„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარლამენტის წევრს მიეცემა გასამრჯელო შემდეგი ოდენობით:
ა) პარლამენტის თავმჯდომარეს – 10000 ლარი;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9500 ლარი;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9250 ლარი;
დ) კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9000 ლარი;
ე) კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ
მოადგილეს –8750 ლარი;
ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8500
ლარი;
ზ) პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8250
ლარი.
3. პარლამენტის წევრისთვის, პარლამენტის ბიუროს მიერ,
ასევე განისაზღვრება
სატრანსპორტო უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და
კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობები.“.
2. მე-15 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს
ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით.
2. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი
ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
3. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში
აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი
დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საჯარო
დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურებასთან
დაკავშირებული
საკითხები
მოწესრიგებულია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს
კანონით, რომელიც ადგენს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების ერთიან წესს.
შესაბამისი თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება აღნიშნული კანონის
დანართებით
გათვალისწინებული
კოეფიციენტის
საბაზო
ცხრილების
თანამდებობრივ
მიხედვით
სარგოზე
ნამრავლით.
დადგენილი
თავის
შესაბამისი
მხრივ,
საბაზო
თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა ხდება ყოველწლიურად, შესაბამისი წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრთა
გასამრჯელოს, იგი დადგენილია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფარგლებში,
ხოლო პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის თანამდებობის პირების გასამრჯელოს
კონკრეტული
ოდენობა
განსაზღვრულია
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით.
აღსანიშნავია, რომ საჯარო დაწესებულებებში ხელფასების ზრდის ფონზე, აღნიშნული
ცვლილებები არ შეხებია საქართველოს პარლამენტის წევრებს და მათი ფაქტობრივი
გასამრჯელო 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
აქედან
გამომდინარე,
იმისათვის
რომ
საჯარო
დაწესებულებებში
განხორციელებული
ხელფასების ზრდის ერთიანი ტენდენცია სისტემურად ასევე გავრცელდეს საქართველოს
პარლამენტის წევრებზე, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები აისახოს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში, რათა მომდევნო მოწვევის პარლამენტში მოხდეს შრომის
ანაზღაურების. ანალოგიურად, პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ზრდასთან ერთად იზრდება
ერთჯერადი დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
პარლამენტის წევრის გასამრჯელოს, ასევე დახმარების ოდენობის განსაზღვრის საკითხი მისი
გარდაცვალებისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას,
მოწესრიგებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, აღნიშნული
საკითხების ახლებურად რეგულირების მიზნით, აუცილებელია სათანადო ცვლილებები
განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოს პარლამენტის
წევრებისათვის რეგლამენტით
დადგენილი გასამრჯელოს
ოდენობის განსაზღვრის შემდეგ, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შეიცვალა
რამოდენიმეჯერ, თუმცა საჯარო დაწესებულებებში ხელფასების ზრდის ფონზე, აღნიშნული
ცვლილებები არ შეხებია საქართველოს პარლამენტის წევრებს და მათი გასამრჯელო რჩებოდა
უცვლელი.
წარმოდგენილი
რეგლამენტის
პროექტის
მიღების
შემთხვევაში,
საჯარო
დაწესებულებებში ხელფასების ზრდის ტენდენცია ასევე გავრცელდება მომდევნო მოწვევის
პარლამენტის წევრების მიმართაც. ამასთან, პარლამენტის წევრისთვის სატრანსპორტო
უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და კავშირგაბმულობის
საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობებს დაადგენს საქართველოს
პარლამენტის
ბიურო.
ამასთანავე,
პარლამენტის
წევრის
გარდაცვალებისას
ან
უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირად აღიარებისას, პარლამენტის წევრის ოჯახი ერთჯერადად მიიღებს გაზრდილ
ფულად დახმარებას. აღნიშნულ ცვლილებას არ ექნება გავლენა მიმდინარე მოწვევის
პარლამენტის წევრების მიმართ.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-14 მუხლში, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1 იანვრიდან (მომდევნო მოწვევის
პარლამენტი) იცვლება პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურების ოდენობა, კერძოდ:
იზრდება გასამრჯელო პარლამენტის წევრებისთვის, მათ შორის იმ პარლამენტის წევრებისთვის,
რომლებიც იკავებენ საპარლამენტო თანამდებობებს. საქართველოს პარლამენტის წევრის
თანამდებობრივი
გასამრჯელოს
კონკრეტული
ოდენობა
დადგენილია
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით, რომელიც განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის N 3 დანართის N 3 ცხრილის მიხედვით
დადგენილი ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფარგლებში. პარლამენტის წევრთათვის დღეისთვის
დადგენილი გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრა 2018 წლის 6 დეკემბერს მიღებული
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, პარალმენტის წევრის
ფაქტობრივი ანაზღაურება არ შეცვლილა
ბოლო 10 წლის განმავლობაში. წინამდებარე
ცვლილებაც ძალაში შევა შემდეგი მოწვევიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან.
საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების გაზრდის პოლიტიკის ფარგლებში, 2022 და 2023
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელდა საბაზო
თანამდებობრივი სარგოს 10%-იანი მატება, კერძოდ 2022 წელს იგი განისაზღვრა 1 100, ხოლო
2023 წელს - 1 210 ლარით. აღსანიშნავია, რომ საჯარო სექტორში ხელფასების მომატების
პოლიტიკის ფარგლებში, მომდევნო წლებში კვლავ იგეგმება საბაზო თანამდებობრივი სარგოს
ოდენობის გაზრდა. აღნიშნულის ფონზე, პარლამენტის წევრთა გასამრჯელოს ოდენობა,
რომელიც ფიქსირებულად არის დადგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით 2013
წლის შემდეგ არ შეცვლილა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, ანაზღაურების ზრდის სახელმწიფო
პოლიტიკის ფარგლებში, პარლამენტის აპარატის მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ უფრო
მაღალი ანაზღაურება ვიდრე პარლამენტის წევრებს.
საჯარო დაწესებულებებში ხელფასების ცვლილების ერთიანი კონცეფციის შესაბამისად
მნიშვნელოვანია, რომ ხელფასების ზრდის პოლიტიკა თანაბრად შეეხოს მთლიანად საჯარო
სექტორს, როგორც ერთიან სისტემას და მათ შორის გავრცელდეს პარლამენტის წევრებზეც.
შედეგად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ხორციელდება პარლამენტის წევრთა და
თანამდებობის პირთა გასამრჯელოს ახლებურად განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის
წევრთა ხელფასების ცვლილება ხორციელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის N 3 დანართის N 3 ცხრილის მიხედვით
არსებული ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფარგლებში და არ ხდება კანონით დადგენილი
ზღვრების მატება. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, არსებული ზედა ზღვრის
კოეფიციენტის ფარგლებში, პარლამენტის წევრთა გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად:
პარლამენტის თავმჯდომარის გასამრჯელო განისაზღვრება 10,000 ლარით, მისი პირველი
მოადგილის - 9 500, ხოლო მოადგილის - 9250 ლარით, კომიტეტის, ფრაქციის თავმჯდომარის - 9
000, მათი პირველი მოადგილეების - 8750, მათი მოადგილეების - 8 500 ლარის, ხოლო
პარლამენტის წევრის, რომელიც არა რის პარლამენტის თანამდებობის პირი - 8 250 ლარის
ოდენობით. რეგლამენტის პროექტის მიხედვით იცვლება ასევე დახმარების ოდენობა
პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირად აღიარებისას. კერძოდ, პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას (მათ შორის მასზე
თავდასხმის შედეგად) ან უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას, მისი ოჯახისთვის განსაზღვრული ერთჯერადი
ფულადი დახმარების ოდენობა იზრდება 5 000 ლარით. გარდა აღნიშნულისა, რეგლამენტის
პროექტით განისაზღვრება, რომ პარლამენტის წევრისთვის სატრანსპორტო უზრუნველყოფის,
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და კავშირგაბმულობის საშუალებებით
სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობებს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს ნაწილი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის პროექტით
წარმოდგენილი ცვლილებები
განსაზღვრულია
საქართველოს
პარლამენტის მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრთათვის და იგი არ შეეხება მიმდინარე
მოწვევის პარლამენტის წევრებს. შესაბამისად, რეგლამენტის პროექტით განსაზღვრული
ცვლილებები ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან.
ა.ვ)
რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის
მიზეზები
და
შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ)
რეგლამენტის პროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება გამოიწვევს დამატებით ხარჯების გამოყოფას
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების
შედეგად გამოწვეული ხარჯები დაიფარება საქართველოს პარლამენტისთვის განკუთვნილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის წევრებისა და
თანამდებობის პირებისათვის გასამრჯელოს ოდენობის ზრდას. შესაბამისად, აღნიშნული
თანხების მიმღები პირები გადაიხდიან გადასახადებს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად.
საორიენტაციოდ დაგეგმილია, რომ ხელფასების საერთო მატება გამოიწვევს ყოველწლიურად
ხარჯვითი ნაწილის გაზრდას 5 700 000 ლარით, შესაბამისად წინამდებარე თანხის მატების
პროპორციულად მოხდება გადასახადებით დაბეგვრა და შეტანა სახელმწიფო ბიუჯეტში
საშემოსავლო გადასახადის სახით, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში - ქონების გადასახადის
სახით. შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებით მოხდეს ქონების გადასახადის გადამხდელთა
გადასვლა „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ დიფერენცირებულ შემდგომ კატეგორიაში
(100 000 ლარს ზემოთ), რაც გულისხმობს ქონების გადასახადის გადახდას ამ კატეგორიისათვის
დადგენილი კოეფიციენტის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებების ეფექტი
საშემოსავლო გადასახადის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
აისახება 2025 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ხოლო ქონების გადასახადის შემთხვევაში - 2025
წლის შემდგომ კალენდარულ წელს.
ბ.გ)
რეგლამენტის
პროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის
პროექტი
ითვალისწინებს
პარლამენტის
წევრებისა
და
პარლამეტის
თანამდებობის პირების გასამრჯელოს ზრდას. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები
გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რეგლამენტის პროექტის
მიხედვით რეგლამენტის მოქმედ რედაქციასთან შედარებით 2025 წლის პირველი იანვრიდან
პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება იზრდება 3260 ლარით, პირველი მოადგილის 3100 ლარით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - 2 910 ლარით, კომიტეტის
თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის - 3 460 ლარით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ
მოადგილის, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილის - 3 950 ლარით, კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის 3 760 ლარით, ხოლო
პარლამენტის წევრის, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი - 3 626 ლარით.
რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, 2025 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ზემოთ აღნიშნული
სხვაობების
შესაბამისად,
ყოველთვიური
გასამრჯელოს
მთლიანი,
ჯამური
ოდენობა
დამოკიდებული იქნება პარლამენტის წევრებისა და მათ მიერ დაკავებული პოზიციების,
შექმნილი ფრაქციებისა და მათი თანამდებობის პირების რაოდენობაზე. საორიენტაციოდ
ხელფასების მატების ასანაზღაურებლად დამატებით ყოველწლიურად საჭირო იქნება 5 700 000
ლარი. გარდა აღნიშნულ პირთა წრისა, ხელფასის ზრდა ასევე შეეხება საპარლამენტო
უმრავლესობის
ლიდერსაც,
რომლის
ანაზღაურებაც
გათანაბრებულია
პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოსთან. შესაბამისად, უმრავლესობის ლიდერის შრომის
ანაზღაურება გაიზრდება ასევე 2 910 ლარის ოდენობით, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე ასევე აისახება 2025 წლის პირველი იანვრის შემდეგ.
ცხრილი: თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტისა და არსებული საბაზისო სარგოს მიხედვით
შესაძლო გასამრჯელოს შედარება პროექტით წარმოდგენილ გასამრჯელოს ოდენობებთან.
არსებული
გასამრჯელო
სარგოს
კოეფიციენტი
საბაზისო
სარგო
(2023 წელი
/ ლარი)
გასამჯრელო
კოეფიციენტის
მიხედვით
პროექტი
(ლარი)
6 740
10,0
1 210
12 100
10 000
6 400
9,2
1 210
11 132
9 500
6 340
9,0
1 210
10 890
9 250
კომიტეტის თავმჯდომარე
5 540
8,6
1 210
10 406
9 000
ფრაქციის თავმჯდომარე
კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე
5 540
8,5
1 210
10 285
9 000
4 800
8,3
1 210
10 043
8 750
4 800
8,3
1 210
10 043
8 750
4 740
8,2
1 210
9 922
8 500
ფრაქციის თავმჯდომარის
მოადგილე
4 740
8,1
1 210
9 801
8 500
პარლამენტის წევრი
4 624
8,0
1 210
9 680
8 250
თანამდებობა
პარლამენტის
თავმჯდომარე
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე
თავმჯდომარის
მოადგილე
ფრაქციის თავმჯდომარის
პირვეი მოადგილე
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილე
ამასთანავე, რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან
უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირად აღიარებისას, 5 000 ლარით იზრდება ერთჯერადი დახმარების ოდენობა ამ
პარლამენტის წევრთა ოჯახებისთვის. აღნიშნული თანხის ზუსტი ჯამური ოდენობა
დამოკიდებული იქნება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული
შესაბამისი შემთხვევების რაოდენობაზე. ამასთანავე, პარლამენტის წევრისთვის სატრანსპორტო
უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და კავშირგაბმულობის
საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობებს დაადგენს საქართველოს
პარლამენტის ბიურო, რომლის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება
პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ოდენობაზე.
ვინაიდან,
„დაგროვებითი
პენსიის
შესახებ“
საქართველოს
კანონი
ითვალისწინებს
დამსაქმებლის მხრიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის შრომის ანაზღაურების 2%ის
მიმართვას
მის
საპენსიო
ანგარიშზე,
წარმოდგენილი
მიმართულებითაც გამოიწვევს შესაბამის ხარჯებს.
რეგლამენტის
პროექტი
ამ
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის
პროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს პარლამენტის თითოეული
წევრის მიმართ, მათ შორის იმ წევრების მიმართაც, რომლებიც დაიკავებენ საპარლამენტო
თანამდებობებს, ვინაიდან რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილებით იზრდება
მათი გასამრჯელო. აღნიშნული ასევე დადებითად აისახება იმ პირებზე, რომლებიც ჩართული
იქნებიან დაგროვებით საპენსიო სქემაში, რადგან მათ საპენსიო ანგარიშზე მიიმართება
გაზრდილი ოდენობის თანხები. ინიცირებული რეგლამენტის ცვლილების პროექტის
შესაბამისად, ბიურო განსაზღვრავს პირობებს პარლამენტის წევრისთვის სატრანსპორტო
უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და კავშირგაბმულობის
საშუალებებით
სარგებლობის
გარდაცვალების,
ან
ხარჯების
უფლებამოსილების
ანაზღაურების
შესახებ.
განხორციელების
პარლამენტის
პერიოდში
მისი,
წევრის
როგორც
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში, წარმოდგენილი
ცვლილებები ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს ამ პარლამენტის წევრთა ოჯახების მიმართაც,
რომელთაც ეძლევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება. აღსანიშნავია, რომ პროექტით
გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შედის 2025 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად,
მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წევრებთან (მათ შორის თანამდებობებზე მყოფ პირებთან)
მიმართებით, ფინანსური შედეგები უცვლელი რჩება.
ბ.ვ)
რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
რეგლამენტის
პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება;
რეგლამენტის პროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება;
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე, ისეთი
მრავალმხრივ
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, რეგლამენტის პროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
მონაწილეობა
მიიღო
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი რეგლამენტების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების
მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა პაპუაშვილი
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა პაპუაშვილი