1. სკოლამდელი და ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების უფლებამოსილების შეწყვეტა; 2. სკოლამდელი განათლების სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება; ზოგადი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება; პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება; უმაღლესი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა,მისი შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება; მეცნიერების დარგის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება;

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.04.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#[4cd9]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-04-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 63

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2150?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა თარიღი 28 აპრილი 2023 12:00 2023 წლის 28 აპრილი, 12:00 საათი თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში (07-2/273; 13.07.2023) განხილვა; მომხსენებელი: თამარ ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/276; 19.04.2023) განხილვა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით; მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 3. სკოლამდელი და ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების უფლებამოსილების შეწყვეტა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 4. სკოლამდელი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება; ზოგადი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი დებულებისა და 4/28/2023, 1:30 PM https://parliament.ge/print/announcement/2150?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 2 შემადგენლობის დამტკიცება; პროფესიული განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება; უმაღლესი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება; მეცნიერების დარგის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 4/28/2023, 1:30 PM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N63 2023 წელი, 28 აპრილი, 12:00 საათი თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, მაია მენაღარიშვილი, მარიამ ლაშხი, ბაია კვიციანი, გენრიეტა წიწავა, ბექა დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე, როსტომ ჩხეიძე, დავით ზილფიმიანი, ქეთევან თურაზაშვილი. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; თამარ ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; დავით ლომინაშვილი-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; ნათია გვირჯიშვილი-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1. დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში (07-2/273; 13.07.2023) განხილვა; მომხსენებელი: თამარ ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/276; 19.04.2023) განხილვა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით; მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 3. სკოლამდელი და ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების უფლებამოსილების შეწყვეტა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 4. სკოლამდელი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება; ზოგადი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება; პროფესიული განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება; უმაღლესი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება; საბჭოს შექმნა, მისი მეცნიერების დარგის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/276; 19.04.2023) განხილვა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით; მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები განსაზღვრავს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკს. ბავშვისთვის, რომელსაც შეუსრულდა 6 წელი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება, სავალდებულოა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება, ხოლო ბავშვი, რომელსაც სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე უსრულდება 6 წელი უფლებამოსილია მშობლის/კანონიერ წარმომადგენელის სურვილის შემთხვევაში, ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა. კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრება: კომიტეტის წევრმა, ვლადიმერ კახაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც მშობლის და ბავშვის, ასევე ინფრასტრუქტურული და საკადრო მზაობა. დეპუტატმა ითხოვა დაზუსტება, სწავლის დაწყების ასაკის სამომავლოდ 31 დეკემბრამდე გადაწევასთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრმა, დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ ცვლილება მისაღებია და გამოთქვა პოზიცია მომავალი წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის 31 დეკემბრამდე გადაწევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ შეკითხვა დასვა ცვლილების შემდგომ 2023-2024 სასწავლო წელს მოსწავლეების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. მომხსენებლის თამარ მახარაშვილის განცხადებით, საშუალოდ 4800 მოსწავლით მეტი დაიწყებს სწავლას მომავალ სასწავლო წელს, მონაცემები დათვლილია რეგიონების, რაიონების და რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით არსებობს შესაბამისი მზაობა სისტემის მხრიდან. რაც შეეხება დეკემბრის ბოლომდე სწავლის ასაკის გადაწევას, მომხსენებლის განცხადებით აღნიშნული წარმოადგენს სამინისტროს საბოლოო მიზანს. საქართველოს მთავრობის მიერ სასკოლო ინფრასტრუქტურის 2026-2027 სასწავლო წლამდე მოწესრიგების გადაწყვეტილების შესაბამისად, ყოველწლიურად 300-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება და შესაძლებლობა იქნება დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკმა დეკემბრის ბოლომდე გადაიწიოს. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/276; 19.04.2023) პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 9 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 2 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მომხსენებელმა თამარ ბარკალაიამ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში (07-2/273; 13.07.2023). მომხსენებლის განცხადებით, 2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს კანონის „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, მიზანია, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელი შეწყობა, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარი ხელმისაწვდომობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა 2019 წლის 31 ოქტომბერს და ფუნქციონირებს 2020 წლის პირველი იანვრიდან. სააგენტო უზრუნველყოფს, სამინისტროში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფარგლებში, შემუშავებული და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, რომელიც ემსახურება ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას. სააგენტო მუშაობს შრომის მაძიებლებთან, თუმცა არსებობს პრიორიტეტული ჯგუფები, რომელთანაც განსაკუთრებულ მხარდაჭერის პოლიტიკას ახორციელებს, ესენია: ახალგაზრდები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომლებიც მიზნობრივ სოციალურ დახმარების პროგრამაში არიან ჩართული და იღებენ შესაბამის დახმარებას. თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, რომ 2022 წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ 70 ტერიტორიულ ერთეულში დაიწყო ოპერირება და ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავს წარმომადგენელი, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებთან მუშაობენ. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე, სადაც ჩართვა კარიერული და პროფესიული ორიენტაციის შედეგების გათვალისწინებით ხორციელდება. ამ დროს ფასდება სამუშაოს მაძიებლის პროფილი, მისი დასაქმების შესაძლებლობები და დგება პროფესიული და კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. პროგრამის ერთ-ერთ მიზანს შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებელთა მომზადება წარმოადგენს. რაც შეეხება მოკლე ვადიან მომზადება-გადამზადების საკითხს, სააგენტო აფინანსებს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზებულ მოკლევადიან კურსებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020-2022 წლებში, სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 17 365 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 12 645 - 2022 წელს. 2022 წელს 30 ათასამდე სოციალურად დაუცველი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა. ამ პერიოდში სააგენტომ 80 ათასამდე მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია. ამ ეტაპზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში 10 ათასამდე ვაკანსიაა გამოცხადებული. თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, რომ სააგენტოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას დროებითი, ლეგალური მიგრაციის სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება წარმოადგენს, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე განხორციელდა და საქართველოს 1500-მდე მოქალაქემ ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. მისივე განცხადებით, დაწყებულია ისრაელთან ცირკულარული შრომის მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულების ამოქმედება. 18 მოქალაქე უკვე გაემგზავრა ისრაელში გერიატრიული მზრუნველის პოზიციაზე დასაქმებისთვის, ხოლო, სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები გრძელდება. კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრება: სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩართულია მოლაპარაკებებში ისრაელის სახელმწიფოსთან სამშენებლო სექტორში 1000 ახალი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის თაობაზე. მაშინ, როდესაც ლეგალურად დასაქმებისთვის, ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან გერიატრიული მიმართულებით 1000 კვოტაა გამოყოფილი და მხოლოდ 18-მა ადამიანმა ისარგებლა ამ უფლებით, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ მოლაპარაკებებს, რომელიც სამშენებლო კუთხით მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარის კითხვა ეხებოდა აღნიშნული კვოტის სრულად ათვისების გამოწვევებს. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა, დღეს არსებულ 10 000 ვაკანსიაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეთა ინფორმირებულობის საკითხი, განსაკუთრებით კი რეგიონებში. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე დაინტერესდა მუნიციპალურ ორგანოებთან სააგენტოს თანამშრომლობით, ასევე ყურადღება გაამახვილა ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების საკითხზე. მომხსენებელმა, თამილა ბარკალაიამ განმარტა, რომ ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე კვოტების სრულად ათვისება ვერ მოხდა, ვინაიდან ისრაელის სახელმწიფოს წარმოდგენილი ჰქონდა კვალიფიკაციის ისეთი კრიტერიუმები, რომელსაც მოქალაქეები ვერ აკმაყოფილებდნენ. აღნიშნულის საპასუხოდ, 10-მა კოლეჯმა უკვე გაიარა ავტორიზაცია გერიატრიული მიმართულებით და გადამზადდა მოქალაქეების გარკვეული რაოდენობა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჩატარებულია 27 დასაქმების ფორუმი, აქედან 2022 წელს ჩატარდა 14 ფორუმი, ასევე სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირება ხდება, სოციალური მედიის, დასაქმების სახელმწიფო ხელშეწყობის სააგენტოს ვებ-გვერდის, უშუალოდ კომუნიკაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სატელეფონო შეტყობინებების მეშვეობით. ხოლო, ძირითადი რეგისტრაცია ხორციელდება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge, სადაც თავსდება სამუშაოს მაძიებლის ინფორმაცია და ვაკანსიები. მოკლევადიან დასაქმებასთან დაკავშირებით მომხსენებელმა განაცხადა, რომ სააგენტო ინფორმაციას იღებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან. პროფესიების იდენტიფიცირების და დასაქმების ვებ-გვერდების ანალიზის საფუძველზე კომისიის მიერ წყდება პროგრამის დაფინანსების საკითხი. მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით სხვადასხვა უწყებების ჩართულობით მიმდინარეობს 5-10 წლიანი პროგნოზირების მეთოდოლოგიის შემუშავება. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში (07-2/273; 13.07.2023). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 9 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 2 3. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ -კომიტეტის წევრებს გააცნო სკოლამდელი და ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი; კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს სკოლამდელი და ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოების უფლებამოსილების შეწყვეტას. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 9 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 2 4. კომიტეტმა მოისმინა: სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შექმნის, შემადგენლობებისა და დებულებების დამტკიცების საკითხი. მისი განცხადებით, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესებისა და ეფექტიანი და შედეგიანი საქმიანობის განხორციელების მიზნით მნიშვნელოვანია ხუთივე მიმართულებით დამოუკიდებელი სამეცნიერო საბჭოს შექმნა. ასევე, კომიტეტის წევრებს სურვილის შემთხვევაში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებში გაწევრიანება შესთავაზა. კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრება: კომიტეტის წევრებმა, დავით ზილფიმიანმა და ვლადიმერ კახაძემ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. კომიტეტის წევრმა, გენრიეტა წიწავამ სკოლამდელი განათლების სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს არსებული შენიშვნებით უყარეს კენჭი. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა: სკოლამდელი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნის, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების საკითხი, ასევე საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის კანდიდატურა. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხს. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 3 მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა: ზოგადი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნის, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების საკითხი, ასევე საბჭოს თავმჯდომარის, ბაია კვიციანის კანდიდატურა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხს. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 3 მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა: პროფესიული განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების საკითხი, ასევე საბჭოს თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის კანდიდატურა. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხს. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 3 მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა: უმაღლესი განათლების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნის, მისი შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების საკითხი, ასევე საბჭოს თავმჯდომარის, გივი მიქანაძის კანდიდატურა. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხს. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 3 მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს შექმნის, მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების საკითხი, ასევე საბჭოს თავმჯდომარის, მაია მენაღარიშვილის კანდიდატურა. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხს. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 8 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 3 სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე