„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი
ნომერი
#07-3/375/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის : ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია გამჭვირვალობის, კანდიდატების თანასწორობის, მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით“. კონკურსით, კანონიერების, დამოუკიდებლობისა და ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ კანდიდატურების შერჩევის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული უნდა იყოს მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარდგენილი კანდიდატების შესაბამისობას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განათლებისა და პროფესიული გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. თუ საკონკურსო კომისიის მიერ დადგინდება, რომ ამ კანონით განსაზღვრულ განათლებისა და პროფესიული გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს 3-ზე ნაკლები კანდიდატი, ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც ტარდება ამ მუხლით დადგენილი წესით. თუ საკონკურსო კომისიის მიერ დადგინდება, რომ ამ კანონით განსაზღვრულ განათლებისა და პროფესიული გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს არანაკლებ 3 კანდიდატი, საკონკურსო კომისია მართავს გასაუბრებას იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საკონკურსო კომისია კანდიდატების განაცხადებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით, ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და შერჩევის პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას წარსადგენი კანდიდატების შესახებ. საქართველოს მთავრობა ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და შერჩევის პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების სიას. 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატი შეირჩევა.“ 2. მე-10 მუხლის: ა) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.“ ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის ინიციატორმა საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული საფუძველი დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ. საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს პარლამენტი კენჭს უყრის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში. კომუნიკაციების ეროვნული კომისიას და იმ კომისიის წევრს, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, უფლება აქვს, წერილობით ან/და ზეპირად - პლენარულ სხდომაზე წარუდგინოს პარლამენტს საკუთარი პოზიცია. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა. თუ კენჭისყრისას მიღებული ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია, ან თუ საქართველოს პარლამენტი არ გამართავს კენჭისყრას ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) წევრთა თანამდებობაზე განწესების საკითხებს. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ კომისიის დამოუკიდებლობის გაზრდის უზრუნველსაყოფად აღნიშნული საკითხი ახლებურად დარეგულირდეს, დაემატოს კომისიის წევრთა შერჩევის პრინციპები, განისაზღვროს მთავრობის მიერ წარსადგენი კომისიის წევრთა შერჩევის წესი და ა.შ. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს კომისიის წევრთა გათავისუფლების საფუძვლებს და პროცედურებს. ევროკომისია მიიჩნევს, რომ კომისიის წევრთა გათავისუფლების საფუძვლები არ შეიცავს საკმარის გარანტიებს კომისიის წევრის სათანადო დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე დახვეწას საჭიროებს თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ცვლილებები შევიდეს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და განსხვავებულად მოწესრიგდეს ზემოაღნიშნული საკითხები. ანალოგიური ვალდებულება გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდანაც, რომელთა შესრულებაზეც არის დამოკიდებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების შესრულების აუცილებლობა საჭიროებით. განპირობებულია რეკომენდაცია ევროკომისიის ითვალისწინებს, რეკომენდაციის რომ კომისიის დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით უნდა დაიხვეწოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთან თანამდებობაზე განწესების მარეგულირებელი ნორმები, დაემატოს კომისიის წევრის შერჩევის პრინციპები, ახლებურად ჩამოყალიბდეს მთავრობის მიერ წევრების კანდიდატთა ნომინირების საკითხები და შეიცვალოს კომისიის წევრთა გათავისუფლების საფუძვლები და პროცედურა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, მოხდება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დახვეწა და მისადაგება ევროკომისიის რეკომენდაციებთან, კომისიის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, კომისიის წევრთა თანამდებობაზე განწესებისა და გათავისუფლების მომწესრიგებელი ნორმების გაუმჯობესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი აწესრიგებს კომისიის წევრთა თანამდებობაზე გამწესებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტით, აღნიშნული მუხლი იხვეწება და ემატება კომისიის წევრის შერჩევის პრინციპები, კერძოდ, კანონიერების, გამჭვირვალობის, კანდიდატების თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ მთავრობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იქმნება სათანადო შესარჩევი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. აღნიშნული კომისია გადაარჩევს განაცხადებს და გასაუბრებას მართავს ყველა იმ კანდიდატთან ვინც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საკონკურსო კომისია განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი ითვალისწინებს კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებს. საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა: „კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15 დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში“. მიჩნეულია, რომ აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი მეტისმეტად მკაცრია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შედის ცვლილება და კომისიის წევრთა დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით განისაზღვრება, რომ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი არსებობს „კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.“ ამავე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილია კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. აღნიშნულ პროცედურას ემატება წესი, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ის კომისიის წევრი რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, აღიჭურვება უფლებით წერილობით ან/და ზეპირად მიაწოდოს საკუთარი პოზიცია პარლამენტს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ); მიმართ ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, რადგან პროექტი არ საჭიროებს დამატებით დროს ან პირობებს მის სრულად ასამოქმედებლად, პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგანაც დაჩქარებული განხილვის წესის არგამოყენების შემთხვევაში დაყოვნდება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რამაც, შეაფერხოს საქართველოს მხრიდან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ასევე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულება. აღნიშნულმა, თავის მხრივ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებას არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1 ) ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება. კანონპროექტი უარყოფით გავლენას არ მოახდენს ბავშვების/არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. უფრო მეტიც, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავება მოხდა ევროკომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე, მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი.