„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 185-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ზედიზედ 3 თვეზე ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით
კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.“;
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში პარლამენტი კენჭს უყრის
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების
საკითხს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიას და იმ კომისიის წევრს, რომლის თანამდებობიდან
გათავისუფლების საკითხიც იხილება, უფლება აქვს, წერილობით ან/და ზეპირად - პლენარულ
სხდომაზე წარუდგინოს პარლამენტს საკუთარი პოზიცია. კომისიის წევრის თანამდებობიდან
გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის
თანხმობა.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ;
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი;
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს კომისიის წევრთა
გათავისუფლების საფუძვლებს და პროცედურებს. ევროკომისია მიიჩნევს, რომ კომისიის წევრთა
გათავისუფლების საფუძვლები არ შეიცავს საკმარის გარანტიებს კომისიის წევრის სათანადო
დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე დახვეწას საჭიროებს თანამდებობიდან გათავისუფლების
პროცედურები. ანალოგიური ვალდებულება გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ
განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდანაც, რომელთა შესრულებაზეც არის დამოკიდებული
საქართველოსთვის
მაუწყებლობის
შესახებ
კანდიდატის
კანონში
სტატუსის
ცვლილება
იწვევს
მინიჭების
საკითხი.
პარლამენტის
რეგლამენტით
გათვალისწინებული პროცედურებისა და საფუძვლების ცვლილებას, რადგან პარლამენტის
რეგლამენტის 185-ე მუხლში არის გათვალისწინებული, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული, კომისიის წევრთა თანამდებობიდან
გათავისუფლების საფუძვლები და პროცედურები.
.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ"
კანონპროექტით ინიცირებული ცვლილებების ასახვას რეგლამენტის ტექსტში. რეგლამენტის
ცვლილება წარმოადგენს თანმდევ ცვლილებას, რადგან, ცვლილება შედის მაუწყებლობის
შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლში, რომელიც მოიცავს კომუნიკაციების ეროვნული
მარეგულირებელი კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების წესსა და პირობებს,
ამავე შინაარსის მატარებელია პარლამენტის რეგლამენტის 185-ე მუხლი. კანონპროექტით
გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ცვლილება
იწვევს პარლამენტის რეგლამენტის 185-ე მუხლის ცვლილებას.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის
პროექტის
მიღების
აუცილებლობა
განპირობებულია
ევროკომისიის
რეკომენდაციის შესრულების საჭიროებით. რეკომენდაცია ითვალისწინებს, რომ კომისიის
დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შეიცვალოს კომისიის წევრთა გათავისუფლების
საფუძვლები და პროცედურა.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ცვლილების ფონზე, ცვლილება
შედის პარლამენტის რეგლამენტის 185-ე მუხლში. წინამდებარე მუხლები აწესრიგებენ კომისიის
წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებს.
საქართველოს
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, აღძრას კომისიის
წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა: „კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15
დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის
წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში“. მიჩნეულია, რომ აღნიშნული
თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი მეტისმეტად მკაცრია. „მაუწყებლობის შესახებ"
საქართველოს კანონში და პარლამენტის რეგლამენტში შედის ცვლილება და კომისიის წევრთა
დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით განისაზღვრება, რომ კომისიის წევრის თანამდებობიდან
გათავისუფლების საფუძველი არსებობს „კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით
ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის
უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.“ ამავე მუხლის მე-8 პუნქტით
დადგენილია კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. აღნიშნულ
პროცედურას ემატება წესი, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ის კომისიის
წევრი რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, აღიჭურვება უფლებით
წერილობით ან/და ზეპირად მიაწოდოს საკუთარი პოზიცია პარლამენტს.
მაუწყებლობის შესახებ კანონში
ზემოთ აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, იცვლება
პარლამენტის რეგლამენტის 185-ე მუხლის მე-3 „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე- „6“ პუნქტი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიმართ
(რეგლამენტის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულია, რომ რეგლამენტის პროექტი ძალაში შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე, რადგან პროექტი არ საჭიროებს დამატებით დროს ან პირობებს მის
სრულად ასამოქმედებლად, რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი ითხოვს
რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგანაც
დაჩქარებული განხილვის წესის არგამოყენების შემთხვევაში
დაყოვნდება „მაუწყებლობის
შესახებ" საქართველოს კანონში და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა, რამაც,
შესაძლოა
შეაფერხოს
საქართველოს
მხრიდან
საქართველო-ევროკავშირის
ასოცირების
შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ასევე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12
პრიორიტეტის შესრულება. აღნიშნულმა, თავის მხრივ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი);
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ხარჯებს.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის
პროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტი მიღებას არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე;
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით რეგლამენტის პროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა
გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე;
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან;
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, უფრო მეტიც რეგლამენტის პროექტის მიღება
ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც
დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, რეგლამენტის პროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი ან ხელშეკრულება არ არსებობს;
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
რეგლამენტის პროექტის შემუშავება მოხდა ევროკომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე,
მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ
ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ
ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი.