„საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის დაუსაბუთებელი გაჭიანურების შესახებ“

რეზოლუციის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკა მაჭუტაძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ჰერმან საბო, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბრადია, ტარიელ ნაკაიძე, დავით ბაქრაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, გუბაზ სანიკიძე, ქეთევან თურაზაშვილი, დავით კირკიტაძე, პაატა მანჯგალაძე, თამარ ჩარკვიანი, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, ალექსანდე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი
ნომერი
#07-3/379/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 19 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-13
ბიუროს ნომერი 303

📜 ტექსტი

განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის დაუსაბუთებელი გაჭიანურების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის პროექტის შესახებ ა.ა) რეზოლუციის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუციის პროექტი: რეზოლუციის პროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივების ხელოვნური გაჭიანურების აღმოფხვრა, რაც ოპოზიციას მისცემს შესაძლებლობას შეუზღუდავად გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილებები. მიუხედავად ოპოზიციის მიერ მრავალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისა, მათი განხილვა პარლამენტში იშვიათად ხდება. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა მიზანმიმართულად ბლოკავს ოპოზიციის მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის, საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას. საქართველოს პარლამენტის მიერ მე-10 მოწვევის განმავლობაში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 72 კანონპროექტიდან 57 დღემდე არ განხილულა. კანონპროექტების განხილვის გადავადება კომიტეტებმა რამდენჯერმე მოითხოვეს. რიგ შემთხვევებში, 11-ჯერ და 12-ჯერაც კი მოხდა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გადავადება. ოპოზიციის 10 საკანონმდებლო ინიციატივა ორ წელზე მეტია, რაც არის დარეგისტრირებული და ჯერაც არ განხილულა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის მიღების აუცილებლობა; ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხდება ოპოზიციისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების მიზანმიმართული ხელშეშლა, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტმა აღიაროს და დააფიქსიროს პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ა.ბ) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი შედეგები; რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტი დააფიქსირებს პოზიციას საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ. ა.გ) რეზოლუციის პროექტის ძირითადი არსი; რეზოლუციის თანახმად საქართველოს პარლამენტი აღიარებს, რომ პარლამენტის კომიტეტები სისტემატიურად მიმართავენ პარლამენტის ბიუროს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით. საქართველოს პარლამენტის ბიურო სისტემატიურად იღებს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობა პროცედურული ხრიკებით ხელს უშლის ოპოზიციას განახორციელოს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი. ამგვარი მიდგომებით საპარლამენტო უმრავლესობა შეგნებულად აფერხებს კანონშემოქმედებით პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას. რეზოლუციის მიღებით საქართველოს პარლამენტი აიღებს ვალდებულებას შეიტანოს რეგლამენტში ცვლილებები, რითაც განუხილვევლად აღიკვეთება დატოვების ოპოზიციის პრაქტიკა; მიერ კომიტეტები წარდგენილი უზრუნველყოფენ კანონპროექტების ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების დროულ განხილვას; პარლამენტის ბიურო მხოლოდ დასაბუთებულ შემთხვევაში მიიღებს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე განხილვის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას; ბიურო უზრუნველყობს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში დროულად შეტანას; შემუშავდება ეფექტიანი საკანონმდელო მექანიზმები საპარლამენტო კონტროლში ოპოზიციის მონაწილეობის გასაძლიერებლად; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წარმოადგინოს რეზოლუციის შესრულების ანგარიშს სესიის განმავლობაში ერთხელ მაინც ა.დ) რეზოლუციის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტთან მიმართებით; ა.ე) რეზოლუციის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; რეზოლუციის პროექტის შინაარსის აქტუალობიდან გამომდინარე იგი ძალაში შევა მიღებისთანავე. ამასთან, რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის ან მისი ნაწილისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი რეზოლუციის პროექტის ინიციატორების მიერ. ბ) რეზოლუციის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეზოლუციის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) რეზოლუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეზოლუციის მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების დაფინანსებასთან. ბ.ბ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეზოლუციის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეზოლუციის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; რეზოლუციის პროექტი არ გამოიწვევეს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) რეზოლუციის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის ზეგავლენის შეფასება: რეზოლუციის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; რეზოლუციის პროექტი გავლენას არ მოახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) რეზოლუციის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ 4 ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეზოლუციის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეზოლუციის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეზოლუციის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეზოლუციის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის პროექტის მსგავსი რეზოლუციების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეზოლუციის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) რეზოლუციის პროექტის ავტორი: 5 საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე ვ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკა მაჭუტაძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ჰერმან საბო, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბრადია, ტარიელ ნაკაიძე, დავით ბაქრაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, გუბაზ სანიკიძე, ქეთევან თურაზაშვილი, დავით კირკიტაძე, პაატა მანჯგალაძე, თამარ ჩარკვიანი, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, ალექსანდე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი 6
რეზოლუციის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის დაუსაბუთებელი გაჭიანურების შესახებ საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით საქართველო არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, რაც უზრუნველყოფს ყველას უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში აუცილებლია პარლამენტი განიხილავდეს ოპოზიციის ინიციატივებს და ხელს უწყობდეს პარლამენტის წევრებს შორის დისკუსიას. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა უნდა გამოხატონ შეხედულებები და გააჩნდეთ უფლებამოსილება ხალხის ნება აღასრულონ კანონშემოქმედებისა და კონტროლის გზით. საპარლამენტო ტრიბუნიდან როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე საპარლამენტო ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ამომრჩევლებამდე მიიტანოს საკუთარი შეხედულებები. კანონპროექტების განხილვის პროცესში პარლამენტის წევრებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი არგუმენტები და აჩვენონ ამომრჩეველს ხედვებს შორის განსხვავება. ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტები სისტემატიურად მიმართავენ პარლამენტის ბიუროს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით. საქართველოს პარლამენტის ბიურო სისტემატიურად იღებს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, რითაც შეგნებულად აფერხებს კანონშემოქმედებით პროცესს. საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის მიერ მრავალი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისა, მათი განხილვა იშვიათად ხდება. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა არ აძლევს ოპოზიციას შესაძლებლობას შეუფერხებლად გამოიყენოს კონსტიტუციითა და პარლმენტის რეგლამენტით მინიჭებული საკონტროლო უფლებამოსილებები, მათ შორის, ბლოკავს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას. საქართველოს პარლამენტის მიერ მე-10 მოწვევის განმავლობაში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 72 კანონპროექტიდან 57 დღემდე არ განხილულა. კანონპროექტების განხილვის გადავადება კომიტეტებმა რამდენჯერმე მოითხოვეს. რიგ შემთხვევებში, 11-ჯერ და 12-ჯერაც კი მოხდა საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გადავადება. ოპოზიციის 10 საკანონმდებლო ინიციატივა ორ წელზე მეტია, რაც არის დარეგისტრირებული და ჯერაც არ განხილულა. განუხილველად დატოვებულ კანონპროექტებს შორისაა სოციალური, სამართლებრივი, საგადასახადო საკითხები და საზოგადობისთვის სხვა აქტუალური ინიციატივები. ყოველივე აცხადებს: ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი 1. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა უზრუნველყონ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების დროულად განხილვა; 2. საქართველოს პარლამენტის ბიურომ მაღალი დასაბუთების სტანდარდით მიიღოს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის კომიტეტების სხდომებზე განხილვის გადავადების შესახებ; 3. საქართველოს პარლამენტის ბიურომ უზრუნველყოს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში დროულად შეტანა; 4. საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს ეფექტიანი საკანონმდელო მექანიზმები საპარლამენტო კონტროლში ოპოზიციის მონაწილეობის გასაძლიერებლად; 5. საქართველოს პარლამენტმა შეიტანოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები, რითაც აღიკვეთება ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განუხილვევლად დატოვების პრაქტიკა; 6. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ყოველი სესიის განმავლობაში ერთხელ შეისწავლოს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის საკითხი. ამ მიზნით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგები წარუდგენოს პარლამენტის პლენარულ სხდომას.