საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინფორმაცია „ლატარიების, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე მოზარდებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და მოგვარების პერსპექტივები“ - კომიტეტში დანიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის ვადის, ჯგუფის მიერ ორი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302
📜 ტექსტი
წერილი
სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტი
2-17892/23
06-11-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტი ახორციელებს თემატურ მოკლვევას - „მოზარდებსა და ახალგაზდრებში
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და გამოჯანმრთელების პოლიტიკა:
გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“. თემატური მოკვლევის ფარგლებში
ჯგუფმა მიიღო წერილობითი მოსაზრებები და ჩაატარა ზეპირი მოსმენა დაინტერესებული
მხარეების მონაწილეობით. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევის ანგარიშზე მუშაობა.
გაცნობებთ, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფმა, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება მოკვლევის
ვადის 2 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი მეძმარიაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge