საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალი ქაან ორბაის მოსმენა თემაზე: „საქართველო-თურქეთის ურთიერთობები და თურქეთის საგარეო პოლიტიკა“.

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.11.2023
ავტორი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[4cf4]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-07
კომიტეტის სხდომის ნომერი 15
შენიშვნა ერთობლივი სხდომა: 1. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი; 2. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2506?local=true საქართველოს პარლამენტი საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა თარიღი 07 ნოემბერი 2023 12:30 2023 წლის 7 ნოემბერი, 12:30 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 ილია ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (1-14027; 31.10.2023); მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; პასუხისმგებელი თანამშრომელი: ნათია მამაცაშვილი; 2. საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალი ქაან ორბაის მოსმენა თემაზე: „საქართველო-თურქეთის ურთიერთობები და თურქეთის საგარეო პოლიტიკა“. 1 of 2 11/4/2023, 12:17 AM
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N15 2023 წლის 7 ნოემბერი, 12:30 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 ილია ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე. სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: ბექა ოდიშარია, ნოდარ ტურძელაძე, ფრიდონ ინჯია, რესან კონცელიძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, თინთინ ბოკუჩავა (ლევან ხაბეიშვილის უფლებამონაცვლე), აბდულა ისმაილოვი, რამაზ ნიკოლეიშვილი (კობა ნაყოფიას უფლებამონაცვლე), თამარ ჩარკვიანი. სხდომას არ ესწრებოდა: სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (1-14027; 31.10.2023); მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; სხდომას ესწრება საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი 2. საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალი ქაან ორბაის მოსმენა თემაზე: „საქართველო-თურქეთის ურთიერთობები და თურქეთის საგარეო პოლიტიკა“. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, სხდომა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალი ქაან ორბაის მოსმენით დაიწყო. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თურქეთი ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. შესაბამისად, ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისგან ყოველთვის საინტერესოა იმის მოსმენა თუ როგორ ხედავენ ქართულ-თურქულ ურთიერთობებს, მის განვითარებას, რა გამოწვევების წინაშე არის ეს ურთიერთობები. ასევე, ძალიან საინტერესოა ელჩის და ზოგადად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვა თურქეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. ელჩმა მწუხარება გამოხატა გუშინ, კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. „მინდა სამძიმარი გამოვხატო სამწუხარო ფაქტთან, საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყველანი შოკირებული ვართ. ეს არის მიმდინარე ოკუპაციის შედეგი და იმედი მაქვს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება და უმოკლეს დროში მშვიდობა დამყარდება“, - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ. ელჩმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მან აღნიშნა, რომ საქართველო არის თურქეტის ძალიან ახლო მეზობელი და მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, საერთო წარსული და ამაზე დაყრდნობით, თურქეთი ყოველთვის გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და იქნებიან საქართველოს ძლიერი გულშემატკივარი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით. მან ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ელჩის შეფასებით, საქართველოსთან თურქეთს სამაგალითო ურთიერთობები აქვს. დიპლომატმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო კუთხით არსებულ თანამშრომლობებზეც ისაუბრა. ელჩმა 6 თებერვალს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს გაწეული დახმარებისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა. ელჩმა თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, თურქეთის საგარეო პოლიტიკას წარმოადგენს - „მშვიდობა მსოფლიოში და მშვიდობა სახლში“. მისი განცხადებით, საქართველოც და თურქეთიც რეგიონში ცვალებად გარემოში იმყოფებიან. თურქეთი იზიარებს გეოგრაფიულ სიახლოვეს და საჭიროა, რომ ერთად გავუმკლავდეთ ჩვენს პრობლემებს. სხვა ქვეყნების ინტერესები შესაძლოა მერყეობდეს და იცვლებოდეს ურთიერთობებში, მაგრამ საქართველო და თურქეთი ყოველთვის დავრჩებიან მეზობლებად. ალი ქაან ორბაის განცხადებით, საქართველო ძალიან კარგად ასრულებს უსაფრთხო ქვეყნისადმი დაკისრებულ მოვალეობას. მიმდინარე პრობლემა არის რუსეთის მხრიდან ზეწოლა. საქართველოს 20 % ოკუპირებულია. მან იმედი გამოთქვა რომ ეს საკითხიც მშვიდობიანად გადაწყდება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. მოხსენების შემდეგ სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა, სადაც ელჩმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-2 საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ იანვარ-სექტემბრის შუალედის მაკროეკონომიკური პარამეტრები მიმოიხილა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.8 % შეადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 4.9 %-ს. საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 910.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.5 %-ით მეტია, საიდანაც ექსპორტი 4, 6 მლნ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი - 11,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 3 251 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისივე თქმით 16%-იანი ზრდა არის ფულად გზავნილებზე. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, მომხსენებლის ინფორმაციით, დაგეგმილი შემოსავლები შესრულებულია 104.3%-ით. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებს, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 13 732 482.2 ათასი ლარი, ანუ შემოსავლები შესრულებულია გადაჭარბებით, 103.5%-ით ლარით. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გეგმა იყო 16 მლრდ 16 მლნ ლარი, საკასო შესრულება - 15 მლრდ. 769 მლნ ლარი, რაც არის დაგეგმილ მაჩვენებელთან მიმართებაში 98,5%, ხოლო წლიური გეგმა შესრულებულია 72.1%-ით. ცალკეული უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების შესახებ საუბრისას, მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულება არის მაღალი მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა:  მოუსმინა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ალი ქაან ორბაის თემაზე: „საქართველო-თურქეთის ურთიერთობები და თურქეთის საგარეო  პოლიტიკა“. ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (114027; 31.10.2023); სხდომის თავმჯდომარე: გივი ჭიჭინაძე სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი