საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ლაშა ქურდაძის მიერ წარმოდგენილ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ (№1-12634/23; 27.09.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-17883/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-17883/23 06-11-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს წარმოდგენილ მოქალაქე ლაშა ქურდაძის საკანონმდებლო მიერ წინადადებაზე „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (#1-12634/23;27.09.2023). საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქის ლაშა ქურდაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში სათანადო ცვლილებების განხორციელების შესახებ. საკითხის განხილვისას, კომიტეტმა პირველ რიგში მიუთითა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლზე, რომელიც ადგენს საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში წარდგენისა და განხილვის პროცედურას. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. გამომდინარე აქედან, რამდენადაც მოქალაქის მიმართვა ეხება პარლამენტში განხილვის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge სტადიაში მყოფი აკმაყოფილებს კანონის პროექტში საკანონმდებლო ცვლილებების წინადადების განხორციელებას, წარდგენისთვის იგი ვერ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, კომიტეტმა ხაზი გაუსვა კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და აქტიურობის მნიშვნელობას და მიუთითა, რომ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (მუხლი 102. პუნქტი 9) დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტებთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/ პუნქტებთან დაკავშირებით დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები/ შენიშვნები კომენტარის სახით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო მოქალაქე ლაშა ქურდაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე