„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-13
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2019, სარეგისტრაციო კოდი:
400020000.05.001.019727) შეტანილ იქნეს ცვლილება და კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 წლის ვადაში:
ა)
დაამტკიცოს
პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების
დადგენის მეთოდოლოგია;
ბ)
დაადგინოს
პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფები;
გ) განსაზღვროს რეგულირების საფასურის ოდენობა და დაამტკიცოს ამ საფასურის
გადახდის წესი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი)
29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში - ეროვნული
კომისია) ვალდებულებას - დაამტკიცოს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციისთვის/სხვა
წყალმომხმარებლისთვის
გაწეული
მომსახურების
ტარიფების
დადგენის
მეთოდოლოგია;
დაადგინოს
პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციისთვის/სხვა
წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფები, განსაზღვროს რეგულირების
საფასურის ოდენობა და დაამტკიცოს ამ საფასურის გადახდის წესი. აღნიშნული
ვალდებულების შესრულების ვადად განსაზღვრულია კანონის ამოქმედებიდან 4 წელი.
ვინაიდან, კანონი ამოქმედდა 2019 წლის 26 დეკემბერს, დასახელებული ვალდებულებების
შესრულების ვადა იწურება 2023 წლის 26 დეკემბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონპროექტი მიზნად ისახავს ეროვნული
კომისიისთვის
პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების
დამტკიცების კანონით დადგენილი ვადის 2 წლის გადავადებას, რაც გამოწვეულია
ხსენებული კანონქვემდებარე აქტების დამტკიცებამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“
(შემდგომ-კომპანია) მიერ გარკვეული ღონისძიებებისა და მოსამზადებელი სამუშაოების
განხორციელების აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა კომისიამ უკვე დაამტკიცა კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული
მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგია“ - დადგენილება N40 (შემდგომში მეთოდოლოგია), რომელიც ქმნის იმის საფუძველს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულ
ვადაში დადგინდეს შესაბამისი ტარიფები. ასევე, ეროვნულ კომისიას დამკიცებული აქვს
დადგენილება N39 „საირიგაციო წყლის მიწოდების წესები“ (შემდგომ- წესები).
აღნიშნული დადგენილებების მოთხოვნების დამტკიცების შემდეგ გამოიკვეთა, რომ
პირველად წყალმოსარგებლეს წარმოადგენს კომპანია. იმისათვის, რომ ეროვნულმა კომისიამ
დაადგინოს წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა
წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფები, განსაზღვროს რეგულირების
საფასურის ოდენობა და დაამტკიცოს ამ საფასურის გადახდის წესი, აუცილებელია კომპანიამ
განახორციელოს გარკვეული ქმედებები და მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, წესების
შესაბამისად:
უნდა მოეწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი, ყველა არაპროფილურ
მომხმარებელთან (გარდა ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტისა), რომელსაც
განეკუთვნება როგორც ტექნიკური წყლის მომხმარებლები, ასევე სათევზე მეურნეობები.
დღეის მდგომარეობით ტექნიკური წყლის 105 აქტიური მომხმარებლიდან აღრიცხვის კვანძი
მოწყობილია მხოლოდ 28 პირთან, ხოლო სათევზე მეურნეობის მქონე 280 რეგისტრირებულ
აბონენტთან - არცერთი (თევზსაშენი ტბორები მოწყობილია 1,933 ჰა-ზე). კვანძის მოწყობა
დაკავშირებულია როგორც შესაბამისი მახასიათებლების მქონე წყლის მრიცხველების
შესყიდვა/დამონტაჟებასთან, ისე სამელიორაციო ქსელის გარკვეული მონაკვეთების
ტექნიკურად შესაბამის კონდიციამდე მიყვანასთან;
ყველა მომსახურების ხელშეკრულება მოყვანილი უნდა იქნას შპს „საქართველოს
მელიორაციის“ წესებთან შესაბამისობაში. აღნიშნული გულისხმობს ყველა კატეგორიის
მომხმარებელთან განახლებულ პირობებზე შეთანხმებას (რაც ასევე ითვალისწინებს ტარიფის
ზრდას) და დოკუმენტურ დადასტურებას;
თითოეული მომხმარებლისთვის, მომხმარებელთა ჯგუფისთვის უნდა განისაზღვროს
„მიწოდების წერტილი“ (ადგილი, სადაც გადის ზღვარი მომხმარებლისა და მიმწოდებლის
პასუხისმგებლობებს შორის). ამისათვის აუცილებელია სრული სამელიორაციო ქსელის, მისი
დაფარვის არეალის და ამ არეალში შემავალი მიწის ნაკვეთების სრული ინვენტარიზაცია, რაც
შესაძლებელს გახდის, მოხდეს მიწოდების წერტილების იდენტიფიკაცია და მათზე მიებას
მომხმარებელი. საპილოტე სამუშაოებმა აჩვენა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია პროცესის
დასრულება წესებით გათვალისწინებულ ვადებში, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის
მომსახურების არეალში ირიცხება 127 სარწყავი სისტემა, მომსახურეობა ეწევა 1,845 კმ-ზე მეტ
მაგისტრალურ და 7,768 კმ-ზე მეტ გამანაწილებელ არხს და დაახლოებით 4,386 კმ სიგრძის
მილსადენს. აღნიშნული პროცესის წარმართვისთვის საჭიროა, საინვენტარიზაციო ჯგუფები
დაკომპლექტდეს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით (მაგალითად, სხვადასხვა სახის GPS
აპარატები, აპლიკაციები თუ პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ.);
მოწესრიგდეს მომხმარებელთან ურთიერთობის
სქემა: კომპანია-მიწოდების
წერტილი-მომხმარებელი. დღეს არსებულ ბილინგის სისტემას არ გააჩნია ტექნიკური
თავსებადობა წესების მოთხოვნებთან. მაგალითად, არ არსებობს აბონენტის მიწოდების
წერტილის ცნება, რომელზეც უნდა მიმაგრდეს ერთი ან რამდენიმე მომხმარებელი თავისი
მიწის ნაკვეთით, ასევე არ აქვს ქსელზე ცალკეული ჰიდროტექნიკური ერთეულების
განსაზღვრისა და რწყვის ნორმების ასახვის შესაძლებლობა და ა.შ. არსებული ბილინგის
სისტემის საშუალებით ვერ მოხდება მომსახურების გაწევისა და მასთან დაკავშირებული
ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების ასახვა/აღრიცხვა, რაც კომპანიას დააყენებს
ფინანსური რისკების წინაშე. 2024 წლის პირველი იანვრიდან იწყება რეგულირების პერიოდი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით კომპანიას დაწყებული აქვს სამუშაოები,
შესაბამისი შესყიდვების პროცედურების წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, არ
იქნება საკმარისი დრო სისტემის დასანერგად და საპილოტე ტესტირებისთვის;
საჭიროა მოხდეს არამხოლოდ მიწოდების წერტილების იდენტიფიცირება, არამედ
მაგისტრალებსა და გამანაწილებელ არხებზე, მათი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ამ
წერტილების და საჭიროების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძების მოწყობა. ამ მიმართულებით
კომპანიას დაწყებული აქვს მოსამზადებელი სამუშაოები. გაკეთდა პირველადი
კატეგორიზაცია დახურული ტიპის წყლის ხარჯის აღრიცხვის კვანძებისა. იგი წარმოადგენს
სისტემაზე მიერთების წერტილების პირველად ტექნიკურ დაჯგუფებას, რომლის
მიხედვითაც, უნდა მოხდეს შემდგომი დეტალური დამუშავება და საპროექტო
გადაწყვეტილებების მიღება. პროცესი დაკავშირებულია სარწყავი სისტემების სრულ
ინვენტარიზაციასთან, რომლის შემდეგაც შესაძლებელია, გამოითქვას ვარაუდი საირიგაციო
ქსელის აღნიშნული კვანძებით სრულად აღჭურვისათვის საჭირო დროისა და კაპიტალური
ინვესტიციების შესახებ. შესარჩევია საირიგაციო სისტემისთვის მისაღები ისეთი აღრიცხვის
მოწყობილობები, რომლებიც თავსებადი იქნება დაბინძურებულ (მღვრიე, მყარი ნაწილაკებით
გაჯერებული და ლექის შემცველი) წყალთან. კომპანიის საირიგაციო სისტემების ტექნიკური
მრავალფეროვნების გამო (ღია მოპირკეთებული, ღია მიწის, დახურული და ა. შ. ), საჭიროა,
მომზადდეს სხვადასხვა ზომის მიწოდების წერტილის და აღრიცხვის კვანძის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
გამოიკვეთა აღრიცხვისა და ანგარიშსწორების ავტომატური სისტემის (ბილინგის
სისტემა) განახლების აუცილებლობა, ვინაიდან, არსებულ სისტემას არ გააჩნია ტექნიკური
თავსებადობა წესების მოთხოვნებთან. არსებული ბილინგის სისტემის საშუალებით ვერ
მოხდება მომსახურების გაწევისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური თუ არაფინანსური
ოპერაციების ასახვა/აღრიცხვა, რაც კომპანიას დააყენებს ფინანსური რისკების წინაშე.
მეთოდოლოგიის თანახმად, უნდა მოხდეს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ფინანსური
აღრიცხვის მორგება დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. მეთოდოლოგია სხვა
მოთხოვნებთან ერთად ითვალისწინებს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის და
რეგულირებადი აქტივების ბაზის შექმნას. „სატარიფო განაცხადის“ მიხედვით, ფინანსური და
არაფინანსური ინფორმაცია (კომპანიის საოპერაციო ხარჯები, აქტივები, თანამშრომლების
რაოდენობა, მომხმარებლების მიკუთვნება) მოთხოვნილია გამიჯნულად, როგორც
რეგულირებადი
და
არარეგულირებადი
საქმიანობის
მიხედვით,
ასევე
ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურის და საირიგაციო სისტემის
მეორე რიგის/მესამე რიგის არხების მიხედვით. ამ ეტაპზე მოთხოვნილი დეტალიზაციით
ინფორმაციის წარდგენა შეუძლებელია შიდა სააღრიცხვო სისტემის მოდერნიზაციის გარეშე,
რომელიც მოითხოვს დიდ დროს და ფინანსურ რესურსებს. კომპანიას სააღრიცხვო სისტემის
მოდერნიზაციისათვის დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები: კერძოდ, შემუშავდა
ტექნიკური დავალება ახალი ERP სისტემის შესყიდვისათვის (დაწყებულია შესყიდვის
პროცედურები), რომელშიც გათვალისწინებული იქნება მარეგულირებლის მოთხოვნები.
შესაბამისად, კომპანია ტექნიკური, ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხების გამო, ამ
ეტაპზე არ არის მზად, ერონულ კომისიას მიაწოდოს მეთოდოლოგიით გათვალისწინებული
დაზუსტებული მონაცემები და ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ეროვნულ კომისიას
ექნებოდა შესაძლებლობა, ზუსტად განსაზღვროს ამ სფეროში მომსახურების ტარიფები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გარეშე კი, ტარიფების დადგენა შექმნის გარკვეულ პრობლემას,
რომელსაც უარყოფითი გავლენა ექნება როგორც პირველადი წყალმოსარგებლისთვის, ასევე,
სარწყავი სისტემით მოსარგებლე არაერთი სუბიექტისათვის, მათ შორის, ფერმერებისა თუ
არხებით მოსარგებლე არაპროფილური მომხმარებლებისათვის: იმაზე მაღალი ტარიფის
დადგენის შემთხვევაში, ვიდრე სწორი მონაცემების პირობებში დადგინდებოდა,
დაზარალდება საირიგიაციო წყლის მომხმარებლის ინტერესები, და პირიქით, დაბალმა
ტარიფმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზარალოს პირველადი წყალმოსარგებელი და ამან
გააუარესოს მომსახურების ხარისხიც. სწორედ აღნიშნული პრობლემების გადაჭრას
ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, ეროვნულ კომისიას მიეცემა შესაძლებლობა, დამატებით ორი წლის
განმავლობაში განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები, რის შემდეგაც კანონპროექტით
დადგენილ ვადაში დაამტკიცებს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფებს ახალი
მეთოდოლოგიის შესაბამისად. აღნიშნული კომპანიას კი მისცემს შესაძლებლობას, შეაგროვოს
მონაცემები და გაანალიზოს ის დამტკიცებული მეთოდოლოგიის და წესების შესაბამისად.
აღნიშნულის შედეგად, კომპანია შეძლებს, ეროვნულ კომისიას მიმართოს რეალურ
მონაცემებზე დაფუძნებული სატარიფო განაცხადით.
ასევე, კომისიის მიერ აღნიშნული ტარიფების დადგენამდე ნარჩუნდება status quo, რაც
გულისხმობს, რომ პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების საფასური
განისაზღვრება: პროფილური წყალმომხმარებლისთვის - „მიწების მელიორაციის შესახებ“
საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის
საფუძველზე ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სამელიორაციო ტარიფების
შესაბამისად; სხავა წყალმომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ტარიფები
განისაზღვრება პირველად წყალმოსარგებლესა და სხვა წყალმომხმარებელს შორის
შეთანხმებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, დამატებით 2 წლით გახანგრძლივდება პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციისთვის/სხვა
წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის ვადა და ბაზარზე
შენარჩუნდება არსებული მდგომარეობა. ასევე 2 წლით გახანგრძლივდება რეგულირების
საფასურის განსაზღვრისა და ამ საფასურის გადახდის წესის დამტკიცების ვადა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. იგი ძალაში უნდა შევიდეს 2023 წლის 26 დეკემბრამდე, ანუ იმ მომენტამდე,
როდესაც კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, უნდა დამტკიცდეს ახალი ტარიფები.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებათან დაკავშირებული ხარჯების
„საქართველოს მელიორაციის“ საკუთარი შემოსავლებიდან.
დაფინანსება
მოხდება
შპს
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. განმარტებითი
ბარათის „ა.ა.ბ.“ ქვეპუნქტში მოცემული შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ
განსახორციელებელი ღონისძიებები დაფინანსდება შპს „საქართველოს მელიორაციის“
საკუთარი შემოსავლებიდან. რა რაოდენობის ხარჯის გაწევა იქნება საჭირო, ამის გაანგარიშება
უნდა მოხდეს ამ ღონისძიებების განხორციელების ეტაპზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენითსახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
დღეს მოქმედი კანონის თანახმად, ეროვნულმა კომისიამ 2023 წლის 26 დეკემბრამდე უნდა
დაადგინოს
პირველადი
წყალმოსარგებლის
მიერ
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფები და
ასევე, განსაზღვროს რეგულირების საფასურის ოდენობა და დაამტკიცოს ამ საფასურის
გადახდის წესი. ვინაიდან, ხდება ამ ვალდებულების ორი წლით გადავადება, შესაბამისად,
კანონპროექტის მიღების შედეგად არსებული ფინანსური მდგომარეობა ორი წლის
განმალობაში დარჩება უცვლელი, როგორც შპს „საქართველოს მელიორაციისათვის“, ასევე
მისი აბონენტებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული კომისიის მიერ ტარიფის დადგენის შემთხვევაში, ის
გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის, შესაბამისად, კანონპროექტის მიღებას ექნება
დადებითი ფინანსური შედეგი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ვინც შპს
„საქართველოს მელიორაციის“ აბონენტები არიან (ჯამში დაახლოებით 70 000 აბონენტი).
კონკრეტულად თუ რა ფინანსური შედეგი შეიძლება ქონდეს ამ კანონპროექტს, ეს
დამოკიდებული იქნება დასადგენი ტარიფის ოდენობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობისგანსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი პირდაპირ არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
თანასწორობის
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსწევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთანდაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათწევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან, აგრეთვე, ამ სფეროში
საქმიანობების განმახორციელებელ სახელმწიფო საწარმოებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.