„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 21 ✗ 12
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №54,12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
1. 165-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული,
ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის
განმავლობაში
განხორციელებული
დღგ-ით
დასაბეგრი
საქონლის
მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 200 000
ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის
გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.“
,,2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება
წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი
ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის
მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 200 000 ლარს
გადააჭარბა.“
2. 1651 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.
თუ
პირის
მიერ
ბოლო
განხორციელებული
ამ
გათვალისწინებული
დასაბეგრი
12
კოდექსის
კალენდარული
თვის
165-ე
პირველი
მუხლის
ოპერაციების
(გარდა
განმავლობაში
ნაწილით
ოპერაციებისა,
რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ
კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა
დღგ-ის გარეშე 200 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად
უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგის
გადამხდელად
რეგისტრაციის
გაუქმების
მოთხოვნით
მიმართოს
საგადასახადო ორგანოს.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
2004 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შედეგად,
განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური ზედა ზღვარი
100 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, დამატებული ღირებულების
გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებული პირი ვალდებულია არაუგვიანეს
ორ სამუშაო დღეში მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად
რეგისტრაციის მიზნით იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12
კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი
საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა
გადააჭარბებს 100 000 ლარს.
აღნიშნულ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია იმ ფაქტით,
რომ 2022 წელს ფასების დონე (სამომხმარებლო ფასების წლიური ინდექსი)
გაზრდილია 158%-ით 2004 წელთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ 2004 წლის
100 ათასი ლარის მსყიდველობითუნარიანობა დღევანდელი 258 ათასი ლარის
ტოლია. აქედან გამომდინარე, დამატებული ღირებულების გადასახადის ასეთი
ძველი სტანდარტებით დიფერენცირება არ შეესაბამება საქართველოში დასაბეგრ
პირთა დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და შესაბამისად, უარყოფითად
მოქმედებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესსა და საინვესტიციო
გარემოზე. ამავდროულად, აღნიშნული გადასახადის მოქმედი დიფერენცირება
მძიმე ტვირთად აწვება მეწარმეებს, რომლებსაც არ აქვთ დიდი ფინანსური
ბრუნვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საკითხები, რომლებსაც ეხება კანონპროექტი, მიეკუთვნება ,,საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით’’
რეგულირებულ
სფეროს.
შესაბამისად,
ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ამ კოდექსში ცვლილების
შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოხდება ფიზიკური და
იურიდიული პირებისთვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური
ზედა ზღვრის გაზრდა 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე, რაც საშუალებას
მისცემს დასაბეგრ პირებს, ისარგებლონ შეღავათიანი საგადასახადო პირობებით.
ამავდროულად, კანონპროექტი მისცემს შესაძლებლობას დაბეგვრის სუბიექტებს,
რომ მათ გაიუქმონ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და გათავისუფლდნენ
აღნიშნული გადასახადისგან იმ შემთხვევაში, თუ დასაბეგრი ოპერაციების
ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 200 000 ლარს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში, სადაც
წესდება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დღგ-ით დასაბეგრი
ოპერაციების ახალი წლიური ჯამური ზედა ზღვარი.
ცვლილების თანახმად, ეს ზღვარი ორჯერ გაიზრდება და პირი დაიბეგრება იმ
შემთხვევაში, თუ მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის
განმავლობაში
განხორციელებული
დღგ-ით
დასაბეგრი
საქონლის
მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა გადააჭარბებს
200 000 ლარს, ნაცვლად 100 000 ლარისა, როგორც ეს მოქმედ რედაქციაშია.
კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი ფინანსური ზღვარის მიღწევის
შემდგომ, შესაბამისი პირი ვალდებული იქნება არაუგვიანეს 2 დღისა მიმართოს
საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით.
ამავდროულად, ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 1651-ე (პრიმა)
მუხლის პირველ პუნქტშიც, რომლის თანახმადაც დასაბეგრი პირი შეძლებს
მიმართოს საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის
გაუქმების მოთხოვნით იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ბოლო 12 კალენდარული
თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა,
რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ
კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის
გარეშე არ აღემატება 200 000 ლარს და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი
რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში -- აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან მომდევნო საბიუჯეტო წელი იწყება 2024 წლის 1 იანვარს, შესაბამისად
ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს 2024 და შემდგომ რამდენიმე წლის
(საშუალოვადიან
პერიდოში
2024-2027
წლების)
სახელმწიფო
და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის პროგნოზირებული საშემოსავლო ნაწილის
კლებას.
ვინაიდან შესაბამისი უწყებების მიერ არ ხდება ინფორმაციის დამუშავება იმასთან
დაკავშირებით, თუ რამდენს შეადგენს იმ დასაბეგრ პირთა რიცხოვნობა,
რომელთა დასაბეგრი ოპერაციები ხვდება 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე
დიაპაზონში და რამდენს შეადგენს მათ მიერ გადახდილი დღგ-ს ოდენობა,
საჭიროა გარკვეული დაშვების გაკეთება, რათა გავიგოთ რა მოცულობის
შემოსავლები დააკლდება ბიუჯეტს.
2017 წელს წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საგადასახადო
კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N07-3/37; 17.03.2017), რომელიც
ითვალისწინებდა დღგ-ს რეგისტრაციის ზღვარის ზრდას 100 000 ლარიდან 200
000 ლარამდე, მთავრობის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით (GOV 417
00012917; 25.04.2017) ცვლილების ფისკალური ეფექტი იქნებოდა საშემოსავლო
ნაწილის 100 მლნ. ლარით შემცირება.
აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით
სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად შემცირდება
დაახლოებით 120-130 მლნ ლარის ფარგლებში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აღნიშნული კანონპროექტი დადებითად აისახება დღგ-ის გადამხდელ პირებზე,
რადგანაც ბევრი მათგანი საერთოდ გათავისუფლდება მოცემული გადასახადის
გადახდისგან, რაც მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, --მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე