საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილ 2040 მოქალაქის ხელმოწერილ „თერაპია თათებით“ (№1-13181/23; 10.10.2023) პეტიციასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-17881/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-17881/23 06-11-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილ 2040 მოქალაქის ხელმოწერილ პეტიციაზე „თერაპია თათებით“ (№1-13181/23; 10.10.2023) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2040 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია „თერაპია თათებით“. პეტიციის ავტორები, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიუთითებენ, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წარმატებით მოქმედებს სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც გულისხმობს პატიმრების მიერ მიუსაფარი ცხოველების „შვილად“ აყვანას. პეტიციაში აღნიშნულია, რომ ასეთი პროგრამა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გუნება-განწყობილებას აუმჯობესებს, ისევე როგორც, მათ უბიძგებს სხვათა ზრუნვისკენ, ახალი უნარ-ჩვენებისა და რიგი დადებითი თვისებების გამომუშავებისკენ. შესაბამისად, ასეთი პროგრამის დანერგვას ექნება დადებითი ეფექტი, როგორც პატიმრებისათვის, ისე მიუსაფარი ცხოველებისათვის, რომლებიც განიცდიან ძალადობასა და მზრუნველობის ნაკლებობას. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ამდენად, პეტიციის კანონპროექტი, რომელიც ავტორების შექმნის მოთხოვნაა საკანონმდებლო პარლამენტმა საფუძველს შეიმუშავოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ასეთი სარეაბილიტაციო პროგრამის შექმნისათვის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შესაბამისი კომიტეტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას; ბ) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის; გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ის მიესალმება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ნებისმიერი სარეაბილიტაციო პროგრამის არსებობას, რომლის მიზანია მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება და განვითარება. ამასთანავე, მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო პროგრამების არსებობა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას ხელს უწყობს. ამავე დროს, კომიტეტს არ აქვს საფუძველი ეჭვქვეშ დააყენოს პეტიციის ავტორთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმართა მიერ მიუსაფარი ცხოველების ყოლისა და თანმდევი შედეგების წარმატებული პრაქტიკის თაობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით კომიტეტისა და პეტიციის ავტორთა ხედვები თანხვედრაშია. კომიტეტმა აღნიშნა, რომ პეტიციით შემოთავაზებული იდეის განხორციელებას ერთმნიშვნელოვნად ექნება დადებითი ეფექტი, თუმცა საბოლოო, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა საკითხის საფუძვლიანად შესწავლა, რათა სწორად დაიგეგმოს მომდევნო ნაბიჯები, იმავდროულად დაზღვეულ იქნეს ყველა შესაძლო რისკი (თუ ასეთი იარსებებს). ვინაიდან პეტიციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადები რეგლამენტირებულია, იმავდროულად, საკითხი კომპლექსურია და მისი სრულყოფილად შესწავლა საჭიროებს სხვადასხვა დარგის უწყებების, ასევე შესაბამისი პროფილური საპარლამენტო კომიტეტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტების ორგანოების ჩართულობას, ამდენად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს მუშაობის კოორდინირებულად, ორგანიზებულად გაგრძელება. ეს კი უფრო მეტად შესაძლებელი იქნება კომიტეტის ფარგლებში, მათ შორის, კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ფორმატში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი 2040 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციის „თერაპია თათებით“ უშუალოდ შესწავლა და განხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე