„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-13
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.11.2021,
სარეგისტრაციო კოდი: 340050000.05.001.020416) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული „ვაზისა და ღვინის
შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს
2028 წლის 3 იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ქვეყნის
ეკონომიკის
პრიორიტეტულ
დარგებს
შორის
მევენახეობა-მეღვინეობა
ერთმნიშვნელოვნადაა გამოკვეთილი. კონკურენტუნარიანი ღვინისა და სპირტიანი
სასმელების წარმოებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია ადგილობრივი და
საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი
წლების განმავლობაში, კლიმატური და სტიქიური მოვლენები, ასევე დარგზე მოქმედი
ობიექტური გარემოებები, მათ შორის, ლოგისტიკური მომსახურების, ნედლეულის ფასის
ზრდა, კანონში არსებული ნორმასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ზრდის საბოლოო
პროდუქტის - ბრენდის თვითღირებულებას, რაც საბოლოო შედეგად ამცირებს ქართული
ბრენდის მწარმოებლების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.
საერთაშორისო ბაზარზე ქართული ბრენდის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და
ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების ექსპორტის ხელსაყრელი პირობების
შექმნისათვის, აუცილებელია ბრენდის მწარმოებელ კომპანიებს მიეცეთ შესაძლებლობა
მოქმედი წესის შესაბამისად განახორციელონ საქმიანობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიზანია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის
ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის განვითარების
ხელშეწყობა, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების შეუფერხებლად
წარმოება და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარება, ქართული საწარმოების საქმიანობის
ხელშეწყობა არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, 2024
წლის 2 იანვრიდან ეტიკეტზე, ბრენდის შემთხვევაში, მიეთითება „აღნიშვნა ქართული
ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს
საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი შეადგენს. ხოლო ამ ნორმის
ამოქმედებამდე, ნებადართულია ეტიკეტზე მიეთითოს „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის
არანაკლებ 50% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის დისტილატის
გამოყენებითაა წარმოებული („ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი (2017 წლის 15
ივნისის N972-IIს კანონი)).
ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასთან
ერთად მნიშვნელოვანია ექსპორტისათვის ხელსაყრელი პირობების არსებობა, ქართული
ბრენდის ცნობადობისა და მისი ექსპორტის მაჩვენებელის ზრდა. უკანასკნელი წლების
განმავლობაში კლიმატური და სტიქიური მოვლენები, ასევე დარგზე მოქმედი ობიექტური
გარემოებები, მათ შორის, ლოგისტიკური მომსახურების და ნედლეულის ფასის ზრდა,
კანონში არსებული ნორმასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ზრდის საბოლოო პროდუქტის ბრენდის თვითღირებულებას, რაც საბოლოო შედეგად ამცირებს ქართული ბრენდის
მწარმოებლების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ
სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კერძო სექტორმა კოლექტიური
განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს და გამოიჩინა ინიციატივა ზემოაღნიშნული მუხლის ამოქმედების
გადავადებასთან დაკავშირებით. ასევე, მათ ინიციატივას წარმოადგენს წინამდებარე
ცვლილების ამოქმედებამდე „ქართული ბრენდის“ საწარმოებლად გამოსაყენებელი
საქართველოში მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებული
სპირტის პროცენტული
მაჩვენებლის ყოველწლიურად 5% ით ზრდა, რაც საშუალებას მისცემს კერძო სექტორს
დაბალანსებულად, ეტაპობრივად განახორციელონ რეფორმა. აღნიშნულის რეგულირება კი
განხორციელდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
მითითებული მიზნების მიღწევას და არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც
ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის
განვითარების ხელშეწყობა, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების
შეუფერხებლად წარმოება და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარება, ქართული
საწარმოების
საქმიანობის
ხელშეწყობა
არსებული
ფაქტობრივი
გარემოებების
გათვალისწინებით.
ასევე,
აღნიშნული ცვლილება მისცემს შესაძლებლობას ყურძნისეული წარმოშობის
სპირტიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიებს, გონივრულ ვადაში შეცვალონ საწარმოო
პოლიტიკა და გაატარონ საჭირო ღონისძიებები, რათა კანონით გათვალისწინებული
ვალდებულება არამართლზომიერ ტვირთად არ დააწვეთ კომპანიებს, რამაც დარგის
განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად შესაძლოა საერთაშორისო ბაზრების დაკარგვა და
პროდუქციის წარმოების შემცირება გამოიწვიოს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში შედის ცვლილება და ამ პუნქტით გათვალისწინებული
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“
ქვეპუნქტის ამოქმედების ვადა იცვლება და ნაცვლად 2024 წლის 2 იანვრისა, იქნება 2028 წლის
3 იანვარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან,
კანონპროექტით
ხდება
„ქართული
ბრენდის“
შემადგენლობაში
გამოყენებული
საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტის პროცენტული ოდენობის
გადავადება. შესაბამისად, კომპანიები გააგრძელებენ წარმოებას არსებული მოთხოვნების
შესაბამისად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გამოიწვევს გარკვეულ ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონის მოქმედება (დაახლოებით 60 კომპანიაა), ვინაიდან, ახალი მოთხოვნის
(ეტიკეტზე მიეთითება „ქართული ბრენდი“ შეიძლება, თუ ბრენდის საწარმოებლად
გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან
დამზადებული სპირტი შეადგენს) ძალაში შესვლის შემთხვევაში გაძვირდება ბრენდის
თვითღირებულება,
რაც
გამოიწვევს
ქართული
ბრენდის
მწარმოებლების
კონკურენტუნარიანობის შემცირებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე და
შესაბამისად, მათი შემოსავლების შემცირებას. კანონპროექტის მიღება კი ხელს შეუწყობს
როგორც
ადგილობრივ,
ისე
საერთაშორისო
ბაზარზე
ქართული
ბრენდის
კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებასა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი
სასმელების ექსპორტს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.