საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 60 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/117; 05.11.2021) საქართველოს კანონის პროექტები; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა ნაცვლიშვილის, სალომე სამადაშვილის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის, პაატა მანჯგალაძის, ხატია დეკანოიძის და თამარ კორძაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/252; 05.10.2022) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი. გ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/326; 24.05.2023) საქართველოს კანონის პროექტები

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-17861/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-17861/23 03-11-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები: − საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/117; 05.11.2021); − საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N07-3/252; 05.10.2022); − საქართველოს კანონების პროექტები: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/326; 24.05.2023). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 60 დღით. აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-17815/23 03-11-2023 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს NN 92/1; 15.11.2021, 188/4; 10.10.2022 და 257/4; 29.05.2023 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა:  საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/117; 05.11.2021 - განხილვის ვადა 2023 წლის 10 ნოემბრამდე);  საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა ნაცვლიშვილის, სალომე სამადაშვილის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის, პაატა მანჯგალაძის, ხატია დეკანოიძისა და თამარ კორძაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/252; 05.10.2022 - განხილვის ვადა 2023 წლის 10 ნოემბრამდე);  საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/326; 24.05.2023 - განხილვის ვადა 2023 წლის 14 ნოემბრამდე). თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ამ საკითხების ზემოთ მითითებულ ვადებში განხილვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ვადების გაგრძელება 60 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე