1. წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენასთან დაკავშირებული რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 2. სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 3. . სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.10.2023
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[4cd1]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-30
კომიტეტის სხდომის ნომერი 92

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2496?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 30 ოქტომბერი 2023 15:30 2023 წლის 30 ოქტომბერი, 15:30 საათი საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენასთან დაკავშირებული რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; 2. სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური; 3. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი - ალექსანდრე კუტიბაშვილი; 4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი - ირაკლი მხეიძე; 10/30/2023, 10:52 AM https://parliament.ge/print/announcement/2496?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ისკო დასენის, ბეჟან წაქაძის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილის, რამინა ბერაძის და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილo საქართველოს კანონების პროექტების: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ I - მოსმენით განხილვა (07-3/365; 11.10.2023); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი; 6. სხვა საორგანიზაციო საკითხები. 10/30/2023, 10:52 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N92 2023 წლის 30 ოქტომბერი, 15:30 საათი საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, გენრიეტა წიწავა (ანტონ ობოლაშვილის უ/მ), სალომე ჯინჯოლავა, დიმიტრი ხუნდაძე, ზაალ მიქელაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა წითლიძე, გიორგი გოდაბრელიძე, შალვა შავგულიძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და სხვა მოწვეული პირები; კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 12 წევრის დასწრებით. სხდომის მდივანი: ირაკლი ციმინტია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხები: 1. წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენასთან დაკავშირებული რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 2. სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 3. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ისკო დასენის, ბეჟან წაქაძის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილის, რამინა ბერაძის და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილo საქართველოს კანონების პროექტების: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ I - მოსმენით განხილვა (№07-3/365; 11.10.2023); 6. სხვა საორგანიზაციო საკითხები; სხდომის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ დაადასტურა კვორუმის არსებობა, კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცდა სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა მიერ. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის ინფორმაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების შესატანი ცვლილებების შესახებ. წარმოდგენილი ცვლილებით 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული, რაც თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს მოახდინონ საკუთარი პროდუქტის (საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე განთავსებული) სრულად რეალიზაცია. დეპუტატებმა: ვლადიმერ საზოგადოების წვრებმა კახაძემ და დიმიტრი ხუნდაძემ, აგრეთვე დამსწრე განსახილველ საკითხზე მოსაზრებები გამოთქვეს და უარყოფითად შეაფასეს წარმოდგენილი კანონპროექტები. საკომიტეტო განხილვისას აღინიშნა, რომ კანონპროექტის ძირითადი პრინციპები ეწინააღმდეგება ქვეყანაში გაცხადებულ თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველ პოლიტიკას. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას. დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე საკითხებთან დაკავშირებით, მოისმინეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ირინე სამედიცინო რეფერენტული ფასების დადგენასთან, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ჯავახაძის ინფორმაცია დაწესებულებებში, დაფინანსების, საგანგებო წამლებზე მომსახურების სიტუაციების ცენტრის და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სამომავლო გეგმების შესახებ. მიერ გაწეული საქმიანობის და მომხსენებელმა ისაუბრა, წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენის შემდეგ არსებულ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ გარკვეული სახის მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვრის დაწესების შემდეგ მათზე ფასები შემცირდა, ამასთან ქვეყნის მასშტაბით რეფერენტული ფასები დაახლოებით 2330 მედიკამენტზე დაწესდა, ხოლო მეოთხე ეტაპზე იგეგმება 53 ახალი მოლეკულის დამატება და ჯამში რეფერენტული ფასები 3200 მედიკამენტზე გავრცელდება. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა და მისი შემცირების ტენდენცია კვლავაც გრძელდება. ირინა ჯავახაძე მოხსენებაში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მექანიზმის დანერგვის და მისი ფუნქციონირების საკითხებსაც შეეხო. აღინიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი 2022 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა. მისივე თქმით, DRG მოდელი განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ აპრობირებული მოდელია და ის ავტომატურად გამოითვლის იმ სამართლიან ფასს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მკურალობისთვის გადაიხდის. მისივე განცხადებით, DRG-ის დაფინანსების მოდელის დანერგვის შემდეგ პაციენტის მიერ თანაგადახდის მაჩვენებელი 26 %-დან 10 %-მდე შემცირდა და შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის წილი დაფინანსების ნაწილში 120 მილიონამდე გაიზარდა, ამავდროულად დაწესდა პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის ზედა ზღვარი (500, 1000, 1500 ლარის ოდენობით). ასევე, აღინიშნა, რომ DRG მოდელის დანერგვიდან დღემდე ნახევარ მილიონამდე შემთხვევა იქნა დაფიქსირებული, რომლის ჯამური ღირებულება 717 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. აგრეთვე, DRG მოდელით დაფინანსების სისტემას დაემატება ახალი კომპონენტები, მათ შორის 15 ახალი კოდი მშობიარობასა და ნეონატალური პაციენტების ინტენსიურ მოვლასთან დაკავშირებით. ამოქმედდა ელექტრონული ჯანდაცვის ჩანაწერების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს DRG მოდელის განახლების პროცესს. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ატიურად მუშაობს საერთაშორისო ექსპერტებთან, განვლილ პერიოდში მათი მხრიდან 3-ჯერ განხორციელდა DRG სისტემის დანერგვის მონიტორინგი და გაცემულ იქნა რეკომენდაციები, რომელიც სამინისტროს მიერ იქნა გათვალისწინებული. მუდმივ რეჟიმში ტარდება პაციენტების კმაყოფილების კვლევა, DRG სისტემის დანერგვის შესაფასებლად ხორციელდება ძირითად ინდიკატორების მონიტორინგი. მომხსენებელმა, კომიტეტს აგრეთვე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო და რეფერალური დახმარების 342 ბრიგადა და 5 მოტომედიკოსი მუშაობს. გარდა ამისა, კურორტებზე სეზონური პერიოდის გათვალისწინებით ხდება დამატებითი ბრიგადების განთავსება. ბრიგადები გადანაწილებულია 18 რაიონულ სამსახურში, რომელიც ცენტრალიზებულად იმართება. სამედიცინო სერვისების მიწოდებაში ჩართულია 1089 ექიმი, 208 პარამედიკოსი, 39 მოტომედიკოსი, 380 უმცროსი ექიმი, 929 ექთანი და 1251 მძღოლი. 2022-2023 წლებში განახლდა ცენტრის ავტოპარკი, ასევე გაიზარდა რეანომობილების რაოდენობა, რეაბილიტირდა და განახლდა ცენტრის ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ახალი ადმინსტრაციული შენობა, საზღვარგარეთ გადამზადდა ცენტრის პერსონალის ნაწილი, დაინერგა ახალი ჰოსპიტალიზაციის პროგრამა, პარამედიკოსების ინსტიტუტი და მოეწყო პარამედიკოსების სასწავლო კურსი, ამასთან დაინერგა მოტომედიკოსის სისტემაც. ცენტრში დასაქმებული პერსონალისთვის გაუმჯობესდა როგორც სოციალური პირობები ისე სადაზღვევო პაკეტები და გაიზარდა მათი ხელფასები. 2023 წლისთვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოსახლეობას დამატებით 319 სასწრაფო მანქანით და 23 რეანომობილით ემსახურება, ამავე წელს ცენტრის ავტოპარკი მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გათვლილი 25 ავტომანქანით განახლდა. ასევე, აღინიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეანომობილებს დაემატა ხულოს, ლენტეხის და ყაზბეგის რაიონები, ხოლო პედიატრიული მიმართულებით თბილისის ლოკაციები. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდულია და უახლოეს მომავალში განხორციელდება 15 ახალი ერთეული ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილის ცენტრისთვის მიწოდება. 2022 წელს დაიწყო და 2023-ში დასრულდება თბილისის 13 რაიონული სამსახურის ფართის რეაბილიტაცია, ასევე რეგიონებში მიმდინარეობს 30 რაიონული სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ფართის სარემონტო სამუშაოები. 2024 წლის ბოლოსთვის ცენტრში სრულად იქნება მოგვარებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და ყველა თანამშრომელს ექნება ღირსეული სამუშაო პირობები. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად პირველად ჩამოყალიბდა პარამედიკოსების ინსტიტუტი. ამჟამად პარამედიკოსების კურსზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პარამედიკოსების რეგისტრაცია და ახალი ნაკადების მიღება. ამასთანავე, მიმდინარეობს გამოძახებების მართვის მოდულის განახლება და ინტეგრირება 112-ის პროგრამებთან. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ცენტრის თანამშრომელებისთვის შრომის ანაზღაურების ზრდის ტენდენციას და აღნიშნა, რომ მომავალშიც მოხდება მათთვის ხელფასების ზრდა. ირინა ჯავახაძემ, აგრეთვე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა. აღინიშნა, რომ ქვეყანაში პირველად გაიხსნა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც უმნიშვნელოვანესი ბერკეტია წამლის ხარისხის კონტროლის მიმართულებით. სააგენტო ასევე მუდმივ რეჟიმში ახდენს ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, გატარებული ღონისძიებების შედეგად სააგენტოს ინსპექტორების მიერ მიმდინარე წელს უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოვლინდა, ინსპექტირების შედეგად დადგინდა რომ ფარმაცევტული საქმიანობის განმხორციელებელი დაწესებულებები უნებართვოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას, დაღვევებთან დაკავშირებით შედგა სამართალდარღვევეთა ოქმები და გადაიგზავნა სასამართლოში. გარდა ამისა სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს საქმიანობის ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის ნებართვა 3 წლით შეუჩერა. რეფერენტული ფასების კონტროლი განხორციელდა 83 ფარმაცევტულ დაწესებულებაში. დაიწყო წამლის ელექტრონული რეგისტრირების სისტემის დანერგვაზე მუშაობა, ასევე ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატის გაცემა ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელ კომპანიებზე, განხორციელდა სამედიცინო მოწყობილობების კლინიკური კვლევების რეგისტრაცია, იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლების შემოწმება GMP-ს სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით და დაიწყო სამედიცინო მოწყობილობების შესახებ კანონის შემუშავება. მომხსენებლის განმარტებით, სექტორში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. ქირურგიული-რეანიმაციის და ბარიატრიულ-ქირურგიული მიმწოდებლებისათვის ამოქმედდა განახლებული სანებართვო პირობები, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ქიმოთერაპიული საქმიანობის განახლებული პირობები. დაწესებულების ამჟამად ნებართვის მქონე საქართველოში 270 ფუნქციონირებს სამედიცინო სტაციონარული დაწესებულება. აღნიშნული დაწესებულებებისთვის სანებართვო პირობები დამტკიცდა 2010 წელს და მას შემდეგ არ განახლებულა, სანებართვო პირობები იყო მოძველებული და არ პასუხობდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. სამედიცინო დაწესბულების შემოწმების დროს, ძირითადად გამოვლინდა ინფრსტრუქტურული პრობლემები, მათ შორის სავინტილაციო სისტემების გაუმართაობა, სასტერილიზაციო, ასევე დეზინფექციის წესების შეუსრულებლობა და ა. შ. ირინა ჯავახაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტო პერმანენტულად ახდენს სამედიცინო-ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, მიმდინარე წლის განმავლობაში 85 სტაციონარულ დაწესებულებაში შემოწმდა სანებართვო პირობების შესრულების მდგომარეობა, რაც თავის მხრივ მოიცავდა ნოზოკომური ინფექციების აღრიცხვის, მართვის და ზედამხედველობის საკითხებს. გამოვლენილი დარღვევების შედეგად დაწესებულებებს განესაზღვრათ მათ შორის ფინანსური სანქციები. 33 სამედიცინო დაწესებულებაში შემოწმდა შშმ პირის სტატუსის მინიჭების მართლზომიერების საკითხი და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სახელმწიფო პროგრამის რევიზია. ასევე სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარეობს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების კონტროლი. ამასთან, მიმდინარე წელს ჩატარდა პროფესიული განვითარების საბჭოს 26 სხდომა, აქედან პროფესიული განვითარების საბჭომ 103 ექიმს მიანიჭა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, 226 ექიმს კი - დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება სხვადასხვა სუბსპეციალობაში. ასევე, პროფესიული განვითარების საბჭომ 57 შემთხვევაში განიხილა პაციენტისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 109 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 64 ექიმს. რეგულირების სააგენტომ ჩაატარა ექიმთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები. რეგულირების სააგენტოს სამომავლო გეგმებზე საუბრისას მომხსენებელმა ხაზი გასუსვა დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამის გადახედვის, ექიმთა რესერტიფიცირების პროგრამის დანერგვის, საზღვარგარეთ მოღვაწე საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების გამარტივების, პოლიფარმაციის და პოლიპრაგმაზიის, სანებართვო და სალიცენზიო პირობების შემოწმების და ახალი ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის საკითხებს. ზაზა ლომინაძემ დადებითად შეაფასა ჯანდაცვის სფეროში გატარებული და მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ სფეროში ბევრი კარგი რეფორმის გახორციელების მიუხედავად გამოწვევებიც სამწუხაროდ მაინც არსებობს. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი შესყიდვის მნიშვნელობას, რომლის შედეგად აღნიშნული მედიკამენტები 40-45 %-ით გაიაფდება. მისი თქმით, გაზრდილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება და პარამედიკოსთა ინსტიტუტის ჩამოყალიბების მიზნით მიღებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ზაზა ლომინაძემ, ვლადიმერ კახაძემ, ირმა ზავრადაშვილმა და ზაალ მიქელაძემ წარმოდგენილ ინფორმაციასთან მიმართეს მომხსენებელს. დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს შეკითხვებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და განსახილველ საკითხზე დამატებითი განმარტებები გააკეთეს. კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო. ზაზა ლომინაძე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ციმინტია სხდომის მდივანი