საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ლაშა შუკაკიძის მიერ წარმოდგენილ მართლმადიდებელ ქრისტიანთა რელიგიური შეხედულებების დაცვის შესახებ (№1-6469/23; 08.05.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-17884/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-17884/23 06-11-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მოქალაქე ლაშა შუკაკიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო მართლმადიდებელ შეხედულებების წინადადებაზე ქრისტიანთა დაცვის რელიგიური შესახებ (N1-6469/23; 08.05.2023) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ლაშა შუკაკიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მართლმადიდებელ ქრისტიანთა რელიგიური შეხედულებების დაცვის შესახებ. შემოთავაზებული წინადადების თანახმად, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, რის გამოც მიღებულ უნდა იქნეს კანონი, რომელიც საკუთრივ მართლმადიდებელ ქრისტიანთა რელიგიურ გრძნობებს დაიცავს. კომიტეტის შეფასება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. კომიტეტი მიუთითებს, რომ რელიგიური ნიშნით დანაშაულის ჩადენა, ასევე, ამავე ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციის განხორციელება არსებული საკანონმდებლო ჩარჩოთი დარეგულირებული საკითხია. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საკანონმდებლო წინადადების ავტორი არ განმარტავს, თუ რატომ არის არსებული კანონმდებლობით დადგენილი მექანიზმები არასაკმარისი და რატომ საჭიროებს ის გაფართოებას კონკრეტული რელიგიური ჯგუფის „რელიგიური გრძნობების“ დაცვის მიმართულებით. დომინანტურ რელიგიაზე ხაზგასმა თავისთავად ვერ ქმნის შემოთავაზებული კანონის მიღების სამართლებრივ დასაბუთებულობას, მით უფრო, რომ საკანონმდებლო წინადადება, მასში მოაზრებული შინაარსის მხედველობაში მიღებით, შესაძლებელია ქმნიდეს სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლობისთვის არათანასწორი მიდგომების ჩამოყალიბების საფრთხეს, თუ ინიციატივის მიზანია იმისგან განსხვავებული რეგლამენტაციის შემოტანა, ვიდრე ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით და კონსტიტუციური შეთანხმებით. ამჟამად მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო დაბალანსებულია და მსგავსი ცვლილებებისას აუცილებელია სიფრთხილე იმისათვის, რათა ახლებურმა რეგულაციამ სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს სამართლებრივი რეჟიმი, რამაც გაუმართლებლად შესაძლოა არ შეუქმნას უარყოფითად განსხვავებული იმოქმედოს აღნიშნულ დაბალანსებულ მიდგომაზე. ამდენად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დაუსაბუთებელია აღნიშნული თვალსაზრისით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს მკაფიოდ, რომ ის წარმოადგენს ქვეყანაში მართლმადიდებელ ქრისტიანთა, ასევე სხვა რელიგიათა წარმომადგენლების რწმენის თავისუფლების გარანტს და ამ თვალსაზრისით რაიმე გამოწვევაზე საუბარი საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. ზემოხსენებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ლაშა შუკაკიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მართლმადიდებელ ქრისტიანთა რელიგიური შეხედულებების დაცვის შესახებ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე