„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.11.2023
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი ზარქუა, ქეთევან ჩარკვიანი, ნოდარ ტურძელაძე, ზაალ მიქელაძე, ანზორ ბოლქვაძე, რესან კონცელიძე, გენრიეტა წიწავა, ირმა ზავრადაშვილი, რამინა (რიმა) ბერაძე
ნომერი
#07-3/376/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 131-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის 11-31 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის − 20 000 ლარის ოდენობით.“; ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები: „11. უნებართვო მშენებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში (გარდა ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 250 000 ლარის ოდენობით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: ბ.ა) I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის − 16 000 ლარის ოდენობით; ბ.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის – 24 000 ლარის ოდენობით; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის − 200 000 ლარის ოდენობით. 12. თუ კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე შესაბამისი სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში − 40 000 ლარის ოდენობით; ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში − 250 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ ნაწილის მიზნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოებად და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებად ითვლება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამუშაოები. 2. ამ ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს ამ კანონის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული პირი. გ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. ამ მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 12 000 ლარის ოდენობით. დ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. ამ მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი: ა) I კლასის შენობა-ნაგებობისთვის - გამოიწვევს დაჯარიმებას 16 000 ლარის ოდენობით; ბ) II კლასის შენობა-ნაგებობისთვის - გამოიწვევს დაჯარიმებას 75 000 ლარის ოდენობით.“. 2. 132-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ამ მუხლის 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: ა.ა) I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 2 000 ლარის ოდენობით; ა.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 4 000 ლარის ოდენობით; ა.გ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით; ა.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 15 000 ლარის ოდენობით;“ ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები: „11. სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში (გარდა ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 2 000 ლარის ოდენობით; ბ) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 4 000 ლარის ოდენობით; გ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 30 000 ლარის ოდენობით; დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 45 000 ლარის ოდენობით. 12. თუ კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამუშაოების/სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში − 20 000 ლარის ოდენობით; ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში − 150 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ ნაწილის მიზნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოებად და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებად ითვლება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამუშაოები. 2. ამ ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს ამ კანონის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული პირი.“. 3. 135-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა ამ მუხლის 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა): ა.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით; ა.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 20 000 ლარის ოდენობით; ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები: „11. მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში (გარდა ამ მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული 2 შემთხვევისა) გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით; ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით. 12. თუ კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე − 25 000 ლარის ოდენობით; ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე − 200 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ ნაწილის მიზნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოებად და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებად ითვლება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამუშაოები. 2. ამ ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს ამ კანონის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობა, ასევე, კოდექსის რიგი ნორმების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში შესაბამისი პასუხიმგებლობის დაკისრების საკითხს, პრაქტიკაში ხშირია აღნიშნული ნორმის დარღვევის ფაქტი. ცხადია, რომ სამართალდამრღვევთათვის, კანონით დაწესებული ჯარიმები არ არის სამართალდარღვევების ჩადენის შემაკავებელი ფაქტორი. ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავად სამართალდამრღვევის ხასიათზე ან ამ ქმედებისათვის დადგენილი სანქციების ზომებზე. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, „სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე“. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონსტიტუციური დანაწესი სახელმწიფოს უდგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებას და კონსტიტუციის ეს პუნქტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ მიმართულ ნორმა-პრინციპად უნდა იქნეს განხილული. კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვნებიდან, მისი დაცვის მაღალი საჯარო ინტერესიდან, საზოგადოებრივი ღირებულებიდან, სიძველიდან, ისტორიულობიდან და უნიკალურობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, მესამე პირებს არ მისცეს კულტურულ მემკვიდრეობაზე შეუზღუდავი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა. ეს უნდა გამოიხატოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე ადამიანთა გარკვეული ქმედებების აკრძალვაში და ამ ქმედების ჩადენისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესებაში. ამასთან, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გონივრული მოლოდინის არსებობას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შემთხვევაში, ნებისმიერი პირის მიმართ გამოყენებული იქნება სამართლებრივი ზემოქმედების ადეკვატური ზომები. ზემოაღნიშნულ პრობლემაზე ნათლად მიუთითებს არსებული სტატისტიკაც. მაგალითად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია:  2021 წლის მონაცემებით გამოიცა 42 დადგენილება, მათ შორის: უნებართვო სამუშაოებზე I-II კლასის შემთხვევაში - 30 (ჯამში 240 000 ლარი), III-IV კლასის შემთხვევაში - 3 (ჯამში 60 000 ლარი), რაც შეეხება სანებართვო პირობების დარღვევას, 2021 წლის მონაცემებით, I კლასის ობიექტებზე მიღებულია - 2 დადგენილება (ჯამში 4 000 ლარი), II კლასის ობიექტებზე - 2 დადგენილება (ჯამში 8 000 ლარი), III კლასის ობიექტებზე მიღებულია 4 დადგენილება (ჯამში - 40 000 ლარი), IV კლასის ობიექტებზე 1 დადგენილება (ჯამში 15 000 ლარი), შესაბამისად. 2021 წლის მონაცემებით ჯარიმების ოდენობა შეადგენს 367 000 ლარს.  2022 წელს დადგენილებების რაოდენობა 74-მდე გაიზარდა, მათ შორის: უნებართვო სამუშაოებზე I-II კლასის შემთხვევაში მიღებულ იქნა 49 დადგენილება (ჯამში - 392 000 ლარი), III-IV კლასის შემთხვევაში - 15 (300 000 ლარი), რაც შეეხება სანებართვო პირობების დარღვევას, 2022 წლის მონაცემებით, III კლასის ობიექტებზე მიღებულია 8 დადგენილება (ჯამში - 80 000 ლარი), IV კლასის ობიექტებზე 2 დადგენილება (ჯამში 30 000 ლარი), შესაბამისად, 2022 წლის მონაცემები მზარდია და ჯარიმის ოდენობა სრულად შეადგენს 802 000 ლარს.  რაც შეეხება მიმდინარე, 2023 წლის მონაცემებს, მხოლოდ იანვარი-აგვისტოს თვის ჩათვლით, მიღებულია 53 დადგენილება, მათ შორის უნებართვო სამუშაოებზე I-II კლასის შემთხვევაში 40 (ჯამში 320 000 ლარი), III-IV კლასის შემთხვევაში 6 (120 000 ლარი), სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებულ სამუშაოებზე, I კლასის ობიექტებზე მიღებულია 1 დადგენილება (ჯამში 2 000 ლარი), II კლასის ობიექტებზე 4 დადგენილება (ჯამში 16 000 ლარი), III კლასის ობიექტებზე მიღებულია 2 დადგენილება (ჯამში - 20 000 ლარი), IV კლასის ობიექტებზე 6 დადგენილება (ჯამში 90 000 ლარი). შესაბამისად, მხოლოდ 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით ჯარიმის ოდენობა შეადგენს 568 000 ლარს. აღნიშნული ცხადყოფს, რომ არსებული რეგულაციის ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა, რამაც შესაძლებელია მიიღოს უფრო ეფექტური პრევენციული ხასიათი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა, პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებული დარღვევების მაქსიმალურად შემცირება, და ზოგადად ამ მიმართულებით უფრო მეტად პრევენციული სისტემის შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კოდექსის 131, 132-ე და 135-ე მუხლებში, კერძოდ: ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: - I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; - II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 24 000 ლარი; - ხოლო III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, ან III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: - I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 25 000 ლარის ნაცვლად, იქნება 75 000 ლარი; - III და IV კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 25 000 ლარის ნაცვლად, იქნება 250 000 ლარი. გ) იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება 40 000 ლარის ოდენობით. დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის: - I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი; - II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი; - III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი; - IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი. ე) იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება - 20 000 ლარის ოდენობით; ვ) ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის მუნიციპალიტეტის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული თბილისის მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას: − I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი); − III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით. − კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარებილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას - 25 000 ლარის ოდენობით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული ქვეპუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, გამომდინარე იქიდან რომ ხდება სანქციების გაზრდა. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირება დღეს მოქმედი კანონმდებლობით ისედაცაა გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებამ, შესაძლებელია გამოიწვიოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება დღეს მოქმედი ჯარიმის ოდენობების გაზრდა. რაც შეეხება შემოსავლების ოდენობას, იგი დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის მონაცემებით გამოიცა 42 დადგენილება, მათ შორის: უნებართვო სამუშაოებზე I-II კლასის შემთხვევაში - 30 (ჯამში 240 000 ლარი), III-IV კლასის შემთხვევაში - 3 (ჯამში 60 000 ლარი), რაც შეეხება სანებართვო პირობების დარღვევას, 2021 წლის მონაცემებით, I კლასის ობიექტებზე მიღებულია - 2 დადგენილება (ჯამში 4 000 ლარი), II კლასის ობიექტებზე - 2 დადგენილება (ჯამში 8 000 ლარი), III კლასის ობიექტებზე მიღებულია 4 დადგენილება (ჯამში - 40 000 ლარი), IV კლასის ობიექტებზე 1 დადგენილება (ჯამში 15 000 ლარი), შესაბამისად. 2021 წლის მონაცემებით ჯარიმების ოდენობა შეადგენს 367 000 ლარს. 2022 წელს დადგენილებების რაოდენობა 74-მდე გაიზარდა, მათ შორის: უნებართვო სამუშაოებზე I-II კლასის შემთხვევაში მიღებულ იქნა 49 დადგენილება (ჯამში - 392 000 ლარი), III-IV კლასის შემთხვევაში - 15 (300 000 ლარი), რაც შეეხება სანებართვო პირობების დარღვევას, 2022 წლის მონაცემებით, III კლასის ობიექტებზე მიღებულია 8 დადგენილება (ჯამში - 80 000 ლარი), IV კლასის ობიექტებზე 2 დადგენილება (ჯამში 30 000 ლარი), შესაბამისად, 2022 წლის მონაცემები მზარდია და ჯარიმის ოდენობა სრულად შეადგენს 802 000 ლარს. რაც შეეხება მიმდინარე, 2023 წლის მონაცემებს, მხოლოდ იანვარი-აგვისტოს თვის ჩათვლით, მიღებულია 53 დადგენილება, მათ შორის უნებართვო სამუშაოებზე I-II კლასის შემთხვევაში 40 (ჯამში 320 000 ლარი), IIIIV კლასის შემთხვევაში 6 (120 000 ლარი), სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებულ სამუშაოებზე, I კლასის ობიექტებზე მიღებულია 1 დადგენილება (ჯამში 2 000 ლარი), II კლასის ობიექტებზე 4 დადგენილება (ჯამში 16 000 ლარი), III კლასის ობიექტებზე მიღებულია 2 დადგენილება (ჯამში - 20 000 ლარი), IV კლასის ობიექტებზე 6 დადგენილება (ჯამში 90 000 ლარი). შესაბამისად, მხოლოდ 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით ჯარიმის ოდენობა შეადგენს 568 000 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ანდა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირება დღეს მოქმედი კანონმდებლობით ისედაცაა გათვალისწინებული. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება მოახდენს უარყოფით გავლენას იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში მათ მოუწევთ გაზრდილი ჯარიმების გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი, სამართალდარღვევის ხასიათიდან/შინაარსიდან გამომდინარე, ითვალისწინებს გაზრდილ ჯარიმას უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებულ მშენებლობაზე, კერძოდ: ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: - I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; - II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 24 000 ლარი; - ხოლო III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, ან III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: - I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; - II კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 25 000 ლარის ნაცვლად, იქნება 75 000 ლარი; - III და IV კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 25 000 ლარის ნაცვლად, იქნება 250 000 ლარი. გ) გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება - 40 000 ლარის ოდენობით. დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის: - I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი; - II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი; - III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი; - IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი. ე) გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება - 20 000 ლარის ოდენობით; ვ) ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას: − I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი); − III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 000 ლარისა). − კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას - 25 000 ლარის ოდენობით; ზ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლა, გამოიწვევს 12 000 ლარით, ნაცვლად 4 000 ლარისა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, სალომე ჯინჯოლავა, ირაკლი ზარქუა, ქეთევან ჩარკვიანი, ნოდარ ტურძელაძე, ზაალ მიქელაძე, ანზორ ბოლქვაძე, რესან კონცელიძე, გენრიეტა წიწავა, ირმა ზავრადაშვილი, რამინა (რიმა) ბერაძე.