საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის მოსმენა, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით;
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-07
კომიტეტის სხდომის ნომერი 83
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2511?local=true
საქართველოს პარლამენტი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
თარიღი
07 ნოემბერი 2023 14:00
2023 წლის 7 ნოემბერი, 14:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/327; 18.10.2023)
განხილვა;
მომხსენებელი:
თამარ
გაბუნია
-
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი
მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/297; 14.06.2023) განხილვა მესამე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/317; 13.09.2023) განხილვა მესამე მოსმენით;
1 of 2
11/4/2023, 12:19 AM
საქართველოს პარლამენტი
https://parliament.ge/print/announcement/2511?local=true
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/319; 15.09.2023) განხილვა მესამე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/324; 04.10.2023) განხილვა მესამე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის
მოსმენა, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე.
2 of 2
11/4/2023, 12:19 AM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N83
2023 წლის 7 ნოემბერი, 14:00 სთ
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, ოთახი 410)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, რამინა ბერაძე, მიხეილ
სარჯველაძე (ბექა დავითულიანის ადგილმონაცვლე), ვლადიმერ კახაძე, მარიამ ლაშხი,
გენრიეტა წიწავა, გიორგი სოსიაშვილი, დავით ზილფიმიანი, ქეთევან თურაზაშვილი,
ჰერმან საბო (ვახტანგ მეგრელიშვილის ადგილმონაცვლე), თამარ ჩარკვიანი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: თამარ გაბუნია - საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის პირველი მოადგილე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
წარმომადგენლები - შორენა ოქროპირიძე და თეა ბაქრაძე; ნოდარ პაპუკაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები - დავით ლომინაშვილი,
თამარ კვინიკაძე და მაია შუხოშვილი; განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან
არსებული საკონსულტაციო საბჭოების წევრები: ირინე აბულაძე, თამარ ჩიკვილაძე, დავით
ჯალაღონია, ქეთევან ნატრიაშვილი და ანასტასია ქიტიაშვილი; პროფესიული განათლებისა
და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული
კავშირის თავმჯდომარე - დენიელ დავითაშვილი.
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის
უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი
გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/327; 18.10.2023)
განხილვა;
მომხსენებელი: თამარ გაბუნია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი
მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/297; 14.06.2023) განხილვა მესამე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/317; 13.09.2023) განხილვა მესამე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/319; 15.09.2023) განხილვა მესამე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/324; 04.10.2023) განხილვა მესამე მოსმენით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის
მოსმენა, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით;
მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კომიტეტის
წევრებს წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№072/327; 18.10.2023).
მომხსენებლის მოწოდებული ინფორმაციით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების პროექტით გათვალისწინებულია: ექთნებისა და მეანიექთნებისთვის დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების, უწყვეტი პროფესიული
განვითარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემების ამოქმედება. კანონს
ემატება ახალი-„V1 თავი. ექთნის და მეანი-ექთნის განათლება და საქმიანობა“, რომელიც
უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ექთნის და მეანი-ექთნის უფლებების,
მოვალეობების, ეთიკური ღირებულებების და მათი პრაქტიკის შინაარსის და მოცულობის
განსაზღვრას.
ასევე, კანონმდებლობით განისაზღვრება ექთნის და მეანი-ექთნის საბაზისო განათლების
პროგრამები, მათ შორის პროფესიული განათლების კრედიტების აღიარება მოკლე ციკლის
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა და ბაკალავრთან ასოცირებული
ხარისხის მიღების მიზნებისთვის. ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების
შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა. კერძოდ: ბაკალავრიატის
კურსდამთავრებულ პირებს ენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება.
პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს - სერტიფიცირებული
პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება. საექთნო სამაგისტრო პროგრამის
კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი.
საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის
კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - ექთანი სპეციალისტი. შესაბამისი წოდებების
მინიჭება ხორციელდება საბჭოს მიერ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, იქმნება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის
ელექტრონული რეესტრი, რომლის საშუალებით განხორციელდება ექთნებისა და მეანიექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება. რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა
ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა.
სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის 2025 წლის 1 სექტემბრამდე
სერტიფიცირება დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების
მინიჭება მოხდება 5 წლის ვადით. საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის
განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის უწყვეტი განვითარების პროგრამებში
მონაწილეობის ვალდებულება.
მისივე განცხადებით, კანონპროექტის შესაბამისად, ინერგება ექთნის და მეანი-ექთნის
საქმიანობაზე
სახელმწიფო
ზედამხედველობის
მექანიზმი,
რომლის
განმახორციელებელია სამინისტრო და შესაბამისი საბჭო. ამავე კანონპროექტით
განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის პროფესიული
პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის სახეები.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში
ხორციელდება ცვლილება და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს ემატება
საექთნო
და
მეანი-ექთნის
საგანმანათლებლო
პროგრამები.
ასევე,
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
სამართლებრივ-ტექნიკური
ხასიათის
ცვლილებები
შედის
გამომდინარე კანონპროექტებში.
კომიტეტმა გადაწყვიტა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს:
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-2/327; 18.10.2023).
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა
კომიტეტის წევრებს განსახილველად წარმოუდგინა, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/297; 14.06.2023) განხილვა მესამე მოსმენით.
მომხსენებლის განცხადებით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში რედაქციული
ხასიათის ცვლილებები არ განხორციელებულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/297; 14.06.2023) განხილვას მესამე მოსმენით.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა
კომიტეტის წევრებს განსახილველად წარმოუდგინა, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/317; 13.09.2023) განხილვა მესამე მოსმენით.
მომხსენებლის განცხადებით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში რედაქციული
ხასიათის ცვლილებები არ განხორციელებულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/317; 13.09.2023) განხილვას მესამე მოსმენით.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა
კომიტეტის წევრებს განსახილველად წარმოუდგინა, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/319; 15.09.2023) განხილვა მესამე მოსმენით.
მომხსენებლის განცხადებით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში რედაქციული
ხასიათის ცვლილებები არ განხორციელებულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/319; 15.09.2023) განხილვას მესამე მოსმენით.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა
კომიტეტის წევრებს განსახილველად წარმოუდგინა, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/324; 04.10.2023) განხილვა მესამე მოსმენით.
მომხსენებლის განცხადებით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში რედაქციული
ხასიათის ცვლილებები არ განხორციელებულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/324; 04.10.2023) განხილვას მესამე მოსმენით.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის რვა წევრმა
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა
კომიტეტის წევრებს წარმოუდგინა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს საქმიანობის ანგარიში პროფესიული და უმაღლესი განათლების
მიმართულებით.
მომხსენებლის განცხადებით, პროფესიული განათლების მიმართულებით 2023 წელს
სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამურმა ოდენობამ 124 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარეობს,
პროფესიულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებათა
ქსელის
გაფართოება
და
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რის ფარგლებშიც 2022 წელს დასრულდა ხაშურის,
წყალტუბოსა და ლანჩხუთის ლოკაციების მშენებლობა. 2023 წელს დასრულდა
ახალქალაქის სასწავლო ბაზის სრული რეაბილიტაცია, ხოლო მიმდინარე პროექტებია
ბორჯომში, ბოლნისში და ბათუმში („ბლექსი“ ახალი შენობა). ასევე, 2027 წლისთვის ყველა
მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელიც
განახორციელებს პროფესიულ პროგრამებს, მათ შორის გამოყენებული იქნება საჯარო
სკოლების რესურსი.
მომხსენებელმა,
პროფესიული
განათლების
განვითარებაში
კერძო
სექტორის
ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრმა კერძო სექტორს საჯაროდ შესთავა
თანამშრომლობის
გაღრმავება.
ინიციატივა
მოიცავს:
კოლეჯის
თანადაფუძნება/თანაინვესტირებას; კოლეჯის/კოლეჯის ცალკეული მიმართულების
მართვაში გადაცემას; კოლეჯის ინფრასტრუქტურის/ქონების გადაცემას პირობით და
კერძო სექტორის მიერ პროგრამის განხორციელების მომზადება/გადამზადებას
კომპანიებში. ხოლო, კერძო სექტორისთვის შეთავაზებული პრიორიტეტული სექტორები
შემდეგნაირად განისაზღვრა: ჯანდაცვა, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფორმაცია
და კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა.
ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება, რომელიც
ეხება პროფესიული განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებას და
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პროფესიული განათლების კომპონენტის შემოტანას.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება
გამახვილდება საბაზო საფეხურზე პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე.
მინისტის მოადგილის განცხადებით, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების - ექსელენს ცენტრების მშენებლობა,
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მხარდაჭერით. ასევე, გრძელდება
დაწესებულებების მხარდაჭერა სტუდენტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით და
ხელმისაწვდომია:
კაჭრეთში,
ქობულეთში,
ქუთაისში,
ზუგდიდში,
ზესტაფონში,
ახალქალაქსა და თბილისში, მიმდინარეობს ილია წინამძღვრიშვილის სახელობის
კოლეჯში არსებული საერთო საცხოვრებლების რეაბილიტაცია.
მომხსენებლის განცხადებით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წელს
მიღება გამოცხადდა 17 000-ზე მეტ ადგილზე და პირველადი მონაცემებით ჩაირიცხა 13
000-ზე მეტი სტუდენტი. მისივე თქმით, ხელმისაწვდომია პროფესიული მომზადებისა და
პროფესიული გადამზადების 450-ზე მეტი პროგრამა. რაც შეეხება, ინსტიტუციურ
განვითარებას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს საშტატო ნუსხის
გადახედვა ახალი სერვისების შესაბამისად, მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების
განვითარება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციის შრომითი ანაზღაურების 10%-იანი
ზრდა და მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების 20%-ით გაზრდა.
მინისტრის
მოადგილემ
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
დირექტორის სტანდარტზე, ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და
კვალიფიკაციების განახლებაზე ისაუბრა.
უმაღლესი განათლების მიმართულებაზე საუბრისას, ნოდარ პაპუკაშვილმა, ყურადღება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამებზე გაამახვილა,
რომლის ფარგლებშიც, 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას სხვადასხვა სახის
სასწავლო, კვლევითი, სტუდენტური პროექტების განხორციელება და ტექნიკურ
მხარდაჭერის შესაძლებლობა ეძლევათ.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 30 000-მდე ფინანსური
დავალიანების მქონე სტუდენტს გაუნულდა დავალიანება და ჯამში ამ თანხამ 40 მლნ
ლარამდე შეადგინა. ნოდარ პაპუკაშვილმა სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლების
პირველ საფეხურზე სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ პროგრამებზე გაამახვილა
ყურადღება და სიახლეა, რომ
სტუდენტი პრიორიტეტული პროგრამის ფარგლებში
უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
წინა სასწავლო წელს ათვისებული ექნება პროგრამით გათვალისწინებული არანაკლებ 45
კრედიტი. მისი განცხადებით, დამატებითი მხარდამჭერი მექანიზმები არსებობს და
უპირატესობას ანიჭებს სტუდენტს, აღნიშნული შეეხება გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში
მცხოვრებ
ტერიტორიებზე
სოციალური
სტუდენტების
მცხოვრები
პროგრამის
სწავლის
დაფინანსებას,
პირების
უმაღლესი
განათლების
ფარგლებში
სტუდენტთა
დაფინანსებას.
ოკუპირებულ
ხელშეწყობას
ასევე,
და
დაემატა
მხარდამჭერი მექანიზმების ორი კატეგორია, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების
შვილები და „ბოშა მოზარდები‘‘.
ნოდარ
პაპუკაშვილმა
უმაღლესი
განათლების
სფეროში
ინტერნაციონალიზაციის
ხელშეწყობის საკითხიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საქართველო ესპანეთის სამეფოსთან
ერთად ბოლონიის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა, ხოლო სხდომა 2023
წლის 16-17 ნოემბერს გაიმართება.
კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები:
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტში მიმდინარეობს ექვსი თემატური მოკვლევა,
ამათგან ერთ-ერთი ეხება რეგიონული უნივერსიტეტების მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს
ექვს უნივერსიტეტს. თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მათთვის
დამატებითი ფინანსური საჭიროება და მნიშვნელოვანია რომ 2024 წლის გადამუშავებულ
ბიუჯეტში გამოყოფილია 1 900 000 მილიონი ლარი, ხოლო რას მოხმარდება ეს თანხა
მოკვლევის შედეგების შესაბამისად მოხდება პრიორიტეტების მიხედვით განაწილება.
კომიტეტის
თავმჯდომარის
კითხვა
შეეხებოდა
უნივერსიტეტების
ინფრასტრუქტურისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულ 15 მილიონი ლარის გამოყოფას
თუ რამდენად არის გათვალისწინებული რეგიონების უნივერსიტეტები და კონკრეტული
მიმართულებები.
ნოდარ პაპუკაშვილმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტის კუთხით არის განაწილებული თანხები
და რეგიონალური უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურაც არის გათვალისწინებული.
ასევე, რეგიონალური უნივერსიტეტების მხარდასაჭერად, სამინისტროში არსებობს
პროგრამები,
როგორც
ინფრასტრუქტურული,
ასევე
აკადემიური,
თუ
სხვა
მიმართულებებით.
კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ცვლილებაზე,
რომლის თანახმადაც საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა. მისივე
განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, კერძო და საჯარო
უნივერსიტეტებში დაიწყება საინფორმაციო შეხვედრები. ასევე, არის მოლოდინი, რომ
2024 წელს საშუალოდ 5 000 ახალგაზრდის მიღება განხორციელდება საჯარო სექტორში
სტაჟირებაზე. აღნიშნული, ახალი კადრების მოზიდვისთვის და საჯარო სექტორში ახალი
სიცოცხლის შემოტანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრის მოადგილეს გაწეული საქმიანობისთვის
და აღნიშნა, რომ სამინისტროს აქვს პოტენციალი და გამოცდილება სექტორში არსებულ
გამოწვევებს უპასუხოს.
კომიტეტის სხდომაზე აზრი გამოთქვეს და მომხსენებელს კითხვებით მიმართეს: გიორგი
ჩაკვეტაძემ, მარიამ ლაშხმა, ვლადიმერ კახაძემ, გენრიეტა წიწავამ, მიხეილ სარჯველაძემ
და დამსწრე პირმა დენიელ დავითაშვილმა. კითხვები შეეხებოდა პროფესიული და
უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ და სამომავლო პროექტებს.
მომხსენებელმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ანგარიში პროფესიული და
უმაღლესი განათლების მიმართულებით.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე