ მოხერხდა ამავე პაკეტში შემავალი „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის განხილვა,
გთხოვთ, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე საქართველოს
პარლამენტის ბიურომ განხილვისათვის განსაზღვროს დაჩქარებული წესით განხილვის
ახალი ვადები.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
თენგიზ შარმანაშვილი
პარლამენტის წევრი
ირაკლი ბერაია
პარლამენტის წევრი
ხატია წილოსანი
პარლამენტის წევრი
ირაკლი ჩიქოვანი
პარლამენტის წევრი
გოგი მეშველიანი
პარლამენტის წევრი
რესან კონცელიძე
პარლამენტის წევრი
რატი იონათამიშვილი
პარლამენტის წევრი
ალექსანდრე დალაქიშვილი